|
წმიდა მოწამე აკაკი ასისთავი
7 (20) მაისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აკაკი ასისთავის ხსენების დღეს.
წმიდა მოწამე აკაკი (+303) დაიბადა კაბადოკიაში და იყო მარტისიის პოლკის ასისთავი. როცა იმპერატორ მაქსიმიან გალერიუსის (305-311) ბრძანებით დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მხედართმთავარმა თერმმა სათითაოდ დაკითხა თავისი ჯარისკაცები. წმიდა აკაკიმ მტკიცედ და საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. თერმმა ის მთავარსარდალ ვივიანესთან გაგზავნა. ვივიანეს ბრძანებით წმიდა აკაკი სასტიკად აწამეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საკანში ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ მოწამე სხვა ქრისტიანებთან ერთად წაიყვანეს ბიზანტიაში. როცა ღამის გასათევად გაჩერდნენ, წმიდანმა მადლობა შესწირა უფალს წამებისათვის. ლოცვის დროს წმიდა მოწამეს ზეციდან ხმა მოესმა: „გაძლიერდინ, აკაკი!“ ეს ხმა სხვა პატიმრებმაც გაიგონეს და ირწმუნეს ქრისტე.
ბიზანტიაში წმიდა მოწამეს მკაცრად ექცეოდნენ, სხვებს კი შედარებით უმსუბუქებდნენ მდგომარეობას. ღამით პატიმრებმა იხილეს, რომ წმიდანთან ნათლით მოსილი ჭაბუკები მოვიდნენ, წყლულები მობანეს და საჭმელი მოუტანეს. 7 დღის შემდეგ ვივიანემ კვლავ მოიხმო წმიდა აკაკი და როცა მისი სიცოცხლით სავსე სახე ნახა იფიქრა, რომ დარაჯს მოჰქონდა წმიდანთან საკვები, მოაყვანინა იგი და მკაცრად დაკითხა. ამაოდ ირწმუნებოდა დარაჯი თავის უდანაშაულობას: ვივიანემ მისი გაროზგვა ბრძანა. მაშინ წმიდა აკაკიმ თვითონ უპასუხა ჯალათ
 | | მოწამე ალბიანი და მოწამე აკაკი | ს: „სიმტკიცე და ძალა უფალმა იესო ქრისტემ მომცა, მანვე განკურნა ჩემი წყლულები“. გამძვინვარებულმა ვივიანემ სასტიკად ცემა წმიდანი და შემდგომი წამებისთვის გაუგზავნა მმართველ ფლაკინს, რომელმაც დაუფიქრებლად მოჰკვეთა თავი ქრისტეს აღმსარებელს.
წმიდა კონსტანტინე დიდის დროს წმიდანის წმიდა ნაწილები განისვენებდა კონსტანტინეპოლში, მოგვიანებით იგი გადაასვენეს კალაბრიაში, ქალაქ სიცილიაში.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ. |
|
|
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. | წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. |
| | | |
|