საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

კონსტანტინოპოლის პატრიარქი - უკრაინის ეკლესიისთვის უარის თქმა და აფსუების წახალისება
გაიოზ (გია) მამალაძე
ამ საკითხებზე ღიად წერა არ მინდოდა, მაგრამ, იძულებული ვარ...ახალი შეტევა დაიწყო ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, და პოლიტიკისა და თეოლოგიის საქმეში ყველა დეტალის არ მცოდნე ადამიანები პრორუსულობას აბრალებენ ჩვენს ეკლესიას, რადგან არ მიდის კრეტაზე დაგეგმილ წმიდა კრებაზე. თითქოს ეს რუსეთიდან მიღებული განკარგულებაა, თითქოს ეს რუსების საქმე კეთდებაო და სხვა...

ამას იყენებენ ფსევდო ლიბერალები, ფსევდო პროდასავლელები თავისი მიზნისთვის, რათა მოახდინონ ჩვენი ეკლესიის დისკრედიტაცია...

მე, როგორც კონსერვატორ პროდასავლელს და რუსეთის მიერ ჩემი სამშობლოს ტერიტორიების ანექსიით გამწარებულს, არ შემიძლია არ შევახსენო მკითხველს რამდენიმე ფაქტი:

კარგა ხანია, უკრაინა იბრძვის სრული თავისუფლებისათვის... ამ კონტექსტში უკრაინის ეკლესიას უნდა ავტოკეფალია და რამდენჯერმე მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქს და ითხოვს საკითხის განილვას მაინც .


უკრაინას ეკუთვნის ავტოკეფალია. მის ტერიტორიაზე ნამყოფია მოციქული, სახელმწიფო აქვს, ლიტურგიკა საკუთარი აქვს, ენა და სასულიერო ლიტერატურა აქვს, მრევლი ძალიან მრავალრცხოვანი..

 ბართლომეოსმა, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ფაქტობრივად (დე ფაქტო) არსებული ეკლესიის სრულიად სამართლიან მოთხოვნაზე უარი უთხრა...არც კი განიხილა, არც ამ მომავალ კრებაზე აპირებს ეს საკითხი დააყენოს... 
ვის აწყობს ეს?!

ეს აწყობს მოსკოვის ეკლესიას, რომელსაც არ უნდა ხელიდან გაუშავს უკრაინის მრავალრიცხოვანი მრევლი და დიდი ტერიტორია, რომელიც მის სამწყსოდ ითვლება....

ახლა აფხაზეთზე - აფსუების ფსევდო სასულიერო პირებმა მიმართეს კონსტანტინოპოლის პატრიარქს განიხილეთ ჩვენი საკითხიო, საქართველოს ეკლესია გვჩაგრავსო, ჩვენს უფლებებს ლახავსო, ავტოკეფალია გვეკუთვნისო, და ქართველები გვიშლიანო ხელს.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ახალი კრების ინიციატორი - ბართლომეოსი შეპირდა, თქვენ განცხადებით მომართეთ კრებას და  კრებაზე გამოვიტანო?!?!?!

არც კი უკითხავს ქართული ეკლესიისათვის...

ასეთი რამ, რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ორგანოს, მოსკოვის საატრიარქოსაც არ გაუკეთებია (მართალია შიშით, ქართველებმა არ სცნონ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიო...მაგრამ მაინც)...

ყველაფრის თქმაც არ შემიძლია...

ახალი კრების თეოლოგიურ საკითხებზე არც არაფერს ვამბობ... არც კრების დღის წესრიგზე...

არც კონსტანტინოპოლის ზეწოლებზე...

ისე, მე მაინც ვფოქრობ, იქნებ ჩვენი მხრიდან წასვლა სჯობდა და იქ დიპლომატიური წინააღმდეგობა...

 ეს სხვა საკითხია, მაგრამ, ცნობისთვის არ მიდის ბულგარეთის ეკლესია, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის ეკლესიაა, არ მიდის ანტიოქიის უუძველესი ეკლესიაც...

გაგრძელება იქნება...

საკითხში უკეთ გასარკვევად, გთავაზობთ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის სიტყვას სინოდის კრებაზე, რომელიც ეხება აფხაზეთისადმი ბართლომეოსის (კონსტანტინოპოლის) და ასევე მოსკოვის დამოკიდებულებას:

" ჩვენი ეკლესიისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს ეკლესიის მთლიანობას ეხება: ათეული წლებია რუსეთის ეკლესიის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საზღვრები ირღვევა და სამღვდელო მსახურება უნებართვოდ აღესრულება, რაც არაერთხელ იქნა გაპროტესტებული, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის მხრიდან, თუმცა ამას რუსეთის ეკლესიის მესვეურთა მხრიდან არანავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, რუსეთის ეკლესიის წინამძღოლი წლებია დაჟინებით ითხოვს, რომ მათ მივცეთ ერთგვარი ლეგიტიმაცია აფხაზეთში მოქმედებისა (თითქოს აქამდე რამე ხელს უშლიდა?) ამ ბოლო დროს აფხაზეთში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი რელიგიური დაჯგუფება: ერთი მიემხრო მოსკოვის საპატრიარქოს (დეკანოზ ბესრიონ აფლის დაჯგუფება), ხოლო მეორე (არქიმანდრიტი დოროთე თბარი) - მსოფლიო საპატრიარქოს, რამაც ამ უკანასკნელის გააქტიურება გამოიწვია რეგიონში (არსებობს წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ანქვაბთან მიწერილი, სადაც ითხოვს თავისი რეზიდენციის ახალი ათონის მონასტერში განთავსებას) მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ასევე ითხოვდა უფლებამოსილებას საქართველოს ეკლესიისაგან აფხაზეთში მოქმედებისა, რაზეც, როგორც მოსკოვის პატრიარქმა, ასევე მანაც უარი მიიღეს.

2013 წლის იანვარში კონსტანტინეპოლში შედგა სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეხვედრა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად. შეხვედრაზე ერთადერთი საკითხი იქნა განხილული და ეს საკითხი საქართველოს ეკლესიის მთლიანობას, კერძოდ, აფხაზეთის ეპარქიას ეხებოდა. მსოფლიო საპატრიარქო დაჟინებით ითხოვდა მისთვის უფლებამოსილების გადაცემას, როგორც თავად გვარწმუნებდა, დროებით, რაზეც საქართველოს ეკლესიამ მტკიცე უარი განუცხადა, თუმცა ყოველივე ამას მსოფლიო საპატრიარქოსთვის ხელი არ შეუშლია, აფხაზეთში ოდიკები გაეგზავნა და საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე უკანონოდ ემოქმედა. ამ შეხვედრის დროს მე დავუსვი კითხვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს: აფხაზეთში ორი რელიგიური დაჯგუფების, (ერთი ე.წ. რუსული მხარე, მეორე – ბერძნული), მოსკოვისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩვენთან გახეთქილებაში არიან. რუსეთის პატრიარქმა დეკანოზი ბესარიონი დააჯილდოვა წმიდა სერგი რადონეჟელის ორდენით, ხოლო ე.წ. ბერძნულ მხარეს, დოროთე თბარს, თქვენ არქიმანდრიტობა უბოძეთ იმის ნაცვლად, რომ მოუწოდოთ კანონიკური ეკლესიის მორჩილებისაკენ, თქვენ მათ აჯილდოვებთ, ახალისებთ, უფრო მეტიც, თქვენი მღვდელმსახური (არქიმანდრიტი დოროთე თბარი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაშია) ჩვენი კანონიკური ეკლესიის საზღვრებში აარსებს მიტროპოლიას, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა და თქვენ ამაზე არანაირი რეაგირება არ გაქვთ?! შეფიქრიანდა პატრიარქი, მიუბრუნდა თავის იერარქებს და ჰკითხა, ამიხსენით რა ხდებაო?.. რამაც მე, ერთ უღირს მღვდელმთავარს, შემიქმნა წარმოდგენა, რომ აქ სამართლის ძიება უშედეგოა.

როდესაც დაინიშნა კრების წინა მოსამზადებელი შეხვედრა შამბეზში ა.წ. 21-28 იანვარს, კიდევ მქონდა ილუზია იმისა, რომ ჩვენი წარგზავნილი დელეგატები ამ საკითხშიც გამოიჩენდნენ მათთვის ჩვეულ პრინციპულობას (რითაც მთელი საქრისტიანო აალაპარაკეს) და დააყენებდნენ საკითხს სულიერ ექსპანსიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.

ასე და ამრიგად, ჩემთვის საბოლოოდ დაკარგა აზრი ამ კრებაში მონაწილეობამ"


მამული, ენა, სარწმუნოება

gaq