საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

წმიდა მოციქული ბარნაბა

 11 (24) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს  წმიდა მოციქული ბარნაბა (I) ხსენების დღეს. 

წმიდა მოციქული ბარნაბა კუნძულ კვიპროსზე დაიბადა მდიდარი ებრაელების ოჯახში. ახალშობილს იოსები დაარქვეს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა იგი სასწავლებლად იერუსალიმში გაგზავნეს და იმ დროისთვის ცნობილ შჯულისმეცნიერ გამალიელს მიაბარეს აღსაზრდელად. წმინდანთან ერთად სწავლობდა და მეგობრობდა სავლე (შემდგომში მოციქული პავლე). მას თავად იესო ქრისტესგან ეხარა ღვთის სიტყვა და სიხარულით თან გაჰყვა მას. ქრისტეს მოციქულებმა იოსებს ბარნაბა დაარქვეს, რაც ებრაულად „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს. ბარნაბა იესოს 70 უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მან გაყიდა კუთვნილი მიწები და მიღებული საზღაური მოციქულთა ფერხთით დადო (საქმე 4,36-37).

ბარნაბა ქრისტეს სიყვარულისთვის ყველაფერს თმობდა, მისი სიყრმის მეგობარი სავლე კი ქრისტეს სიძულვილით იყო აღსავსე და დაუნდობლად დევნიდა და ტანჯავდა მის მიმდევრებს, მაგრამ უფალმა ისურვა, რომ ამ უკანასკნელისთვისაც გაენათებინა გონება ღვთაებრივი გამოცხადებით. ამის შემდეგ იერუსალიმში ჩასულ პავლეს ქრისტეს მოწაფეებთან შეერთება სურდა, ისინი კი შიშით განერიდნენ, როგორც მტერს. მაშინ ბარნაბამ მოციქულებს დამასკოს გზაზე მომხდარი სასწაული აუწყა და უნდობლობის ზღუდეც გალღვა (საქმე 9,26-28). ძველი მეგობრები - ბარნაბა და პავლე ქრისტეს სიყვარულმა კვლავ გააერთიანა. ისინი ერთად ქადაგებდნენ ანტიოქიაში, სადაც მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. მოსალოდნელი შიმშილობის წინ აქ უხვი შემოწირულობანი შეაგროვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.

„მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა“. იაკობ ზებედესი მახვილით მოკლა, შემდეგ კი, ებრაელებს რომ სათნო-ჰყოფოდა, პეტრეც შეაპყრობინა. ამ დროს ანგელოზმა საპყრობილიდან სასწაულებრივად გაათავისუფლა ბარნაბა და პავლე და მათ ბარნაბას ბიცოლის, მარიამის ოჯახს შეაფარეს თავი. როცა ერის მიერ გაღმერთებული ჰეროდე ღმერთმა დასაჯა „და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს“, ქრისტიანთა დევნა შეწყდა და მოციქულებიც ანტიოქიაში დაბრუნდნენ. მათ თან ახლდა მარიამის შვილი, იოანე, რომელსაც შემდგომ მარკოზი ეწოდა. სულიწმიდის შთაგონებით წინასწარმეტყველებმა და მოძღვრებმა ბარნაბასა და პავლეს ხელი დაასხეს და საქადაგებლად გაგზავნეს (საქმე, 13,2-3). მოციქულებმა მთელი კუნძული მოიარეს ქადაგებით. პაფოში ისინი ისტუმრა ანთვიპატმა სერგიმ და „ეძიებდა მათგან სმენად სიტყუას ღმრთისასა“. მოციქულებს ედავებოდა და ანთვიპატის სარწმუნოებისგან გარდაქცევას ეძიებდა „კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინასწარმეტყუელი, ჰურიაჲ“, სახელად ბარიისუ. პავლემ ამხილა ზაკვითა და მანკიერებით სავსე ეშმაკის შვილი და შერისხა: „იყო შენ ბრმა და ვერ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე“, რის შემდეგაც მოგვმა თვალისჩინი დაკარგა. გაკვირვებულმა ანთვიპატმა ირწმუნა ქრისტე (საქმე 13,6-12).

პაფოდან პავლე და ბარნაბა ჯერ პამფილიის პერღამში ჩავიდნენ, შემდეგ კი - პისიდიის ანტიოქიაში. აქედან, აღშფოთებული იუდეველების მიერ განდევნილებმა, იკონიას მიაშურეს, მაგრამ ეს ქალაქიც მალე დატოვეს, რადგან შეიტყვეს, რომ ებრაელები მათ ჩაქოლვას აპირებდნენ. ამის შემდეგ მოციქულები ლუსტრაში, დერბეში და გარემო სოფლებში ახარებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას. აქაურმა წარმართებმა ქრისტეს მოწაფეების მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილეს, იფიქრეს, ადამიანთა სახით ღმერთები გვეჩვენნენო და „ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს - ერმით“. დიოს კერპის ქურუმი ხალხთან ერთად კუროებითა და გვირგვინებით მოადგა ქალაქის ბჭეს მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად. ბარნაბამ და პავლემ სამოსლები შემოიგლიჯეს, ხალხს შეერივნენ და აღშფოთებულნი ყვიროდნენ: „კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა!“ გავიდა ხანი და ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა ჰურიებმა ეს ხალხი დაარწმუნეს, მოციქულები „არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიანო“, რის გამოც ბრბომ ქვები დაუშინა პავლეს და ქალაქგარეთ გაათრია. ის ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ მალე მოსულიერდა და წამოდგა, შემდეგ კი ბარნაბასთან ერთად დატოვა ქალაქი (საქმე, 14,8-18). 

როცა დაისვა საკითხი, საჭირო იყო თუ არა მოსეს სჯულის მიხედვით წინადაეცვითათ ახალმოქცეული წარმართები, ბარნაბამ და პავლემ იერუსალიმს მიაშურეს, სადაც მოციქულებმა და ხუცესებმა სიყვარულით მიიღეს. მათაც ახარეს კრებულს, „რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისა“ (საქმე, 14,27). ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ მოციქულებმა დაადგინეს, „რომელნი წარმართთაგანი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ“ (საქმე 15,19-20). 

ყოველივე ეს „დაწერეს ჴელითა მათითა“ და ანტიოქიაში გაატანეს „კაცთა, რომელთა - იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა“ (საქმე, 15,26) - ბარნაბას და პავლეს. შემდეგ მოციქულებმა გადაწყვიტეს, კვლავ მოეარათ ქალაქები, სადაც ერთად ქადაგებდნენ. ბარნაბას სურდა, თან წაეყვანათ მარკოზიც, მაგრამ პავლე არ თანხმდებოდა, მოციქულები გაიყარნენ: პავლე და შილა სირიაში გაემგზავრნენ, ბარნაბამ კი იოანესთან ერთად კვიპროსს მიაშურა (საქმე 15, 36-41).

ბარნაბამ კვიპროსზე გაამრავლა ქრისტეს სამწყსო, შემდეგ კი რომში ჩავიდა, სადაც, შესაძლოა, პირველად მან იქადაგა ქრისტიანობა; მოციქულმა ბარნაბამ დააფუძნა საეპისკოპოსო კათედრა მედიოლანში (მილანში), შემდეგ კვლავ კვიპროსს დაუბრუნდა. გამხეცებულმა იუდეველებმა წარმართები აღძრეს მის წინააღმდეგ. მოციქული ქალაქგარეთ გაიყვანეს, ქვებით ჩაქოლეს და მისი ცხედარი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს. როცა ბრბო დაიფანტა და კოცონიც ჩაიფერფლა, მარკოზი მივიდა ამ ადგილას, ბარნაბას უხრწნელი ცხედარი გამოქვაბულში დაკრძალა და, მოციქულის ანდერძისამებრ, მისივე ხელით გადაწერილი მათეს სახარება დაადო გულზე.

ბარნაბა ქრისტეს აქეთ დაახლოებით 62 წელს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. მისი დაკრძალვის ადგილი თანდათანობით დავიწყებას მიეცა, თუმცა აქ მრავალი ნიში და სასწაული აღესრულებოდა. ბოლოს, 448 წელს, იმპერატორ ზენონის დროს კვიპროსის მთავარეპისკოპოს ანთიმოზს სამჯერ გამოეცხადა ძილში და თავისი საფლავის ადგილსამყოფელზე მიანიშნა. კვიპროსელმა ქრისტიანებმა ბარნაბას უხრწნელი ცხედარი და მის გულზე დასვენებული სახარება იპოვეს. კვიპროსის ეკლესიას სწორედ ამის შემდეგ ეწოდა სამოციქულო. ამ დროიდან მიიღო მან პატრიარქის დამოუკიდებლად არჩევის პატივიც.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq