საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმინდა ლონგინოზ ასისთავი
გაიოზ მამალაძე
16 (ახალი სტილით 29) ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავისა, კაპადოკიელისა, რომელ იყო წინაშე ჯვრისა უფლისა (I საუკუნე). 

წმინდა ლონგინოზ ასისთავი წარმოშობით კაპადოკიიდან, დაბა არდალესიდან გახლდათ. პროკურატორ პილატე პონტოელის დროს იგი იუდეაში მსახურობდა რომაულ ჯარში. ლონგინოზი იყო უმცროსი ოფიცერი, ცენტურიონი. მისი ასეული იდგა გოლგოთის დასაცავად მაცხოვრის ჯვარცმის დროს. თავად ლონგინოზი, როგორც რაზმის მეთაური, მოქმედების ცენტრში იყო, ჯვარცმას ესწრებოდა. ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის ჯვარცმა და წამება. გადმოცემის მიხედვით, ლონგინოზია სწორედ ის ჯარისკაცი, რომელმაც ხელშუბი (შუბი) უგმირა იესუს. „ხოლო მო-რაჲ-ვიდეს იესუჲსა და იხილეს იგი, რამეთუ მომკუდარ იყო, არა განუტეხნეს წჳვნი მისნი, არამედ ერთმან ერისაგანმან ლახურითა უგუმირა გუერდსა მისსა, და მეყსეულად გარდამოჴდა სისხლი და წყალი“ (იოანე 19:33-34).

ლონგინოზ ასისთავს თვალები სტკიოდა, მაცხოვრის მკერდიდან გადმოსულმა სისხლმა და წყალმა მისი სნეულება განკურნა.

წმინდა ლონგინოზმა და მისმა ჯარისკაცებმა იხილეს მაცხოვრის გარდაცვალების შემდეგ აღსრულებული სასწაულები, როცა იძრა მიწა და გასკდა კლდეები. ლონგინოზი დარწმუნდა, რომ ჯვარცმული მართლაც ღმერთი იყო. „ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე” (მათე 27:54).

შემდეგ ლონგინოზი და მისი რაზმი უფლის საფლავს იცავდნენ. ისინი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის მოწმეებად იქცნენ. იუდეველებმა ვერ შეძლეს ლონგინოზისა და მისი ორი ჯარისკაცის მოსყიდვა, სხვები კი მოისყიდეს და ათქმევინეს, ქრისტეს ცხედარი მისმა მოწაფეებმა მოიპარესო.

ლონგინოზი და მისი ორი ჯარისკაცი ქრისტეს მოწაფეთა მიერ მოინათლნენ. მათ მიატოვეს სამხედრო სამსახური და სახარების ქადაგება დაიწყეს. წმინდა ლონგინოზი მეგობრებთან ერთად თავის მშობლიურ კაპადოკიაში გაემგზავრა. მათ უამრავი ადამიანი აზიარეს ჭეშმარიტებას. ხალხისთვის განსაკუთრებული დამაჯერებლობა ჰქონდა, როგორც ჯვარცმის მომსწრეებისა და აღმსრულებლების სიტყვებს, რომლებიც ახლა ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდნენ.

იუდეველების რჩევით პილატემ დამსჯელი რაზმი გაგზავნა წმინდა ლონგინოზისა და მისი მეგობრების დასახოცად. წმინდა ლონგინოზი და მისი მეგობრები არც ცდილან წინააღმდეგობა გაეწიათ, ან დამალულიყვნენ. პილატეს წარგზავნილებს არ უნდოდათ მათი სიკვდილი, სურდათ გაეთავისუფლებინათ ლონგინოზი და მისი მეგობრები, მაგრამ ქრისტესთვის სიკვდილი წმინდანთათვის სასურველი იყო. მათ სთხოვეს სამხედროებს შეესრულებინათ ბრძანება...

წმინდა ლონგინოზისა და მისი ორი მეგობრის სხეულები კაპადოკიაში დაკრძალეს, თავად წმინდანთა ანდერძის მიხედვით. ხოლო მოჭრილი თავები პილატეს მიართვეს დავალების აღსრულების დასამტკიცებლად. პროკურატორმა წმინდა ლონგინოზისა და მისი მეგობრების თავები იერუსალიმის გარეთ, ნაგავსაყრელზე გადააგდებინა.

ერთხელ იერუსალიმში მოსალოცად ჩასულ ბრმა ქალს გამოეცხადა წმინდა ლონგინოზ ასისთავი და სთხოვა მოეძებნა მისი თავი და დაეკრძალა. იგი მიიყვანეს ნაგავსაყრელთან. როცა სიწმინდეს ხელით შეეხო, ქალს თვალისჩინი დაუბრუნდა. მადლიერმა ქალმა წმინდა ლონგინოზის თავი კაპადოკიაში გადაასვენა და დაკრძალა.

წმინდა ლონგინოზ ასისთავის ხელშუბზე არაერთი ლეგენდა თუ გადმოცემა არსებობს. უმეტესობა მათგანი სიმართლე არაა (ამაზე სხვა დროს).

ტროპარი:

მოწამემან შენმან უფალო ლონგინოზ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

კონდაკი:

მხიარულებით განსცხრების ეკლესია დღეს სახსენებელსა შენსა ყოვლად ქებულო ლონგინოზ, მღაღადებელი: შენ ხარ ქრისტე ძალი და სიმტკიცე ჩემი.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება ღირსმოწამე ანდრია კრეტელის (+767) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წინასწარმეტყველი ოსეს (+820 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq