საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

კიევის კეთილმსახური დიდი მთავარი როსტისლავი (ნათლისღებით მიხეილი)

წმიდა როსტისლავი, კიევის დიდი მთავარი, შვილი კიევის დიდი მთავრის - წმიდა მსტისლავ დიდის, ძმა წმიდა  მთავრის - ვსევოლოდ გაბრიელის - იყო XII საუკუნის კიევის რუსეთის გამოჩენილი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე.

როსტისლავის ძალისხმევით გაფართოვდა და გაშენდა, დამშვენდა ეკლესია-მონასტრებით სმოლენსკის სამთავრო, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 40-ზე მეტი წლის მანძილზე - მთელი რუსეთის მასშტაბით შეიძინა გავლენა. 1136 წლიდან  მან მიაღწია ცალკე სმოლენსკის ეპარქიის დაარსებას.

ძმის სიკვდილის შემდეგ (+ 13 ნოემბერი 1154 წ.) წმიდა როსტისლავი მოკლე ხნით იყო კიევის დიდი მთავარი, მეორეგზის ის 1159 წელს დაბრუნდა კიევში და იყო დიდი მთავარი  სიკვდილამდე (1167წ.)

წმიდა როსტისლავს ჰქონდა ჩვევად დიდმარხვაში შაბათობით და კვირაობით მოეწვია სუფრაზე პეჩორის იღუმენი თორმეტ ბერთან ერთად და თვით უწევდა მასპინძლობას.  პეჩორელი ბერები, რომელთაც დიდი სულიერი გავლენა ჰქონდათ რუსეთზე ჩააგონებდნენ რუს მთავარს  რუსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აზრს. მაგრამ ბერძნები თვლიდნენ კიევის კათედრაზე მიტროპოლიტის დანიშვნას საკუთარ პრივილეგიად - 1165 წელს კიევში ჩამოვიდა ახალი მიტროპოლიტი - ბერძენი იაოანე IV და წმიდა როსტისლავმა მორჩილებით მიიღო იგი.

წმიდა როსტისლავს  უნდოდა ბერად აღკვეცა, მაგრამ 1167 წელს  ავად შეიქნა და გარდაიცვალა.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq