საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

დავიწყებული ცოდვები

14 აპრილი არის XIX საუკუნეში მოღვაწე ღირსი მამის - ბარსონოფი ოპტინელის ხსენების დღე. ის იყო სამხედრო მოსამსახურე, ჰქონდა ბრწყინვალე კარიერა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს პოლკოვნიკმა პავლე პლიხანკოვმა საერო ცხოვრების სიამეები გაცვალა ბერი ბარსონოფის ანაფორაზე და თუ როგორ სრულყოფილებას მიაღწია, ამაზე მეტყველებს მისი სულიერი შვილის მოგონება დავიწყებული ცოდვების შესახებ:

 

„მივედით სენაკთან, რაღაც არაკეთილი ძალა მიბიძგებდა აქედან წასასვლელად, მაგრამ პირჯვარი გადავიწერე და მტკიცედ შევაბიჯე...იქაც გადავიწერე პირჯვარი ღვთისმშობლის ხატის წინ და იქვე ავიტუზე.

შემოვიდა მღვდელი... მე სენაკის შუაში ვდგავარ... მღვდელი მიუახლოვდა ტიხვინის ღვთისმშობლის ხატს და დაჯდა....

– მოიწი ჩემსკენ!

მე კრძალვით მივედი.

– დადექი მუხლებზე... ჩვენთან ასეა მიღებული – ჩვენ ვსხედვართ და ჩვენს წინ მუხლებზე იჩოქებიან მორჩილებით.

მე კი არ დავიჩოქე, დავემხე...ბერმა მხრებში მომკიდა ხელი, თვალებში ჩამხედა უსაზღვროდ ალერსიანად, როგორც არავის არასდროს შემოუხედავს ჩემთვის და მომმართა:

ჩემო შვილო, ჩემო კეთილო, ჩემო ძვირფასო, შენ 26 წლისა ხარ?

დიახ, მამაო!

შენ 26 წლისა ხარ... რამდენისა იყავი 14 წლის წინ?

ერთი წამის შეყოვნების შემდეგ ვუპასუხე:

თორმეტის...

სწორია და სწორედ ამ ასაკიდან გაქვს ჩადენილი ის ცოდვები, რომლებსაც მალავ ხოლმე აღსარებებში; გინდა ჩამოგითვალო?

და ბერმა დაიწყო წლობით და არათუ წლობით, თვეებით ამ ცოდვების ჩამოთვლა, თითქოს გადაშლილი წიგნიდან კითხულობსო...

აღსარება ამ სახით გრძელდებოდა 25 წუთის განმავლობაში. მე სრულიად განადგურებული ვიყავი ჩემი ცოდვიანობისა და იმ გარემოების შეგნებით, თუ რა დიდი ადამიანი იყო ჩემს გვერდით.

როგორ ფრთხილად მახსენებდა ჩემს ცოდვებს, როგორ ეშინოდა, ტკივილი არ მოეყენებინა ჩემთვის და, ამავე დროს, როგორ მკაცრად მამხილებდა და, როცა ხედავდა, როგორ მწარედ განვიცდიდი, ახლოს მომადებდა თავის ყურს ბაგეებთან, რათა მე ოდნავ გასაგონად ამომეღერღა:

– დიახ...

არადა, მანამდე ჩემი წარმოდგენით საკუთარ თავზე, მეგონა, რომ სხვებისაგან სწორედ ქრისტიანული სათნო ცხოვრებით განვსხვავდებოდი. ღმერთო, თურმე როგორ დაბრმავებული ვყოფილვარ – რა სულიერი სიბრმავე დამუფლებია!

– ადექი, შვილო ჩემო!

მე ავდექი და მივედი ანალოგიასთან.

– გაიმეორე ჩემთან ერთად: „გული წმიდაი დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა...“ გახსოვს, საიდან არის ეს სიტყვები?

50–ე ფსალმუნიდან.

შენ ამ ფსალმუნს წაიკითხავ ყოველდღე, დილა–საღამოს! რომელი ხატია შენს წინაშე?

-ზეციური დედოფლისა.

– რომელი ზეციური დედოფალია? ტიხვინისა...აბა ჩემთან ერთად გაიმეორე ლოცვა...

როდესაც მე თავი დავხარე და მამა ბარსონოფიმ ოლარი გადამაფარა და შენდობის ლოცვა წამიკითხა, მე ვიგრძენი, როგორ ჩამომვარდა უზარმაზარი სიმძიმე – რაღაც არაბუნებრივ სიმსუბუქეს ვგრძნობდი.

– ყოველივე იმის შემდეგ, რაც უფალმა გამიმხილა შენს შესახებ, შენ მოგინდება ჩემი წმინდანივით განდიდება, მაგრამ ეს არ უნდა ჩაიდინო, გესმის? მე ცოდვილი ადამიანი ვარ, და შენც არავის არაფერს ეტყვი; ჩემო ძვირფასო... ღმერთი იყოს შენი მფარველი!

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq