საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული მეცნიერება

ჩინური ენა და დიალექტები
დალი ჩარექაშვილი

                          

ჩინური ენა მიეკუთვნება სინო-ტიბეტურ ენათა ოჯახს და გვევლინება ხანის ეროვნების ნაციონალურ ენად, ანუ იმ ხალხის ენას , რომლებიც ჩინეთის მოსახლეობის 92%-ს შეადგენს. თავად ჩინური ენის ერთ-ერთი სახელწოდება -ხანიუ  (ხანების ენა) ეთნოსის სახელწოდებიდან მოდის. ჩინური ენა არის სახელწიფო და სალაპარაკო ენა ჩინეთის მრავალენოვანი მოსახლეობისთვის.

წერილობითი ძეგლები მოწმობენ იმას, რომ ჩინური ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. წერილობითი ენა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფდა კულტურული ტრადიციის უწყვეტობასა და უპირატესობას ჩინური ცივილიზაციის განვითარებისთვის მისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე. აქვე უნდა აღინიშნოს რომ, ენა დროთა განმავლობაში ვითარდებოდა, მაგრამ, მაგრამ მის ძირითად მახასიათებლებს- გრამატიკულ ნორმებს, ბაზისურ ლექსიკას და სტრუქტურას ძირეული ცვლილება არ განუცდია.

თანამედროვე ჩინური სალიტერატურო ენა ფუთუნგხუა ( ,,საყოველთაო ენა“) არის აქტიურად განვითარებადი ნორმირებული ჩინური ენა. ფუთუნგხუას წარმოთქმის ბაზა შეესაბამება პეკინურ დიალექტს, რომელიც დაფუძნებულია ჩრდილოურ დიალექტზე, ხოლო გრამატიკული ნორმები დაფუძნებულია თანამედროვე სალაპარაკო ჩინურსა და თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე.

ფუთუნგხუა არის საერთო და სავალდე

ბულო ჩინეთის ყველა მოქალაქისათვის და არის ოფიციალური ურთიერთობების საშუალება. ფუთუნგხუა ფართოდაა გავრცელებული ჩინეთის ცხოვრების ყველა სფეროში, პირველ რიგში კი განათლების ყველა საფეხურზე, ასევე, მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებში- ტელევიზიაში, რადიოში, ინტერნეტში და სხვა.

ჩინურ ენაში უამრავი დიალექტია, მაგრამ გამოირჩევა 7 ძირიტადი დიალექტი, ესენია: კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტი), დიალექტი უ, დიალექტი სიანგ, დიალექტი კან, დიალექტი ქეძია, დიალექტი მინ, დიალექტი იუე. მიუხედავად დიალექტების დიდი რაოდენობისა, ყოველთვის გამოყოფენ სამ, ყველაზე მნიშვნელოვან და გავრცელებულ დიალექტს : კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი), კუანგტუნგური დიალექტი ,,იუე“ და შანხაის დიალექტი ,,უ“. ყველაზე მსხვილი ჩამოთვლილთაგან არის ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს ჩინური ენის 70%-ზე მეტს.

მთელ ჩინეთში გავრცელებულია იეროგლიფური დამწერლობა. წერის დროს დიალექტებს აქვთ მსგავსი ლექსიკა და გრამატიკა. თუმცა, დიალექტთა ფონეტიკა იმდენად განსხვავდება, რომ თავად ჩინელები აწყდებიან სირთულეებს არამონათესავე დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანებთან, მიუხედავად სირთულეებისა დიალექტების განსხვავების გამო, დიალექტებში აისახება ჩინური ენის სიმდიდრე და ჩინური კულტურის ისტორიული თავისებურებები.

ჩინურში ყველაფერს მიყვება დროის განსამზღვრელი კონკრეტული სიტყვები, როგორიცაა:

გუშინ, ხვალ. ჩინურ ენას აქვს ტონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი და იმავე ბგერის განსხვავებული ინტონაციით წარმოთქმისას ორ სრულიად სხვადასხვა სიტყვას მივიღებთ.

 

19. 01. 2018 წ.


გამოყენებული ლიტერატურა:

1.      რა ვიცით ჩინეთის შესახებ? თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი

2.      https://edu.aris.ge/news/qartuli-ena-msoflioshi-yvelaze-rtuli-enebis-xuteulshi-moxvda.html

 

 

 

 

 

 

დალი ჩარექაშვილი
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq