საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

კობა ჭუმბურიძე – სიდონიასი
კობა ჭუმბურიძე

სიდონია, სიდონია, ქალო

ფერმიმქრალო,

 შენ, ასულო ჰურიათა

და იბერთა თვალო,

 

განგებისგან მოგენიჭა

მისტერია დიდი,

იბერთათვის ზეცისაკენ

გაგიდია ხიდი,

 

სათუთ მხრებზე გიტვირთია

მწარე ცოდვის დარდი,

სიფრიფანა თითებს შენსას

ჩაუბღუჯავს კვართი.

 

ვერ რა წაშლის მაგ შენს

სევდას, ასე სულშესაძარს,

ძალუმ ფესვად გატოტვიხარ

სვეტიცხოვლის ტაძარს,

 

და მას უკან საუკუნო გადგას

სვეტი ნათლის,

ძეგლად შენი სულის მადლის,

შენი ცრემლის მართლის,

 

სიდონია, სიდონია,

სიფრიფანა ქალო,

ზეციური საქართველოს

დედა-დედოფალო.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

გრიგოლ საკვირველთმოქმედი, კიევო-პეჩორელი განდეგილი (+1093)
8 (21) იანვარს აღინიშნება გრიგოლ საკვირველთმოქმედის (+1093), კიევო-პეჩორელი განდეგილის ხსენების დღე (+1093) .
ღირსი გიორგი ქოზიბელი (VII)
8 (ახალი სტილით 21) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი გიორგი ქოზიბელის ხსენების დღეს (VII).
gaq