საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოწამე ზოსიმე მხედარი

 19 ივნისი (2 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  წმიდა მოწამე ზოსიმე მხედრის (II) ხსენების დღეს.

წმიდა მოწამე ზოსიმე თრაკიის ქალაქ აპოლონიაში ცხოვრობდა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ტრაიანეს (89-117) ზეობისას. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მან დააგდო სამხედრო სამსახური და ჭეშმარიტ ღვთისმოსავებს შეერთო.

უსჯულოებმა უფლის რჩეული ანტიოქიის მმართველ დომიციანესთან დაასმინეს. სამსჯავროზე წარმდგარმა ზოსიმემ ახოვნად აღიარა ქრისტე, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე კი უარი განაცხადა. ამისთვის მარტვილი სასტიკად აწამეს. მმართველის ბრძანებით, იგი გახურებულ სარეცელზე გააწვინეს, მაგრამ პირჯვრის მადლით დაცულს არანაირი ტკივილი არ უგრძვნია.

დომიციანემ განკარგულება გასცა, წმიდანი ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი სანდლებით ეტარებინათ. შემდეგ ნეტარი ზოსიმე საპყრობილეში ჩააგდეს მშიერ-მწყურვალი. ანგელოზმა პურითა და წყლით განუახლა ძალა მოუძლურებულს. როცა ხანგრძლივი და აუტანელი სატანჯველებით ვერ მოდრიკეს ქრისტეს აღმსარებელი, უღონოქმნილმა მტარვალებმა მას თავი მოჰკვეთეს. წმიდანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq