საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

სიმონ ესაძე
სიმონ სპირიდონის ძე ესაძე (დ. 4 თებერვალი, 1868, რუსეთი — გ. 15 თებერვალი, 1927, თბილისი) — ქართველი სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი, კავკასიის ომების მკვლევარი, კავკასიისმცოდნე. გამოქვეყნებული ჰქონდა მრავალი გამოკვლევა რუსეთისა და კავკასიის ისტორიაზე.

დაიბადა რუსეთში, ქართველი თავადის, რუსეთის არმიის ოფიცრის სპირიდონ ესაძის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო სიმბირსკის კადეტთა კორპუსში, ხოლო უმაღლესი კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1888 წელს ოფიცრის ჩინით. 1898 წლიდან მუშაობს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო-საისტორიო განყოფილების რედაქტორად, ხოლო 1913 წლიდან განყოფილების უფროსად.
სიმონ ესაძე იყო ცნობილი რუსი სამხედრო ისტორიკოსის ვ. ა. პოტოს მოწაფე. მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმებისათვის („დიდების ტაძარი“)[1], მასალის მიკვლევა-მოძიებასა და კლასიფიკაციაში, გამოსცეს გზამკვლევი. 1912 წლიდან ს. ესაძე ამ მუზეუმის დირექტორია. 1917 წელს იგი ხელმძღვანელობდა კავკასიის საისტორიო კომისიას, რომელმაც აღწერა თურქეთთან წარმოებული ომი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ს. ესაძე დანიშნა ფრონტის სამხედრო საისტორიო განყოფილების უფროსად. 1921 წლის 10 აგვისტოდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციას, ხოლო 1923 წლიდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა სამხედრო-საისტორიო არქივს. მის
ი რედაქტორობით გამოიცა „კავკასიის კრებულის“ 14 ტომი, რომელშიც გაშუქებულია 1826-1828 წლები. სპარსეთთან და 1823-1845 წლების მიურიდიზმთან ომების ისტორია.
სამეცნიერო მოღვაწეობა ს. ესაძემ დაიწყო გასული საუკუნის მიწურულს. 1898 წელს გამოვიდა მისი წიგნები: „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“ და „აღმოსავლეთის ომი“. შემდეგ მეცნიერმა შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: „ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ“, „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება“, „ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩაჩნეთსა და დაღესტანში“, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული“.
ესაძე იყო ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი პიონერი. 1908-1909 წლებში შექმნა კინოქრონიკა კავკასიის არმიის ცხოვრებიდან, ხოლო 1915 წელს გადაიღო ფირი კავკასიის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ. 1913 წელს ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა მისი სცენარითა და მონაწილეობით შექმნილი ფილმი „ღუნიბის აღება“[2] რომელიც გადაიღეს კინომრეწველებმა ტალდიკინმა და დრაკნოვმა. 1915 წელს ესაძეს მიეცა კინოფოტოგადაღებების უფლება კავკასიის ფრონტზე. მან გადაიღო ფილმები „არზრუმის დაცემა“, „ტრაპეზუნდის აღება“, „დაპყრობილი თურქული ქალაქები“. ესაძე თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც არზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას. ესაძემ ფირზე აღბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქ
ართველი ხალხის ცხოვრებაში როგორიც იყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია 1921 წელს.
ესაძე მეგობრობდა ლევ ტოლსტოისთან. მან ტოლსტოის „ჰაჯი მურატზე“ მუშაობისას გაუგზავნა თავისი ხელით ამონაწერი საარქივო მასალა, რისთვისაც მიიღო მწერლის ავტოგრაფიანი თხზულებათა კრებული. ესაძე აპირებდა ფილმის გადაღებას ჰაჯი მურატის შესახებ, მაგრამ ვერ მოახერხა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq