საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

– მან ქუშტემ ჩაღატა!

ეს ამბავი საქართველოს უმეფობის ხანაში მოხდა. მონღოლები ალამუთს იყვნენ საბრძოლველად, სადაც თავიანთ გვერდით საკუთარი ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფ ქართველებსაც აომებდნენ. მულიდების, იგივე ასასინების ციხე-სიმაგრეს თავდაუზოგავ ფანატიკოსთა ორდენის წევრები დარაჯობდნენ; ამადაც იყო, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა შვიდ წელიწადს გაგრძელდა მონღოლებსა და მულიდებს შორის.

ერთ დილას დიდი ჩოჩქოლი და ფორიაქი ამტყდარა მონღოლთა ბანაკში: ღამით ჩაღატა ნოინის კარავში შეპარულ მულიდს მძინარე ნოინისათვის დანა ჩაერტყა გულში. ნოინის სიკვდილი მონღოლებმა მაშინვე ქართველებს გადააბრალეს, რადგან, მიუხედავად თანამოლაშქრეობისა და ქართველთა მამაცური შემართებისა, ისინი მაინც პყრობილი ქვეყნის შვილები იყვნენ, რომლებსაც, მათი წარმოდგენით, არ შეიძლებოდა მონღოლთა წინააღმდეგ ავი არ სდებოდათ გულში. მხოლოდ ჩარმაღან ნოინი არ იზიარებდა თვისტომთა ერთსულოვან რისხვას, რომელიც არწმუნებდა მათ, რომ ქართველთა ბუნებისათვის უცხო იყო ვერაგული მოქმედება.

მაგრამ მონღოლები არ მშვიდდებოდნენ. ბოლოს მთელი ბანაკი აიშალა და მტრად დასახულ ქართველთა წინააღმდეგ წამოიმართა. ქართველები საგონებელში ჩავარდნენ: აღარ იცოდნენ, რა ეღონათ. ზოგნი პირისპირ შებმას ამჯობინებდნენ, სხვები თავს იკავებდნენ მცირერიცხოვნობისა გამო. მაშინ სიტყვა აიღო ქართლის ერისთავმა გრიგოლ სურამელმა. მისი სჯით, ბრძოლის გამართვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ცოტანი იყვნენ – ამ შემთხვევაში მონღოლები ყველას ერთიანად გაჟლეტდნენ, ხოლო თუ დაითმენდნენ, შესაძლოა, ნაკლები მსხვერპლით გადარჩენილიყვნენ – ოდენ წარჩინებულთ დასჯიდნენ სიკვდილით და დანარჩენი სპა გადარჩებოდა. ,,უმჯობეს მიჩნს ჩვენ მოვიკვლნეთ და არა ყოველი ესე ძალი'' – ამბობდა ღირსეული ქართველი მამულიშვილი.

ხოლო, რა გაასრულა სათქმელი, გრიგოლ სურამელმა მთელ ქართულ ლაშქარს მოუწოდა უფლისათვის მიენდოთ საკუთარი ბედი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისათვის ეთხოვათ დახმარება და ამისთვის სამჯერ მოედრიკათ ლოცვით მუხლი და ერთობლივი ვედრებით წაეკითხათ შესხმა მისი: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენა ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა''.

მოწოდებისთანავე მთელმა ლაშქარნა დაიჩოქა და ერთხმად აღასრულა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა. უეცრად, შორიახლოს, ლერწმებიდან გამოხტა კაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა სისხლიანი მახვილი და მთელი ხმით დაიძახა სპარსულად:

– მან ქუშტემ ჩაღატა – მე მოვკალ ჩაღატა!

ქართველების წინააღმდეგ დაძრული მონღოლები გამოენთნენ მიწიდან ამომძვრალ სიკვდილის მაძიებელს, შეიპყრეს და თავიანთ ნოინებს მიჰგვარეს. როგორც გამოირკვა, იგი მულიდთა შორის გამორჩეული პიროვნება ყოფილიყო და ასრულებდა ასასინთა მთავრების განსაკუთრებულ დავალებას – მოეკლა ოთხ ნოინთაგან ერთ-ერთი. ,,წარმოველ, მოვკალ და დავიმალე'' – დაასრულა თავისი აღსარება მულიდმა. ხოლო, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა იყო მიზეზი, რომ დამალულმა კაცმა გაამხილა თავისი საქციელი, პასუხად შემდეგი რამ მოუთხრო მონღოლებს მკვლელმა:

ხშირ ლერწმიანში მას უეცრად თავს წამოსდგომია უმშვენიერესი ქალბატონი, რომელსაც მკაცრად დაუტუქსავს: – როგორ იკადრა, რომ კაცი მოკლა და დაიმალა; ახლა მრავალი ადამიანი უდანაშაულოდ უნდა დაიღუპოს მისი მიზეზით! მას უკითხავს: – რა ვჰყო, დედოფალო? რაზედაც იმ ქალბატონს უბრძანებია, წაჰყოლოდა იქ, სადაც თავად წავიდოდა და განეცხადებინა, რომ მან მოჰკლა ჩაღატა და ამით მრავალი უცოდველი ადამიანი ეხსნა სიკვდილისაგან. ისიც დამორჩილებია. ქალბატონს იგი მონღოლთა მხედრობის სიახლოვეს მიუყვანია და საკმარისი იყო მას თავისი დანაშაული ხმამაღლა გაეცხადებინა, რომ ქალი გაუჩინარებულა და თვით მარტოღა შერჩენილა წინაშე მტრისა.

მონღოლებმა მეტის თქმა აღარც დააცადეს. ხმლით განკვეთეს თავიანთი ნოინის მკვლელი.

ასე იხსნა თავისზე მლოცველი ერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა!

მამული, ენა, სარწმუნოება

გრიგოლ საკვირველთმოქმედი, კიევო-პეჩორელი განდეგილი (+1093)
8 (21) იანვარს აღინიშნება გრიგოლ საკვირველთმოქმედის (+1093), კიევო-პეჩორელი განდეგილის ხსენების დღე (+1093) .
ღირსი გიორგი ქოზიბელი (VII)
8 (ახალი სტილით 21) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი გიორგი ქოზიბელის ხსენების დღეს (VII).
gaq