საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

შენდობილი ცოდვა (სარმეან კათოლიკოსი)

არაბთა ბატონობის ხანაში, 767 წელს, საქართველოში კათალიკოსად დადგენილ იქნა სარმეანი. იმხანად არაბები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს, ავიწროებდნენ ღვთისმსახურებს, ყველგან მაჰმადიანობის დამკვიდრებას ცდილობდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სარმეან კათალიკოსის მღვდელმთავრობის დროს თვით ამირას საბრძანებელ ქალაქ თბილისშიც კი მრავალი ეკლესია მოქმედებდა. სარმეანი მტკიცე დამცველი იყო მართლმადიდებლობისა, მაგრამ ერთხელ, მისი მოღვაწეობის დროს, ასეთი ამბავი მომხდარა:

სააღდგომო მარხვის დაწყების წინარე ჟამს, ყველიერის ხუთშაბათს, შიომღვიმის მონასტერში ,,სახსენებელსა დიდებულისა მამისა შიოსა იყო ერისა კრება მონასტერისა მღვიმისასა'', რომელსაც მეფესა და დიდებულებთან ერთად ტფილისიდან ჩამოსული ,,მეგვიპტელი'' სტუმრებიც ესწრებოდნენ – ე.წ. იაკობიტური ერესის მიმდევარი მონოფიზიტნი. მათ კათალიკოსისათვის საჩუქრები მიურთმევიათ და ზიარების უფლება უთხოვიათ. კათალიკოსს არ გამოუძიებია სტუმართა აღმსარებლობა და უზიარებია ისინი. დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ ღამეულმა გამოცხადებამ ძილი გაუფრთხო სარმეანეს – ეჩვენა წმიდა შიო მღვიმელი – ცამეტ ასურელ მამათაგანი – ღირსი მამის კირილე ალექსანდრიელისა და სხვა წმიდა მამათა გარემოცვაში, რომელიც რისხვით მიმართავდა, თუ რაგვარად მოხდა, რომ მას გული დაუბრმავა სტუმართა ძღვენმა და დაუშვა, რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს აზიარა მწვალებლები, ისინი, ვინც ,,განაშიშვლეს ქრისტე ღმერთი, ბუნებითა და მოქმედებითა და ნებითა მისთაგან და არცა ღვთაებითა საცნაურ ჰყვეს და არცა კაცებითა გამოაჩინეს ძალი მისი'' – სასჯელად თვით სარმეანეს შემოსძარცვეს სამღვდელმ

თავრო სამოსი და დამსახურებისამებრ მიაგო მას წმიდა შიომ: ,,...აჰა, ესერა შიშველ ხარ მადლისა ღვთისა შენცა''.

მწუხარებაში ჩავარდნილმა კათალიკოსმა მეორე დილითვე შეკრიბა ეპისკოპოსთ დასი და აცნობა თავისი ხილვის შესახებ. მათ ურჩიეს, დაეწვათ მონოფიზიტთაგან მორთმეული ძღვენი, ხოლო სარმეანეს თავისი სიმდაბლე იმით ეჩვენებინა, რომ ორმოცი დღე ლოცვითა და მარხვით სინანულში მყოფს გაეტარებინა, ხოლო თვით ისინი ლოცვა-ვედრებით შეეწეოდნენ შენდობისათვის. და მართლაც, გულწრფელი მონანიების ჟამს ღვთიური ხილვით კათალიკოსსა და ხუთ მის ეპისკოპოსს ერთდროულად ეუწყათ, რომ სარმეანეს შეენდო ცოდვა. ეპისკოპოსთაგან მოვიდა ასეთი წერილი: ,,დიდსა მამათ მთავარსა მეუფესა ჩვენსა სარმეანეს, გიხაროდენ! შვილნი შენნი და სიწმიდისა შენისა მრწმენნი ყოველნი ეპისკოპოსნი გაუწყებთ, რათა არღარა დააშრობდე მოხუცებულსა გვამსა შენსა, რამეთუ მოწყალე ჰყვეს დიდებულისა მაგას წმიდისა შიოს მეოხებითა და გამოგვიჩნდა უღირსთა მონათა მისთა, რიცხვით ხუთთა და თვითოეულსა გვიბრძანა, ვითარმედ ,,მიუტევა ღმერთმან სარმეანეს კათალიკოზსა ბრალნი მისნი და აწ შეუორგულებელად მიიყვანეთ მწყემსი თქუენი''. აწ გვიბრძანენ სიწმიდემან შენმან, რათა ყოველნი მანდა მოვიდეთ და მადლი აღუაროთ საკვირველთმოქმედსა მამასა შიოს''.

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა მადლი აღუვლინეს ნეტარ მამა შიოს, ვინც იხსნა მათი სულები წარწყმედისაგან. რაც შეეხება სარმეან კათალიკოსს, იგი თავისი ღვაწლის გამო მართლმადიდებელი სარწმუნოების წინაშე, წმიდანად არის შერაცხული საქართველოს ეკლესიის მიერ და ხსენება მისი აღესრულება 21 (3.09) აგვისტოს.

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq