საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) და გიორგი-იოანე (მხეიძე)

8 (21) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა აღმსარებელთა: იოანესი (მაისურაძე) (+1957) 
 და გიორგი-იოანესი (მხეიძე) (+1960) 


არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. ვასილს ბავშვობიდანვე კარგად ეხერხებოდა ყოველგვარი საქმის კეთება. იგი თორმეტიოდე წლის ყმაწვილი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ სპირიდონს (კეთილაძე) რომელმაც 1894-96 წლებში დიდი გაჭირვებით მოაწყო და აღადგინა სავანე.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება. ღვთის უსაზღვრო სიყვარულითა და მოყვასისადმი უანგარო მსახურებით აღჭურვილი წმიდა მამა ყოველნაირად ცდილობდა სათნოყოფოდა ღმერთს და მოყვასისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო მისი ცხოვრება. (უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვისება გაჰყვა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე, წმიდა ათონის მთიდან უკანონოდ გამოდევნისა და შემდგომში ათეისტური ხელ
მამა იოანე ათონის ქართველთა სავანეში 1910-იანი წლები
ისუფლებიდან სასიკვდილოდ გაწირვის მიუხედავად წმიდა იოანე ყოველთვის საოცარ კაცთმოყვარეობას იჩენდა ყველასადმი.)

წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა. საქართველოში დაბრუნებული წმიდა იოანე არმაზის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ღვთისმებრძოლ ბოლშევიკების დევნის გამო მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ მონასტერში მისულმა შეიარაღებულმა ჩეკისტებმა ბერები ძალით წაიყვანეს, გზაში ხევის პირას ორივე ბერს ტყვია დაახალეს ზურგში. ხევში გადაცვენილი ბერები ჩეკისტებმა მკვდრად ჩათვალეს. ღვთის განგებით შედარებით მსუბუქად დაჭრილი ბერი გაჭირვებით მილასლასდა მცხეთამდის. იპოვეს ცოცხალ-მკვდარი იოანეც და სამთავროს დედათა მონასტერში მიიყვანეს.

გამოჯანმრთელებული მამა იოანე ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მოძღვარი მღვდელმონაზონი სპირიდონი. სულ მალე სავანის წინამძღვრობა მამა იოანემ გადაიბარა.

ბავშვობიდანვე შრომას მიჩვეულმა მამა იოანემ მალე მოაწყო სამონასტრო მეურნეობა და მონასტერში სულიერი რჩევა-დარიგებისათვის მისულ ხალხს მშვენიერი ტრაპეზითაც უმასპინძლდებოდა. ხალხის დასანახად თვითონაც მხიარულობდა, ძალიან უყვარდა ბავშვები და ყოველთვის ჰქონდა ტკბილეული მათთვის, ბავშვები იმდენად შეთამამებული იყვნენ მასთან, რომ იოანე ნათლისმც
ემლის ხსენების დღეს მამა იოანეს მიერ მრევლის დალოცვისა და წმიდა აიაზმის სხურების შემდეგ ბავშვებმა მთლიანად გაწუწეს ღირსი მამა. ბავშვების ასეთი საქციელით უხერხულობაში ჩავარდნილ მშობლებს მამა იოანემ მხიარულად უთხრა: დღესასწაულია და ასეა საჭიროო. ბავშვებთან ასეთი უშუალო ურთიერთობის მქონე მამა იოანემ საოცარი პატივით მიიღო იმ დროს მოსკოვის სასულიერო სემინარიის სტუდენტი სრულიად ახალგაზრდა ირაკლი ღუდუშაური. მამა იოანეს მაშინდელი აუხსნელი მოქმედება - სიხარულის დაუფარავი ცრემლები და სტუდენტისადმი გამოჩენილი უჩვეულო მოკრძალება გვაფიქრებს, რომ მან ლოცვა-კურთხევისთვის მისულ სტუდენტში საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის აღორძინებაც განსჭვრიტა.

მამა იოანე ძალიან მკაცრად მარხულობდა, მთელი დღე შრომობდა, ეძინა მხოლოდ ფიცარზე და მთელი ღამეები ლოცულობდა, მასთან მყოფნი ვერ ხვდებოდნენ როდის ისვენებდა მამა იოანე და საიდან ჰქონდა მას ასეთი მხნეობა. მონასტერში გარდა მლოცველებისა ხშირად მოდიოდნენ ხელისუფლების წაყრუებით გათამამებული ავაზაკები და პარავდნენ და ართმევდნენ ბერებს გაჭირვებით მოპოვებულ სურსათ-სანოვაგესა და პირუტყვს. თუმცა მონასტერს მფარველებიც ჰყავდა მთავრობაში ფარული ქრისტიანების სახით, რომელთა დახმარებით მამა იოანე მაისურაძის და მამა გიორგი მხეიძის მონასტერში ცხოვრება გაფორმებული იყო, როგორც ძეგლის დარაჯებისა და ბე
მამა გიორგი ხირსის მონასტრის ბერი 1923 წელი
რები მცირეოდენ ხელფასსაც ღებულობდნენ.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა. მამა იოანემ და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ-მუნჯი, მათთან მიჰყავდათ სხვადსხვა უკურნებელი სენით დაავადებულნი და ბეთანიაში რამდენიმე დღის დარჩენის შემდეგ (ამით მამები თავიანთ სასწაულთქმედების ნიჭს მალავდნენ) ავადმყოფები იკურნებოდნენ. მამა იოანე მონასტრის ყველაზე მძიმე სამუშაოს თვითონ ასრულებდა და ძალიან წუხდა მამა გიორგიზე, რომელიც სუსტი ჯანმრთელობისა იყო. მაგრამ ამ ქვეყნიდან ის უფრო ადრე გავიდა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, წმიდა ილია მართალთან მსახურობდა პირად მდივნად, ხშირად ხვდებოდა წმ. ილიას მოძღვარს წმ. ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ოქროპირიძე), მღვდელმოწამე ნაზარს (ლეჟავა) და ახლოს იცნობდა მისი დროის თითქმის ყველა გამოჩენილ პიროვნებას.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიო
რგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, იგი მღვდელმოწამე ნაზარიმ აღკვეცა. უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ. ოჯახში დროებით თავშეფარებულს კი უფრო მტკივნეული წყენა მიაყენეს ათეისტური მსოფლმხედველობით მოწამლულმა საკუთარმა ძმებმა, რომლებმაც მძინარე ბერს ისევ შეკრიჭეს წვერები. (შემდგომში ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი ცოლთან ერთად დახვრიტეს).

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

მამა გიორგი სუსტი ჯანმრთელობის გამო მონასტერში შედარებით მსუბუქი სამუშაოებით - ფუტკრის მოვლით და ბოსტნის დამუშავებით იყო დაკავებული. მამა გიორგი საოცრად გულმოწყალე იყო, მისი უსაზღვრო ხელგაშლილობით ზოგჯერ თითქმის უსურსათოდ იყვნენ დარჩენილები, იგი იმედიანად ეტყოდა ხო
ლმე მამა იოანეს ღმერთი მოგვცემსო.

მაღალი, გამხდარი და მუდამ წელში გამართული მამა გიორგი გარეგნულად უფრო მკაცრი ჩანდა, ნაკლებად საუბრობდა მონასტერში მოსულ ხალხთან და ვერც ბავშვები ბედავდნენ მამა იოანეს მსგავსად ეთამაშათ მასთან და ყოველთვის ცდილობდნენ ლოცვების ზეპირად სწავლითა და წესიერი ქცევით დაეხარებინათ წმიდა მამა.




მამა გიორგი იშვიათად გადიოდა მონასტრიდან, მაგრამ მაინც უწევდა თბილისში ჩასვლა, სადაც მას უამრავი მრევლი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ მთავრობაში მომსახურე პატრიოტულად განწყობილი ფარული ქრისტიანები.

მამა გიორგი წინასწარმეტყველებისა და კურნების ნიჭით იყო დაჯილდოებული, რომელსაც გულმოდგინედ მალავდა, გამჟღავნების შემთხვევაში კი იყოველმხრივ ცდილობდა ყოფითი მოვლენებით აეხსნა მომხდარი. ერთხელ მან სახელით უხმო მონასტერში მისულ უცხო კაცს და ამით გაოცებული სტუმარი დაამშვიდა, როცა ამა და ამ ეკლესიაში გნათლავდნენ, მეც იქ ვიყავიო, ნათლობა კი ოცდაათი წლის წინ მომხდარა, როცა ეს კაცი ორი თვის იყო. მამა გიორგიმ წინასწარ სულით იგრძნო, როცა მის ძმისშვილს მასთან ორმოცდარვა წლის უნახავი დები მიჰყავდა და მიუხედავად დიდმარხვის ბოლო კვირისა, თევზი გაუმზადა დებს ტრაპეზად.

მამა გიორგისა და მამა იოანეს ლოცვით განიკურნა მონასტერში მიყვანილი მამა გიორგის ძმისშვილი, რომელიც ტვინის ანთებით იყო სასიკვდილოდ განწირული. მონასტერში მიიყვანეს ყრუ-მუნჯი ბავშვი,
რომელსაც სმენა დაუბრუნა მამების ლოცვამ, მოჰყავდათ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილნი და განკურნებულები მიჰყავდათ შინ.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. მარტო დარჩენილ გიორგი-იოანეს მთელი მონასტრის სიმძიმე დააწვა და კიდევ უფრო შეურყია ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. მის მოსავლელად ქალაქიდან ადიოდნენ სულიერი შვილები. მონასტერში ოციოდე წლის ქალიშვილი მისულა, რომელსაც საშინელი თავის ტკივილები აწუხებდა. ვიღაცას ერჩია ბეთანიის მონასტრის წყალი განგკურნავსო და მართლაც მონასტერში ერთი კვირის ცხოვრების შემდეგ სრულიად განიკურნებულა. მამა გიორგი-იოანეს რვა კილომეტრის მანძილზე გაუცილებია ქალიშვილი.

მამა გიორგის ჰქონდა ღვთისმშობლის გამოცხადება: ყოველადწმიდა ქალწულმა აუტანელი ტკივილებისაგან გატანჯული მოწამე განკურნა. წმიდანს გამოეცხადა პირველმოწამე თეკლა და ყურძნის მტევანი მიართვა ძღვნად. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე მოძღვარი ქალაქში იმყოფებოდა, სადაც მას ანგელოზი გამოეცხადა, მოახლოებული აღსასრული აუწყა და უთხრა მონასტერში დალოდებოდა ამ ქვეყნიდან გასვლას.

წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq