საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

დავით ჩქოტუა

დავით ჩქოტუა (დ. 11 იანვარი, 1849, სოფელი საბერიო, — გ. 1929, აფხაზეთის ასსრ) — ქართველი პუბლიცისტი და რუსთველოლოგი.


აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შერვაშიძის ერთადერთი ვაჟის, გიორგი შერვაშიძის ძიძიშვილი და ერთგული თანამებრძოლი. დაიბადა სამურზაყანოსსოფელ საბერიოში. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაური გიმნაზია. 1869–1875 წლებში სწავლობდა ჯერ ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, ხოლო შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. პეტერბურგში სწავლების პერიოდში იგი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან“. იგი იმ გენეტიკურ აფხაზთა შტოს განეკუთვნებოდა, ვინც ალექსანდრე შერვაშიძის მსგავსად თამამად უცხადებდა საქართველოს მტრებს, რომ ქართველი თავადი იყო. იგი ამბობდა, რომ იგი საქართველოს აფხაზეთიდან იყო და ამაყობდა იმით, რომ მისი წინაპრები ბაგრატ მესამის გვერდით ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის სათავეებთან იდგნენ.


დავით ჩქოტუა თავის უმცროს ძმასთან, ნიკოლოზთან ერთად დაადანაშაულეს 1876 წლის 22 ივლისს მომხდარ ნინა ანდრეევსკაიას გატაცებასა და მკვლეოლბაში. საბოლოოდ მიუსაჯეს 20 წლიანი კატორღა. ნიკოლოზი სასამართლომ საბოლოო ჯამში გაამართლა. დავით ჩქოტუამ კატორღა სრულად მოიხადა და შემდეგ დასახლდა მშობლიურ სოფელ საბერიოში სადაც იგი ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობას. იგი დაინტერესებული იყო რუსთველოლოგიით. საბოლოოდ დღემდე შემორჩენილია მისი ნაშრომის

ძალიან მცირე ნაწყვეტი.

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი (+258)
29 აპრილს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა - ქარიესისა, ნიკისა, გალინასი, კალისასი, ნუნეხიასი, ვასილისასი, თეოდორასი, ირინესი და სხვათა, რომლებიც აღესრულნენ კორინთოში 258 წელს.
29 აპრილი - ხსენება ქალწულმოწამეთა: აღაპიასი, ირინესი და ქიონიასი (+304)
წმიდა ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ.
gaq