,,ბავშვს ჯერ დედა-ენა უნდა ასწავლო და მერე უცხო ენა , ერთი -მეორის შემდეგ. თუ ერთ დროს დააწყებინე ორივე ენის სწავლება, ბავშვს გონებას დაუბნევ“- ამბობს პედაგოგთა მამამთავარი კომენიუსი. ადამიანი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ხვდება გარკვეულ ენობრივ სოციუმში. ოჯახი პირველი ენობრივი გარემოა ადამიანისათვის და, ამდენად, გადამწყვეტი როლი ენიჭება ბავშვის მიერ ენის ათვისების პროცესში; ოჯახს აქვს შეუცვლელი მნიშვნელობა ბავშვის მიერ სამეტყველო და, მაშასადამე, სააზროვნო ენის „არჩევის“ თვალსაზრისით. ი. გოგებაშვილი საუბრობს ოჯახის ხშირად უარყოფით როლზე ამ საკითხთან დაკავშირებით. იგი ამბობს ,რომ როდესაც ოჯახი ბავშვს აშორებს დედა-ენას და აზეპირებინებს რომელიმე უცხო ენას , იგი უბადლო მოძღვარს ართმევს ხელიდან ბავშვს და ბავშვს აბარებს უხეირო მასწავლებელს, ასე აღზრდილი ბავშვი კი განწირულია უნუგეშო მომავლისათვის- ნათქვამია ბურჯი ეროვნებისაში. Dბავშვი სიცოცხლის პირველივე დღეებიდანვე სამეტყველო გარემოში ხვდება და ამ პროცესში მალე ებმება. რა თქმა უნდა ეს არ ხდება ერთი ხელის დაკვრით, მაგრამ მეორე წლიდან უკვე იწყება სწორი მეტყველებისკენ სწრაფვა , შეცდომების გასწორება . ორ წლამდე ბავშვს მთლიანად გადაუმუშავებია თავისი სასიცოცხლო გარემო დედაენის მიხედვით ე.ი გრანდიოზული გონითი სამუშაო უკვე ჩაუტარებია. ნაკლები მნიშვნელობა არა აქვს სამეტყველო გარემოსაც. რა თქმა უნდა ბავშვი თავდაპირველად ენას ეუფლება ოჯახის პირობებში , მერე ამ საქმეში ერევა მეზობელი, ქუჩა ,ნაცნობები ,სკოლა და იგი ათასნარ სახეს იღებს. ახალბედა ყალიბდება ეროვნული სოციუმის წევრად. ამ პროცესის მიზანი ცალკეული მოზარდის ინდივიდად ჩამოყალიბება კი არ არის მხოლოდ, არამედ ცალკეული ინდივიდის გადაქცევა ენობრივი სოციუმის წევრად ე.ი დედაენის კანონი სხვა არაფერია თუ არა ცალკეულ ინდივიდში დანახული კანონი ენობრივი ერთობისა. ყველაზე ნიშანდობლივია, ის რომ აქ საქმე გვაქვს ენის შესწავლის სრულიად არასისტემურ გაუცნობიერებელ პროცესთან: აქ არ არსებობს რამე გეგმა ან გამიზნული ქმედება .დედაენაზე ბავშვმა ყოველთვის როდი იცის ყოველი სიტყვის მნიშვნელობა. ბევრი ქართული სიტყვა შეიძლება არც ესმოდეს , ასევე გრამატიკული ფორმაც , მაგრამ მთლიანად ენა მისაწვდომია. იგი ჩასვამს სიტყვებს დედაენის შინაგანი ფორმის ისეთ უჯრედში, რაც მალე . ,, თაფლით ამოივსება“. ბავშვი ძალიან ადრე გრძნობს დედაენის მთლიან სტრუქტურას , კარგი ლექსისა თუ ზღაპრის რიტმულ-მელოდიკურ ჟღერადობა ცალკეული სიტყვის მნიშვნელობის არცოდნა ვერ დააბრკოლებს ნაწარმოების მშვენიერების აღქმას, რასაც ვერ იტყვი უცხო ენის მიმართ, რადგან დედა -ენა არის ძვირფასი სალარო , რომელშიც დაცულია მთელი სიმდიდრე ხალხის გონებისა , ფანტაზიისა და გულისა ,ნაფიქრისა , ნაგრძნობისა და ნამოქმედარისა და რომლის შესწავლა ბავშვს აკავშირებს მთელი ერის სულთან და გულთან, მის ხანგრძლივ ისტორიულ ცხოვრებასთან და ავსებს მას სულიერი ღონით და მხნეობით- ამბობს იაკობ გოგებაშვილი. იაკობ გოგებაშვილის დროინდელი ქართული საზოგადოება იდგა მშობლიური ენის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ამიტომაც გახდა ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური მისი თაობის მოაზროვნეებისათვის. იაკობ გოგებაშვილის დროს სახელწიფო ენა იყო რუსული , ის იყო სავალდებულო ყველა ქვეშევრდომ ხალხისათვის, ასევე კულტურული ენა რომლის დახმარებითაც იღ ებდნენ ევროპულ განათლებას მაგრამ ეს გარკვეულ საფრთხეებთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში ქართული ენის ჩანაცვლებასთან და მეორეც ენის დამახინჯებასთან. ენის დამახინჯება რეალურად შეძლო რადგან დღესაც ხშირად გავიგონებთ რუსულ სიტყვებს ყოველდღიურ საუბარში მაგრამ საბედნიეროდ ვერ შეძლო ქართული ენის ჩანაცვლება. იგივე შეიძლება ითქვას დღესდღეობით ინგლისურ ენაზე რადგან სკოლებში პირველივე კლასიდან ისწავლე ინგლისური ენა ,ქართულთან რაც დაუშვებელია. აუცილებელია ჯერ საფუძვლიანად შეთვისება მშობლიური ენისა და მას შემდეგ უცხო ენების. ემუქრება თუ არა საფრთხე ქართულს როგორც მშობლიურ ენას?- რა თქმა უნდა ემუქრება ,რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე ინგლისური ენა ისწავლება პირველი კლასიდან ქართულ ენასთან ერთად, შესაბამისად ბავშვი ვერც ქართულს და ვერც ინგლისურს ვერ სწავლობს საფუძვლიანად. ამას ემატება კომპიუტერი ,რომელიც ხელს უწყობს ენაში ბარბარიზმების შემოსვლას და დამკვიდრებას .ქართული ენა მართლაც დიდი საფრთხის ქვეშ დგას და შესაბამისად ქვეყანაც, რადგან ,,მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის“. ი. გოგებაშვილი აყენებს ქართველების მიერ ევროპული ენების ცოდნის აუცილებლობის საკითხს, თუმცა მშობლიური ენის სააზროვნო ფუნქციის გათვალისწინებით აღნიშნავს დედაენის უპირატესობას ენების შესწავლის პროცესში. იგი ამბობს: ,, პირველ სულიერ საზრდოს დედა-ენა უნდა აძლევდეს ბავშვს და როდესაც ეს საზრდო გაამაგრებს მის გონებას, მაშინ დედა-ენა უნდა გახდეს საძირკვლაად, რომელზედაც აშენდება უცხო ენათა გონივრული შეთვისება“. ი. გოგებაშვილი არაერთხელ აღნიშნავს და თანამედროვე კვლევები ადასტურებს ენების ათვისების პროცესში ბავშვის ასაკის გათვალისწინების აუცილებლობას არა ენის ათვისების წარმატებისათვის, არამედ ადამიანის აზროვნების განვითარებისათვის. ამრიგად, იაკობ გოგებშვილის დახასიათებით :ქართული ენა არის უმაღლესი ხარისხის ორგანიზაცია... იგი არის ეროვნული ძალა, მთავარი ბურჯი ეროვნებისა .განვითარებული,გაშლილი კულტურული , მდიდარი როგორც ლექსიკონით, ისე გრამატიკული ფორმებით“. ამიტომ საჭიროა ჩვენი დედა-ენის დაცვა და გაფრთხილება რადგან სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა-პაპათაგან ,,მამული,ენა ,სარწმუნოება ’’. ავტორი: დალი ჩარექაშვილი 11. 29. 2017 გამოყენებული ლიტერატურა: 1. იაკობ გოგებაშვილი - რჩეული თხზულებანი. ტომი II. გამომცემლობა ,,განათლება“. თბილისი 1990. 2. https://www.scribd.com/document/204772107/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 3. http://mes.gov.ge/content.php?id=3923 |