საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსნი ანტიოქიელი ხუცესნი - ევგენი და მაკარი აღმსარებელნი (+363)

19 თებერვალი

ღირსი აღმსარებლები: ევგენი და მაკარი ანტიოქიის ტაძრის ხუცესები იყვნენ. ერთხელ, ივლიანე განდგომილის ზეობისას (361-363), მათ წარმართულ ორგიებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, რისთვისაც სამსჯავროზე წარადგინეს. ხუცესებმა უშიშრად ამხილეს იმპერატორი განდგომილებაში და მხნედ დაითმინეს სასტიკი სატანჯველები. ნაწამებ მამებს ბორკილები დაადეს და არაბეთის უდაბნოში გადაასახლეს. აქ მათ ერთი მთა აირჩიეს სამკვიდრებლად, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ურჩიეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს არემარე, რადგან იგი ერთი უზარმაზარი გველის საბუდარი იყო. წმიდანებმა ლოცვის ძალით შემუსრეს ურჩხული. აღმსარებლები ღმერთს ევედრებოდნენ, ერთად მიებარებინა მათი სულები. უფალმაც შეისმინა ნეტარი მამების ლოცვა და 363 წელს ისინი ერთდროულად მიიცვალნენ.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq