საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამენი: ევსტოქი, გაიოზი, პროვი, ლოლი, ურვანე და სხვანი (V)

23 ივნისს (6 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  წმიდა მოწამეთა: ევსტოქის, გაიოზის, პროვის, ლოლის, ურვანეს და სხვათა (V)  ხსენების დღეს.

წმიდა მოწამენი: ევსტოქი, გაიოზი, პროვი, ლოლი და ურვანე ეწამნენ უსჯულო იმპერატორის მაქსიმიანეს (286-310) მეფობაში, როცა ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. წმიდა ევსტოქი წარმართი ქურუმი იყო, მაგრამ ქრისტეს მარტვილთა საოცარი სიმამაცისა და მათ მიერ აღსრულებული სასწაულების მხილველმა, ირწმუნა ქრისტე. ქურუმყოფილი ანტიოქიელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ მონათლა და ხუცესად დაასხა ხელი. ქალაქ ლუსტრაში ევსტოქიმ მართლმადიდებლობაზე მოაქცია თავისი ახლო ნათესავი გაიოზი და მთელი მისი სახლეულობა, მათ შორის ყრმები: პროვი, ლოლი და ურვანე. იმპერატორის მეომრებმა შეიპყრეს წმიდანი და სამსჯავროზე წარადგინეს. სატანჯველებმა ვერ მოდრიკეს ნეტარი აღმსარებელი, ამიტომ გაიოზის ახალმოქცეულ ოჯახთან ერთად, გალატიის ქალაქ ანკვირში გაგზავნეს მმართველ აგრიპინასთან. აქ მტარვალებმა ყველანი, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით, მხეცურად აწამეს, რის შემდეგაც ქრისტეს მარტვილებს თავები მოჰკვეთეს. 

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ. 

სამეფო კლუბი
სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq