საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ებრაული მიგრაციის ადრეული ეტაპები ქართლში (იბერიაში) („ნათესავით ჰურიანი“ და „ჰურიანი ქართველნი“)
ვლადიმერ ჭელიძე

ანოტაცია. საქართველოში ებრაული მიგრაციის ადრეული ეტაპის დასაწყისია უნდა იყოს ძვ. წ. 169 წელი (22 და არა 26 საუკუნე), რის შესახებაც პირველად 22 წლის წინ დავბეჭდე სტატია ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო გაზეთში “კალმასობა”. მეტად საგულისხმოა, რომ ათი წლის შემდეგ ანალოგიური პოზიცია დაასაბუთეს იერუსალიმში გამოსულ თავის მონოგრაფიაში “Евреи грузии» პროფ. კონსტანტინე ლერნერმა., ხოლო 2016 წელს პროფ. ლილი ბააზოვამ ვრცელ წიგნში “Евреи в грузии». ამდენად, ამ კვლევათა მიხედვით 2031 წელს უნდა აღინიშნოს ქართულ-ებრაული მეგობრობის 2 2 0 0 წელი.საკვანძო სიტყვები: ებრაული მიგრაცია, ქართლი (იბერია), მოქცევაჲ ქართლისაჲ, ლეონტი მროველი, მეფეთა ცხოვრება, ნათესავით ჰურიანი, მბრძოლნი, ჰურიანი ქართველნი.შესავალიძველი ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლებში („მოქცევაჲ ქართლისაჲ“, „მეფეთა ცხოვრება“) შემონახულია რამდენიმე გადმოცემა ებრაელთა ქართლში მოსვლისა და დამკვიდრების შესახებ.ისტორიულ-ლიტერატურული ანალიზილეონტი მროველი თავის საისტორიო თხზულებაში „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ მოგვითხრობს: „მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს“.მკვლევარები მიიჩნევენ, ლეონტის ლიტერატურულ წყაროს წარმოადგენს „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, სადაც აღნიშნულია„მაშინ მოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქვეყანა ხარკითა და დასხდნენ იგინი ზანავს. და ეპყრათ იგი, რომელიც ხარკითა ქონდათ, და ჰქვია მას ხერკი“.როგორც ჩანს, ლეონტი მროველს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ უფრო უკეთესი ხელნაწერი ჰქონდა, რომელშიც „ჰონნი
“-ს ნაცვლად „ჰურიანი“ იქნებოდა დაწერილი.რაც შეეხება „ქალდეველებს“, მათში „მეფეთა ცხოვრების“ ავტორმა „ბაბილონელები“ იგულისხმა და ებრაელთა ქართლში მოსვლა ცნობილ ისტორიულ ფაქტს, ბაბილონელთა მეფის ნაბუქოდონოსორII-ის(ძვ.წ. VI ს.) მიერ ებრაელთა განსახლებას დაუკავშირა.მაგრამ ამგვარი დაკავშირება გარკვეულ ქრონოლოგიურ შეუსაბამობას იწვევს. კერძოდ, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ამბის თხრობას ალექსანდრე მაკედონელის ეპოქიდან იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ არის აღნიშნული ფაქტი ჩართული ტექსტში, რაც ბუნებრივად გამორიცხავს მის ნაბუქოდონოსორII-ის ეპოქისადმი კუთვნილებას. თხზულების„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ იმ ნაწილში, სადაც მოთხრობილია„ნინოს ცხოვრება“, მოცემულია თარიღი ებრაელთა ქართლში მოსვლის შესახებ აბიათარისა და ვასპურაკანის მთავრის საუბრის დროს:”მაშინ მოუწოდა აბიათარს ასტირონ მთავარმან გუასპურაგნელმან ფარულად და ჰრქუა: "მაუწყე, საყუარელო, შენ არა ჰურიათა მღდელი იყავ წილით ხუედრებული მკჳდრი, რამეთუ არიან წელნი, ვინაგან მამანი თქუენნი აქა მოვიდეს: ფ^გ წელსა“. იქვე თავის პასუხში აბიათარი აღნიშნავს: „დღესითგან ქრისტესამდე არიან წელნი სამას ოცდაათოთხმეტ, ვინაჲთგ[ა]ნ ღმერთმან არღარა ყო მოხედვა ისრაელთა ზედა.“როგორც აკად. გიორგი მელიქიშვილი მიუთითებს, „თუ იმის გავითვალისწინებთ, რომ „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ ქრისტეს დაბადებიდან თარიღები მოტანილია, როგორც თარიღები ქრისტეს გარდაცვალებიდან, შეიძლება გამოვიანგარიშოთ მცხეთაში ებრაელთა მოსვლის(მცხეთის ებრაული კოლონიის დაარსების)... დრო ახ. წ. 334 წ. – 503 = ძვ.წ. 169 წელს“. ეს საისტორიო მონაცემი ზუსტად თანხვდება სელევკიდების მეფის ანტიოქოსIV ეპიფანეს მიერ ძვ. წ. 169 წელს დაწყებულ საოკუპაციო მდგომარეობის გაძლიერებას, რა დროსაც მან წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ებრაელთა რელიგიურ სიწმინდეებს. როგორც ჩამს, იუდეველთა ერთმა ნაწილმა დ
აუმორჩილებლობა გამოუცხადა ანტიოქოსის ბრძანებას, რითაც, სავარაუდოდ, საფუძველი ჩაუყარა ანტისაოკუპაციო წინააღმდეგობის მოძრაობას. კერძოდ, ეროვნული მეობისა და რელიგიური რწმენის დაცვა-შენარჩუნების მიზნით, შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, მათ მიიღეს ძალზედ რთული გადაწყვეტილება და დატოვეს საკუთარი სამშობლო. ემიგრირებულმა იუდეველებმა გაიარეს სირია, კაპადოკია, არმენია და ბოლოს მივიდნენ სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქართლის სამეფოში, სადაც ისინი დასახლდნენ ამ სამეფოს პირველი პირების მხარდაჭერითა და ადგილობრივ მკვიდრთა თანადგომით. მათ ძლიერ საპროტესტო და მედგარ საბრძოლო განწყობილებას მხოლოდ ქართველი ისტორიკოსის პირდაპირი მინიშნება ადასტურებს(“მოვიდეს ნათესავმი მ ბ რ ძ ო ლ ნ ი”). ახალ სამკვიდრო ქვეყანას მათ უწოდეს იბერია, რაც ებრაულ ენაზე ნიშნავს- ,,მთის გადაღმა მდებარე მხარე”. ეს სახელწოდება შემდგომ გადაიღეს ბერძნებმა, რომაელებმა და სხვა ხალხებმა.იბერიაში გადასული იუდეველების მიერ დაწყებული წინააღმდეგობის მოძრაობა რამდენიმე წლის შემდეგ უფრო მეტი შემართებით გაგრძელდა. კერძოდ, დაიწყო მაკაბელთა სახელოვანი აჯანყება, რომლის შედეგად მიღწეული იქნა ებრაელი ერის ისტორიაში ერთერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება.აღსანიშნავია, რომ ერთი საუკუნის შემდგომ ებრაელთა ნაწილი კვლავაც იძულებული გახდა იუდეადან იბერიაში გადასახლებულიყო. მიგრაციის მორიგი ეტაპი უკავშირდება რომაელთა მხედართმთავრის გნეუს პომპეუსის ლაშქრობებს. კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებების შემდგომ, კერძოდ, ძვ. წ. 63 წელს, ის შეიჭრა იუდეაში და დაიპყრო იერუსალიმი. აქ ბრძოლა მიმდინარეობდა ორ ძმასა(ჰირკანსა და არისტობულეს) და მათ მომხრეებს- ფარისევლებსა და სადუკევლებს შორის. პომპეუსმა მხარი ფარისევლებს დაუჭირა. იუდეაში დაიწყო სადუკეველთა არნახული დევნა. სწორედ ამ პერიოდში ხდება
ებრაელთა ხელახალი დამკვიდრება ქართლში, კერძოდ, მცხეთასა და მის მიმდებარე მხარეებში მათი დასახლება, სადაც მიგრანტებმა მიიტანეს მაკაბელთა ეპოქაში დაწესებული რელიგიური დღესასწაული ხანუქა. ამით მათ კიდევ უფრო მეტად განამტკიცეს თავიანთი ეროვნული და რელიგიური ტრადიციები, რამაც განაპირობა საუკუნეების მანძილზე საკუთარი ეთნორელიგიური იდენტობის შენარჩუნება. ებრაელთა ქართლში მოსვლის ამ მეორე ფაქტის შესახებ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ გადმოგვცემს, რომ ქართლში ორმეფობის პირველი წყვილის - ქარძამისა და ბრატმანის მმართველობის დროს „ჰურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს“.საჭიროა, დადგინდეს ქარძამისა და ბრატმანის მოღვაწეობის დრო.მოვსეს ხორეცანი „სომხეთის ისტორიაში“ მოიხსენიებს ქართლის მეფე ქარძამს, რომელმაც დაატყვევა სომეხი უფლისწული ზარეჰი და „კავკასიის მთაზე ციხეში ჩასვა“.მკვლევართა მიერ გარკვეულია, რომ ხორენაცის „ისტორიის“ ის მონაკვეთი, რომელშიც ქარძამიცაა მოხსენიებული, კონკრეტულად ტიგრანII-ის(ძვ. წ. 95-55 წწ.) მეფობის ხანას ასახავს. მეორეს მხრივ, რადგან ძვ.წ. 65 წლისათვის ბერძნულ-რომაული წყაროების(აპიანე, დიონ კასიოსი და სხვ.) მონაცემებით ქართლის მეფეა არტოკი(არტაგი), მაშინ ქარძამის გამეფების ხანა დაახლოებით65-55 წლებზე მოვა.სწორედ აღნიშნულ ხანებში(ძვ. წ. 63 წელს) რომაელთა სარდალი პომპეუსი სირიიდან დაიძრა პალესტინისკენ, დაიპყრო იუდეის სამეფო და იუდეა რომის პროვინციად გადააქცია.დასკვნაროგორც ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლებში შემორჩენილი გადმოცემები მოგვითხრობს, ებრაელები ანუ „ნათესავით ჰურიანი“ („ნათესავით“ ძველ ქართულში ნიშნავს - წარმოშობით, წარმომავლობით, ე. ი. ეროვნებით) ქართლში მოსულან და დამკვიდრებულან ძვ. წ. Ii (ძვ. წ. 169 წელს) დაI (ძვ. წ. 63 წელს) საუკუნეებში, რომლებსაც, ამ საისტორიო წყაროების მიხედვით, შემდგომ ეწოდათ „ჰურიანი ქ ა რ თ ვ ე ლ ნ ი“

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დულა მეგვიპტელი
15 (28) ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი დულა მეგვიპტელი ხსენების დღეს
წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი
15 (28) ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე) ხსენების დღეს.
gaq