საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

თითქმის მთელი საგვარეულო ამოუხოცეს მურვან ყრუს, რომელმაც დავით და კონსტანტინე მხეიძეები აწამა და საქართველო ააოხრა
გია მამალაძე

მეექვსე საუკუნის შუა წლებიდან მაშინდელ მსოფლიოს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს: გამოჩნდნენ ახალი დამპყრობლები – არაბები. 

მეექვსე საუკუნის დასაწყისში ტომებად დაქსაქსული არაბები გააერთიანა მათმა სულიერმა ლიდერმა, წინასწარმეტყველმა მუჰამედმა და მათ ერთიანი სარწმუნოება შეუქმნა.

მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებულმა არაბებმა შექმნეს სასულიერო-საერო სახელმწიფო – სახალიფო, რომელსაც სათავეში პოლიტიკური და სულიერი ლიდერი – ხალიფა ედგა.

არაბეთის ნახევარკუნძულზე შექმნილი ხალიფატი თანდათან იზრდებოდა და ცდილობდა, თავისი რელიგია გაევრცელებინა ცეცხლითა და მახვილით და, ამავე დროს, პოლიტიკურ-ეკონომიკური მეთოდებით, რაც ისევ სამხედრო ექსპანსიის გაგრძელება გახლდათ. დაპყრობილ ქვეყნებში დიდ გადასახადს აწესებდნენ, რომელსაც „ხარაჯა” ერქვა. არამუსლიმანები დამატებით იხდიდნენ გადასახადს, რომელსაც „ჯიზია” ეწოდებოდა, ხოლო, ვინც მათ სარწმუნოებაზე გადავიდოდა, ჯიზიას გადასახადისგან თავისუფლდებოდა. დაპყრობილი ხალხებისთვის იყო სხვა ვალდებულებებიც: მათ უნდა შეენახათ საოკუპაციო ჯარები, დამპყრობთა ადმინისტრაცია და სამხედრო ნაწილები; მიეღოთ მონაწილეობა მშენებლობებში და ასე შემდეგ.

არაბებმა მალე დაიმორჩილეს მცირე აზია, ირანი, პალესტინა, აფრიკის ჩრდილო–აღმოსავლეთი და კავკასიასაც მოადგნენ.

საქართველოში არაბები პირველად 642–643 წლებში შემოიჭრნენ, თუმცა, უშედეგოდ. მაგრამ, 651-652 წლებში მათ დაიპყრეს ირანი და სომხეთი და 654 წელს ისევ შემოუტიეს ჩვენს ქვეყანას. 

ქართლი დიპლომატიური ნაბიჯით, უომრად დაემორჩილა არაბებს და იხდიდა ჯიზიას, თუმცა, მალე შეუწყვიტა ხარკის გადახდა სახალიფოს. 

არაბებმა ისევ შემოუტიეს. ქართველები გააფთრებით იბრძოდნენ თავისუფლებისა და ქრისტიანობისთვის და არაერთი მარცხიც აწვნიეს დამპყრობლებს; აჯანყდნენ კიდეც სომხებთან და ალბანელებთან ერთად. 

;

ქართველობას ამ დროს სამ ფლანგზე უწევდა ომი: ბიზინტიის, არაბებისა და ხაზარების წინააღმდეგ.

661 წლიდან სახალიფოს მართავდა ომაიდების დინასტია.

მერვე საუკუნის პირველ მესამედში არაბებს უკვე დაკავებული ჰქონდათ პირინეის ნახევარკუნძული. 732 წელს საფრანგეთის ქალაქ პუატიესთან ფრანკების, ალემანების, საქსების, ბავარიელებისა და ფრიზების გაერთიანებულმა ჯარმა კარლ მარტელის მეთაურობით, ძლივს შეაჩერა არაბების წინსვლა. აღმოსავლეთში კი არაბები ირანს გასცდნენ და ავღანეთი დაიპყრეს.

735 წელს არაბთა ომაიდმა ხალიფამ – ჰიშამმა, თავისი ბიძაშვილი, მარვანი (მარვან იბნ მუჰამედ იბნ მარვანი) დანიშნა სამხრეთ კავკასიის მმართველად და დაავალა სამხრეთ კავკასიის, განსაკუთრებით – საქართველოს მთლიანად დამორჩილება. 

მარვანი განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი. ქართველებმა მას „მურვან ყრუ” შეარქვეს, სომხებმა – „მურვან ბრმა”. თავად არაბები კი, ჯიუტი და უხიაგი ხასიათის გამო „მარვან ჯორს” ეძახდნენ... 

მარვან ჯორი ცდილობდა, დაემორჩილებინა ქართველები და დიდი ხარკი დაედო მოსახლეობისთვის. ამ მიზნით, 735–737 წლებში ილაშქრა საქართველოში, ჯერ ქართლი ააოხრა, შემდეგ კი სამცხეში გადავიდა. დამარცხებულმა ქართლის მეთაურებმა ეგრის შეაფარეს თავი.

იმ დროს არგვეთის მმართველები იყვნენ დავით და კონსტანტინე მხეიძეები (მათ მთავრებს უწოდებდნენ იმ პერიოდში). ისინი კარგი სარდლები და მართლმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. დავითი უფროსი ძმა იყო. გარეგნულად ლამაზი მამაკაცები ყოფილან, თეთრი კანითა და წაბლისფერი თმით. დავითს ხშირი თმა-წვერი ჰქონია, კონსტანტინე კი ძალიან ახალგაზრდა ყოფილა.

სამცხიდან მურვან ყრუმ მარბიელი ლაშქარი გამოგზავნა არგვეთში. არგვეთელები, დავითისა და კონსტანტინეს სარდლობით, წინ აღუდგნენ მტერს. როცა ურჯულოები მოახლოვდნენ, ქართველები დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნს გალობდნენ – დავ

ითისა და გოლიათის შერკინების შესახებ.

არაბებმა შეუტიეს ქართველ ქრისტიანებს...

არგვეთელების მცირერიცხოვანმა სამხედრო ძალამ დაამარცხა მრისხანე მურვან ყრუს მარბიელი ლაშქარი. ეს რომ გაიგო, განრისხდა მარვან ჯორი და ქვიშასავით ურიცხვი მთელი თავისი არმიით არგვეთს მოადგა. არგვეთის ტყეები, ველები და მთები აივსო, თურმე, ბილწი დამპყრობლების მეომრებით.

უთანასწორო ბრძოლაში არგვეთელები დამარცხდნენ. მთავრები ტყვედ აიყვანეს ურჯულოებმა. „ბილწმა ყრუმ“, როგორც მას უწოდებს „დავით და კონსტანტინეს წამების“ უცნობი ავტორი, გადაწყვიტა, ეჩვენებინა ტყვეთათვის თავისი განსაკუთრებულობა, დასცინა მათ და აგდებულად უწოდა ქართველებს „ქვათა და ძელთა მსახურები,“ მერე კი იტრაბახა, „დიდი მოციქულის, მუჰამედის ოჯახის წევრის შთამომავალი ვარო, ჩვენ გვმონებს დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე ყველა ქვეყანა და როგორ გამიბედეთ შებმაო“ (ომაიდები იყვნენ მუჰამედის მამის ბიძაშვილის შთამომავლები). 

ქართველმა წმიდანებმა მშვიდად უპასუხეს: 

 „შენი ტრაბახი და დაცინვა უადგილოა და ამაო. მალე მოვა დრო და შენი დიდება განქარდება, რადგან, შენი გამარჯვება ჩვენზე შენი ღირსებით კი არ იქმნა, არამედ, ჩვენი ცოდვებისთვის დავისაჯეთ ჩვენ, რადგან, ღვთის მცნებებს ჯეროვნად არ ვიცავდით. ღმერთი ჩვენ გვწვრთნის თქვენი, უსჯულოთა ხელით“.

 მურვან ჯორი განარისხა ამ პასუხმა და წმიდა დავითისა და კონსტანტინეს ცემა ბრძანა, მაგრამ, გმირების უმოწყალოდ ცემამ ვერ გამოიღო ნაყოფი – ქართველი წმინდანები ვერ გატეხეს. 

მაშინ ბილწმა მურვანმა ტკბილი სიტყვით სცადა ქართველი ძმების დათანხმება, ეღიარებინათ მუჰამედის რჯული და შეჰპირდა მათ არაბული სამყაროს წარჩინებულობა: დავითს სარდლობას სთავაზობდა, კონსტანტინეს კი – მის პირად კარისკაცობას და სასახლეში განცხრომით ცხოვრებას. ცხადია, ქართველი გმირებისთვის არაბულ-მაჰმადიანური წარჩ

ინებულობა რა საკადრისი იქნებოდა. 

დავითმა პირჯვარი გადაიწერა და უპასუხა: 

„ჰოი, მძლავრო ბოროტო, რას გვთავაზობ? ნათელზე უარი ვთქვათ და ბნელს შევუდგეთ?! 

ჭეშმარიტმა უფალმა გვაზიარა ჩვენ ნათელს, როდესაც თავისი ძე მოავლინა ქვეყნად. იგი განკაცდა ჩვენთვის და ყველა წინასწარგანგებულობა იკისრა: ჯვარცმა, დამარხვა და აღდგომა, და ამაღლდა მამასთან, და ისევ მოვა განსჯად ცხოველთა და მკვდართა. 

ქრისტემ წარავლინა თავისი მოწაფენი ყოველ ქვეყანაში მისი აღთქმის საქადაგებლად და კერპთა თაყვანისმცემლების მოსაქცევად. 

მისი ორი მოწაფე ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში და მათ გვიქადაგეს ქრისტეს სარწმუნოება და კერპთა თაყვანისცემისგან გაგვათავისუფლეს.

ჩვენ მათ მიერ ვართ განათლებულნი და არ ვემონებით სხვა ცუდ რჯულს. მზად ვართ ქრისტეს სარწმუნოებისათვის ტანჯვა-წამების და სიკვდილისთვისაც.

ესაა ჩვენი სარწმუნოება – ჭეშმარიტი ქრისტიანობა, და ისმინეთ და შეიგნეთ ყველამ, სპარსელებმა და არაბებმა!“

მარვან ჯორმა თქვა:

„ქრისტეს შესახებ წერია ჩვენს წმინდა წიგნში, ყურანში, სახელად ისე ერქვა, მარიამის ძე იყო, მართალი კაცი და წინასწარმეტყველი. თავს უფლის ძეს უწოდებდა და ამიტომ მოკლეს ებაელებმა ჯვარზე გაკვრით...  ნუ ბედავთ მუჰამედის სარწმუნოების გმობას, რადგან არაბები და სპარსელები მან მოაქცია წარმართობისგან და ღმერთი დაანახვა. ღმერთი კი ერთია“. 

დავითმა უპასუხა მარვან ჯორს: 

 „ყურანი არასწორად გაქვთ გაგებული, რადგან, ყურანში წერია, როცა გაურკვევლობაში იქნებით, ქრისტეს სახარებისგან, ანუ, ისეს წიგნისგან ისწავლეთო. ეს ალიმ, მუჰამედის გულითადმა მოწაფემ დაგიწერათ თქვენ. თქვენ კი უგულისხმონი ხართ, არც წიგნისა გესმით და არც ღვთისა. მართალია, მუჰამედმა წარმართობისგან კი გაგათავისუფლათ, მაგრამ ღმერთს ვერ შეგამეცნიერათ, მსგავსად გემიდან გადავ

არდნილი კაცისა, რომელიც ზღვის შუაგულში კი არ ჩაიძირა, არამედ, ნაპირთან ახლოს; მაგრამ, არავითარი სხვაობა არ არის – ხმელეთს ვერ მიაღწია – მაინც დაიხრჩო.

თქვენც გემიდან გადავარდნილი იმ კაცის მსგავსად ხართ. ყველა წინასწარმეტყველი ქრისტეს მოსვლას ქადაგებდა. იგი ვერ იცნო მუჰამედმა და თქვენც ვერ დაგანახვათ. ცდომილებაში ხართ და წარწმყდებით თქვენი უგულსყურობის გამო“. 

გაწბილებული და გამწარებული დარჩა მურვან ყრუ: ვერც გატეხა და ვერც მოქრთამა ქართველი წმინდანები და საკუთარი სარწმუნოების კრიტიკა მიიღო მხოლოდ შედეგად. 

მან გმირი ქართველი ძმები ათი დღის განმავლობაში უსმელ-უჭმელად ამყოფა, თან ტანჯავდნენ თავისი სარწმუნოების ერთგულ ქართველებს არაბები. მაგრამ, ქრისტეს ერთგულებისათვის დაითმინეს წმიდანებმა ყოველივე. 

მერე მურვან ყრუმ ხალხი მიუგზავნა და მოსთხოვა, მიეღოთ მაჰმადის რჯული, მაგრამ, არგვეთელმა ძმებმა კვლავ უარი განაცხადეს.

განრისხებული ბრმა მურვანის ბრძანებით, ქართველი წმიდანები ისევ ტანჯეს, მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქვები დაჰკიდეს და მდინარე რიონში ჩაყარეს, როგორც წერს „დავითისა და კონსტანტინეს წამების“ უცნობი ავტორი. 

ღამით იმ ადგილს სამი ნათლის სვეტი დაადგა. ქართველებმა მოახერხეს და წამებული ძმების ცხედრები გადაასვენეს  მდინარე წყალწითელას ხეობაში, სადაც მურვან ყრუმ დიდი ციხე-ქალაქი გაანადგურა. იქ, მთაზე, დარღვეულ ეკლესიაში უპოვიათ აკლდამა, სადაც არავინ იყო დასაფლავებული და იმ აკლდამაში დაკრძალეს არგვეთის წმინდა ერისთავები. შემდეგში მათი დაფლვის ადგილზე აშენებულ მონასტერს მოწამეთა ეწოდა.

ყრუ მურვანი, თავისი ჯარითურთ, სამეგრელოში გადავიდა და ლეგენდარული ქუჯის ქალაქს, ციხე-გოჯს (ნოქალაქევს) მიადგა. მართალია, ციხე-გოჯი აიღეს, მაგრამ, მალე ეწიათ ურჯულოებს ღვთის რისხვა. 

მურვან ყრუს ჯარი ისეთი მრავალრიცხოვანი იყო, რომ მათი

ბანაკები მდინარეებიდან – ცხენისწყლიდან და აბაშიდან – აფხაზეთამდე უწევდა თურმე.

გაწვიმდა და სეტყვა და კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს არაბების ლაშქარს. ადიდებულმა მდინარე აბაშამ წაიღო და დაახრჩო აბაშ-არაბთა უამრავი მებრძოლი, მდინარე ცხენისწყალმა კი ოთხი ათასამდე ცხენი მოსტაცა დამპყრობლებს და დაუხრჩო. იმ ამბების მერე ეწოდა ამ მდინარეებს აბაშა და ცხენისწყალი, როგორც გვამცნობს უცნობი ქართველი მწერალი. 

ქართველებთან ბრძოლებში და სტიქიური უბედურებით საგრძნობლად დასუსტებული ჯარით „ჯორი მარვანი“ აფხაზეთში გადავიდა და ანაკოფიის ციხე-ქალაქს მიადგა, სადაც ქართლის ერისმთავარმა მირიმ და მისმა ძმამ, მომავალში წმიდა მეფე არჩილმა, მათი ვასალის, აფხაზეთის ერისთავის – ლეონის დახმარებით, გააჩერეს მტერი და მარცხიც აწვნიეს. ამ ბრძოლაში მირი სასიკვდილოდ დაჭრეს და, ვინაიდან მას მხოლოდ შვიდი ასული ჰყავდა და ვაჟი არა, ქართლის ერისმთავრის ტახტზე არჩილი ავიდა. 

ამით არ დასრულებულა რისხვა უფლისა მურვან ბრმის თავზე. რამდენიმე წელიწადში, 743 წელს,  მურვან ყრუმ (ჯორმა) შეიტყო, რომ მისი ბიძაშვილი, ხალიფა ჰიშამი მოკლეს. იგი სასწრაფოდ გაემართა დამასკოში და 744 წელს ხალიფას ტახტიც დაიკავა.

ახალ ხალიფას, მარვან მეორეს ჰყავდა ორი ვაჟი – უბეიდალა და აბდალა, რომლებიც ეხმარებოდნენ მამას ქვეყნის მართვაში, მაგრამ, დიდხანს არ გაგრძელებულა მარვან ჯორის ხალიფობა: ჯერ ირანში შიიტები აუჯანყდნენ; მერე მესოპოტამიაში, ტიგროსის ჩრდილო შენაკადის, მდინარე ზაბის ნაპირებთან, მისი არმია სასტიკად დაამარცხეს მუჰამედის ბიძაშვილის, აბდალა იბნ აბასის შთამომავლის, აბუ-ალ-აბასის მომხრეებმა. ამ ომში, პრაქტიკულად, გაწყდა ომაიანების (ომაიდების) მთელი საგვარეულო. სამასამდე ომაიდი დახოცეს აბასიდების მეომრებმა – ფაქტობრივად, მთელი საგვარეულო. გადარჩა მხოლოდ ორიოდე ადამიანი, რომლებიც ესპანეთში გაიქცნენ და კორდობის სა

ამირო დააარსეს. მურვან ყრუს ვაჟები კი გაიქცნენ ეთიოპიაში, სადაც უბეიდალა მოკლეს. 

აბუ-ალ-აბასი ხალიფას ტახტზე ავიდა, მარვან ჯორი კი ჯერ დამასკოში, მერე პალესტინაში, იქიდან კი ეგვიპტეში გაიქცა. მაგრამ, ეგვიპტეში მურვან ყრუ შეიპყრეს და 750 წლის 6 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს. 

სხვათა შორის, მაშინ განმეორდა საქართველოს სხვა, უფრო ადრინდელი დიდი მტრის, პომპეუსის ისტორია – ისიც რომიდან ეგვიპტეში გაქცეული მოკლეს, ძველი წელთაღრიცხვით 48 წლის 28 სექტემბერს. 

მურვან ყრუს ლაშქრობას მოჰყვა ტფილისის საამიროს შექმნა. არაბებმა, თითქმის ასწლიანი ომის შედეგად, ძლივს მიაღწიეს ამგვარ წარმატებას, თუმცა, დასავლეთ საქართველოში დიდხანს ვერ დამკვიდრდნენ. ტფილისის ამირებიც ცდილობდნენ ხალიფას ხელისუფლებისგან გათავისუფლებას.

წმიდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წამების ადგილას მრავალი სასწაული აღსრულდა. მათ შორის, მეოცე საუკუნეშიც.

1923 წელს ურწმუნო და უეროვნებო ახალგაზრდა ბოლშევიკებმა გაძარცვეს და დაარბიეს მოწამეთას მონასტერი. მარვან ჯორის მსგავსი არაადამიანები წმიდა ძმების, დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს ქუთაისის ქუჩებში დაატარებდნენ და ხალხს აჩვენებდნენ. თურმე, უნდოდათ, რიონში გადაეყარათ, მაგრამ, მოულოდნელად ქარი ამოვარდნილა და სეტყვა წამოსულა. ამის გამო, უღმერთოებმა ვერ მოახერხეს მდინარემდე მიღწევა. ამით უსარგებლია შესანიშნავ ადამიანს,  ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებელსა და პირველ დირექტორს, პუბლიცისტ ტრიფონ ჯაფარიძეს და გმირი ძმების წმიდა ნაწილების მუზეუმში გადაბრძანება მოუხერხებია.

1954 წლიდან წმიდა ძმების წმიდა ნაწილები ისევ მოწამეთას მონასტერში გადააბრძანეს.

გადმობეჭდილია ურნალ "თბილისელებიდან"

http://tbiliselebi.ge/index.php?mas_id=268442473&year=2014&rubr_id=7&jurn_id=35 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq