საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

მამისმკვლელი კონსტანტინეს მკვლელობა ბელაქნისწყალზე (კახეთის 1605 წ. აჯანყება)
შვილის მიერ მოკლული მეფე ალექსანდრე მეორე
აჯანყების უშუალო საბაბი გახდა შაჰ აბას I-ის დავალებით კონსტანტინე მირზას მიერ (კონსტანტინე I (ალექსანდრე II-ის ძე), კახეთის მეფე) მაფის, ალექსანდრე II-ის, ძმისა და სხვა კახელი დიდებულების დახოცვა (12 მარტი). ამ ფაქტმა კახეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია. მოსახლეობამ გამაჰმადიანებული კონსტანტინე I მეფედ არ მიიღო და იარაღს მოჰკიდა ხელი.

არაკაცი კონსტანტინე ბავშვობიდან ირანში, შაჰის კარზე იზრდებოდა, სადაც გამაჰმადიანდა კიდეც (მას ნამდვილად ვერ ჩავთვლით ქართველად და ბაგრატიონად, რადგან სული ბავშვობიდან შეურყვნეს ირანში. შაჰმა აბას I-მა საგამგებლოდ შირვანი უბოძა და ჯარით კახეთში დააბრუნა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა და თვითონ დაიჭრა. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსანდრე II სპარსეთ-ოსმალეთის ომის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისაგან თავს იკავებდა. ამით უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ-აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა — ალექსანდრე II, ძმა — გიორგი, რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი მეფედ გამოაცხადა.

კონსტანტინე მირზამ მოინდომა თავისი ძმის, დავითის ქვრივის ქეთევან დედოფლის ცოლად მოყვანა მოისურვა... მაჰმადიანებში ხომ ასეთი ტრადიციაა... ამან მთლად გააცოფა ქართველები.

აჯანყება ქიზიყიდან დაიწყო. კონსტანტინე I სასწრაფოდ გაემართა იქითკენ და დიდი საჩუქრებით, დაპირებებითა და შაჰის აგენტების დახმარებით მოახერხა აჯანყებულთა ასისთავების მოსყიდვა. მარტის დამლევს კონსტანტინე I გრემში ჩავიდა. აქ თავადებსა და სხვა თავკაცებს დიდი პატივი სცა, შაჰის სახელით შირვანში ლაშქრობა გამოაცხადა, მოლაშქრეებს დიდ ჯილდოს შეჰპირდა. ამით მან აჯანყება დროებით შეაჩერა. კახეთის მესვეურები, რომელთაც სათავეში მეფე დავით I-ის ქვრივი ქეთევან დედოფალი ედგა, გარეგნულად კონსტანტინეს ერთგულობდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ.

კონსტანტინე I-მა კახეთის 10-ათასიანი ჯარით და ყიზილბაშთა ლაშქრით შირვანზე გადაილაშქრა და ქ.შემახას ალყა შემოარტყა. ალყა ძალიან გაჭიანურდა. კახთა ლაშქარი უკმაყოფილებამ მოიცვა. შეთქმულებმა ისარგებლეს მომენტით და ღამით კონსტანტინე I-ის კარავს დაეცნენ. რენეგატი გაიქცა, მეორე დილით კი კახ მოლაშქრეთა შეჩერება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყებულები ბრძოლის ველიდან შინისკენ დაიძრნენ, ყიზილბაშები კი — ირანისკენ. აჯანყებულ კახთა მოციქულებმა აბას I-ს მორჩილება აღუთქვეს და მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი (დავით I-ის ძე, შემდეგში თეიმურაზ I) მოითხოვეს. შაჰმა, რომელიც ოსმალეთთან ომისათვის ემზადებოდა, ისინი იმედით გამოისტუმრა.

აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის მეფეს გიორგი X-ს, რომელმაც მათ პაპუნა ამილახვარი მიაშველა ზემო ქართლის ჯარით. ბრძოლა გაიმართა 22 ოქტომბერს ბელაქნისწყალზე, სადაც კონსტანტინე I-ის ლაშქარი დამარცხდა, ხოლო თვითონ ბრძოლაში დაიღუპა.

კახეთის აჯანყებამ აიძულა შაჰი დათმობაზე წასულიყო. მან 1606 წელს კახეთის მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი დაამტკიცა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აბრაამ დაყუდებული და ნეტარი მარიამი, ძმისწული მისი (+დაახლ. 360)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსი აბრაამ დაყუდებულისა და ნეტარი მარიამის, მისი ძმისწულის (+დაახლ. 360) ხსენების დღე.
ღირსმოწამე ანასტასია რომაელი (III)
29 ოქტომბერს (11 ნოემბერს) აღინიშნება ღირსმოწამე ანასტასია რომაელის (III) ხსენების დღე.
gaq