საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

სოჭის ოლიმპიადა???!!!

სსრკ-ს დიდი კრიზისი,  დაიწყო მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტით, რატომ არ გვინდა ვცადოთ გამეორდეს პრეცედენტი?!  

საბჭოთა კავშირი უძლეველი, დაუმარცხებელი, ხელუხლებელი და უძრავი ეგონა ყველას. ყველას შეიძლება არა, მაგრამ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მაინც. სსრკ-ს ყოვლისშემძლეობის მითის მსხვრევა მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, უფრო სწორად, ფაქტიურად ჩაშლისას დაიწყო. 

საბჭოთა კავშირში ოლიმპიადის ჩატარების იდეა გაუჩნდა სსრკ-ს სპოტრსკომიტეტის თავმჯდომარეს, სერგეი პავლოვს. თუ მონრეალთან მოსკოვმა წააგო კენჭისყრისას 1969 წელს, ლოს ანჯელესს 1974 წელს აჯობა და 1980 წლის ოლიმპიადის ჩატარება მოსკოვში გადაწყდა... 

ამაში დიდი დამსახურება მიუძღვის  სერგეი პავლოვის გავლენას მსოფლიო სპორტულ სამყაროში. რაც მთავარია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და ხალხები ცდილობდნენ დაახლოებოდნენ საბჭოთა კავშირს, რათა დაძაბულობა მოხსნილიყო. მათ კარგად ახსოვდათ კარიბის კრიზისი და სხვა მოვლენები და უნდოდათ ადამიანური ურთიერთობებით, სპორტით დაეთბოთ ცივი ომის გამოვლინებანი. 

მსოფლიო პოლიტიკის ლიდერებს რომ არ სდომოდათ ეს, ლოს-ანჯელესის შესაძლებლობებს არავინ (უმეტესობა მაინც) არ ჩათვლიდა მოსკოვისაზე უარესად. როგორც ვიცით, კენჭისყრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოტენციური მასპინძლის შესაძლებლობებს მზაობისათვის. 

 მსგავსება 1 - როგორ ჰგავს ზემოთ აღნიშნული რამდენიმე წლის წინანდელ ამბებს - ჯორჯ (უმცროსი) ბუშის ადმინისტრაცია და დასავლეთის ქვეყნები დაეხმარნენ რუსეთს, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა რსფსრ-ში დანიშნულიყო... 

რუსეთის იმპერიასთან დათბობის მსურველებს, არ გაუმართლათ. 1979 წელს, საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ. მსოფლიო აღშფოთდა. რა საკვირველია, სხვა ქვეყნის სამხედრო ძალები სხვა დროსაც შესულან უცხო ქვეყანაში, მაგრამ  ავღანეთის დაკავება რუსების მიერ და მეტიც, რუსული არმიის მიერ ინდოეთის ოკეანეში გასვლა (ან მიახლოება), რაც იყო ერთ-ერთი მიზანი ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეჭრისა, არავის აწყობდა მსოფლიოში. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ წითელი არმიის სარდლობა ავღანეთში ავღანელი ხალხის გენოციდს ახორციელებდა. 

 მსგავსება 2 – ავღანეთის ოკუპაციის მსგავსად 2008 წელს რუსეთის ჯარები საქართველოში შემოიჭრნენ. მათ დაიკავეს სტრატეგიული (მათი აზრით) ტერიტორიები: 1. აფხაზეთი, რათა თავისი გავლენა გააძლიერონ შავ ზღვაზე (საბჭოთა იმპერიის დაშლისა და უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე ეს ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ რუსებს): 2. ჩრდილო ქართლი (ცხინვალის რეგიონი), რათა სამხრეთ კავკასიაში გადმოსულები იყვნენ, და საჭიროების შემთხვევაში გადაჭრან უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციები და სწრაფი მარშით შეძლონ მცირე აზიისაკენ, ირანისაკენ თუ სხვა, გზა იქონიონ (საქართველოს გავლით)... 

1980 წელს ოლიმპიადა, ფაქტიურად ჩავარდა. 50 ქვეყანაზე მეტმა უარი თქვა თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე და ბოიკოტი გამოუცხადა "მოსკვა – 80"-ს (უფრო ძლიერი აღმოჩნდა დასავლეთი). მათ შორის იყო არა მარტო პოლიტიკურად და ეკონომიკურად, არამედ სპორტული თვალსაზრისით წამყვანი ქვეყნები. მოსკოვის ოლიმპიადის მოვლენებმა ყველას აჩვენა, რომ მსოფლიო არ შეურიგდებოდა მოსკოვის აგრესიას მეზობლებზე. 

მსგავსება 3 - იქნება?! 

სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების წინაპირობაც წააგავს "მოსკვა – 80"-სას. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს დიდი რისკის გამოხატულება იყო, თუმცა როდესაც "სოჭი 2014" დაიგეგმა, ეს რისკები არ ჩანდა. მსოფლიოს სპორტულმა საზოგადოებამ და წამყვანმა ქვეყნებმა, რომლებიც მართავენ მსოფლიოს სპორტულ სამყაროს (არავინ გვითხრას, სპორტი არ იმართებაო პოლიტიკის მიერ) გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი რუსეთისთვის, რათა ის დაუახლოვდეს ცივილიზებულ სახელმწიფოებს. 

მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, 2008 წელს რუსეთმა "ავღანეთი" გაიმეორა - შემოიჭრა საქართველოში, ახლა უკვე შავი ზღვის აუზში გასასვლელისთვის (ყირიმი ხომ მისი არ არის), სტრატეგიული კომუნიკაციების გადასაკეტად პოზიციების დაკავებისთვის (თუ დრო დადგება ამისთვის) და ა. შ. 

მართალია, იმდროინდელი ავღანეთის კრიზისთან ჯერ მთალად გათანაბრებული არ არის საქართველოს ისტორიული კუთხეების ოკუპაცია, თუმცა ბევრიც არ აკლია, მსოფლიო პოლიტიკურად არ ურიგდება რუსეთის არმიის გასვლას საკუთარი საზღვრების გარეთ. და ცივილიზებული სახელმწიფოების უმრავლესობა ამ ჩვენს ძირძველ მიწა-წყალს, აფხაზეთსა და ჩრდილო ქართლს, ოკუპირებულად მიიჩნევს და მოითხოვს მის  დ ე ო კ უ პ ა ც ი ა ს. 

გარდა ამისა, უწყვეტი, ღია გენოციდი ქართველი ხალხისა არ მიმდინარეობს, როგორც მაშინ ავღანეთში ავღანელებისა. მაგრამ, მთელმა მსოფლიომ აღიარა ეთნიკური წმენდა ოკუპირებული ტერიტორიებისა... მთელი მსოფლიო აღიარებს დევნილი ქართველების უფლებებს სახლში დაბრუნებისა... 

... საქართველოს გარდა სოჭის ოლიმპიადა უკავშირდება სხვა პრობლემასაც. 

ჯერ მსოფლიო ითმენს, მაგრამ ჩრდილო კავკასიელების უწყვეტი, მიმდინარე გენოციდი (ჩეჩნებისა და სხვა) აუცილებლად დადგება მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში. ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებდა სოჭის ოლიმპიადის ჩატარებაზე და მის შედეგებზე და სხვა მოვლენებზე, თუ იქნებოდა ამისთვის ძალიან დაინტერესებული მხარე. ასეთი კი იყო - საქართველო. 

აქამდე საქართველო არ აპირებდა სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას. სოჭის ოლიმპიადის ჩაშლა დასავლეთის პოლიტიკური მიზანი შეიძლება იყოს, ან შეგვეძლო გვექცია, რაც გამოიწვევდა, თუ იმ მასშტაბისა არა, მსგავს კრიზისს, როგორც 1980 წლის ოლიმპიადის შემდგომ მოხდა და შედეგად, რსფსრ-ს დაშლა თუ არა, რუსული ტოტალიტარული რეჟიმის შესუსტება და მეტად დემოკრატიზაცია მაინც მოხდებოდა. 

რუსეთის ტოტალიტარული რეჟიმის შესუსტება და დემოკრატიზაცია, და რუსების გასვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან არა მარტო ჩვენი მიზანი, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. მსოფლიო ვერ ეგუება რუსული არმიის გაჭრას რსფსრ-ს საზღვრებიდან, ქართული ტერიტორიების ოკუპაციას, და უნდა რომ აღმოფხვრას ეს პრეცედენტი. 

საქართველო სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ გამოსვლების პოლიტიკის შეცვლით - ძალიან აგებს. ყოველ შემთხვევაში პროპაგანდისტულად მაინც. თეორიულად ხომ აგებს და აგებს, 1980 წლის პრეცედენტის გამეორების შესაძლებლობასაც კი უთხრის ძირს. 

წარმოვიდგინოთ, ავღანელებს რომ სიხარულით მიეღოთ მონაწილეობა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე და მეტიც, უსაფრთხოების საკითხებში დახმარებოდნენ იმ დროს რუსებს, მოსკოვის ოლიმპიადა არ ჩავარდებოდა და საერთოდ, ავღანური საკითხი აღარ იქნებოდა იმპერიის დემონტაჟის უმთავრესი პირობა... და საერთოდ... 

როდემდე უნდა გაგრძელდეს გულუბრყვილო პოლიტიკა? რატომ უნდა გავუშვათ შანსი ხელიდან? სოჭის ოლიმპიადის ჩატარებაში დახმარების (მონაწილეობა უკვე დიდი დახმარებაა) სანაცვლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ? 

ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, რუსეთის ავტორიტარული რეჟიმის შესუსტებით, დემოკრატიზაციით თუ მოხდება. ხოლო, რუსეთის ავტორიტარული და იმპრიული ხელისუფლების დახმარებით, კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივისკენ გადაგვაქვს ამ ქართული მიწების დაბრუნების საკითხი.. 

მთელი მსოფლიო გაკვირვებული დარჩება და ჩვენს დახმარებასაც, დეოკუპაციის საკითხში, შეწყვეტენ, ნელ-ნელა. გვეტყვიან თქვენ მეგობრული ურთიერთობა გაქვთ რუსეთის სახელმწიფოსთან, და ჩვენი დახმარება რად გინდათო? 

ეს უკვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტიდან ამოვარდნაზე მეტი იქნება... ეს იქნება ახალი კონტექსტის შექმნა - ჩვენდა სამწუხარო კონტექსტისა (ღმერთმა დაგვიფაროს)... 

ამგვარად, საქართველო კავკასიური ერითიანობის პოლიტიკის კონტექსტიდანაც ამოვარდება. ჩვენი სპორტსმენების სოჭში გამგზავრება ნიშნავს ჩერქეზულ-ადიღეური მოსახლეობის წინააღმდეგ წასვლას, ეს ნიშნავს, კავკასიის ხალხების მიმდინარე გენოციდის მომწყობების, გინდა თუ არა, მოკავშირეობას...

19.10.2012

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq