|
მიხეილ ბარათაშვილი - ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი
მიხეილ პეტრეს ძე ბარათაშვილი (ბარათაევი) (დ. 25 იანვარი, 1784, ქ. სიმბირსკი, ― გ. 30 ივლისი, 1856, ბარატაევკა, სიმბირსკის გუბერნია), ქართველი ისტორიკოსი, ქართული მეცნიერული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, ქართული და აღმოსავლური მონეტების კოლექციონერი.
მიხეილ ბარათაშვილი რუსეთში ვახტანგ VI-თან ერთად გადახვეწილი ქართველი თავადის მელქისედეკ (მიხეილ) ბარათაშვილის შთამომავალი იყო. მამამისი, პეტრე, ციმბირის გუბერნატორად მსახურობდა და ჰქონდა გენერალ-პორუჩიკის წოდება.
1820-1835 წლებში ბარათაშვილი იყო სიმბირსკის თავადაზნაურობის წინამძღოლი. ამ პერიოდში სიმბირსკში დააარსა მასონთა ლოჟა "სათნოების გასაღების" სახელწოდებით. 1826 დააპატიმრეს დეკაბრისტების აჯანყებასთან დაკავშირებით, მაგრამ მამხილებელი მასალის უქონლობის გამო (ბარათაშვილმა მოსპო თავისი მიმოწერა და სხვა საბუთები) მალე გაათავისუფლეს. დეკაბრისტებთან მისი იდეური სიახლოვე ეჭვგარეშეა. შემდეგში ბარათაშვილი კავკასიაში გაამწესეს და საქართველოს საბაჟო ოლქის უფროსად მსახურობდა. 1844 წ. სახელმწიფო სამსახურიდან გადადგა.
ძველი ქართული მონეტების აღწერა, კლასიფიკაცია და დათარიღება მოცემულია ბარათაშვილის ფუნდამენტურ ნაშრომში "საქართველოს სამეფოს ნუმაზმატიკური ფაქტები" (სპბ., 1844, რუსულ და ფრანგულ ენებზე), რისთვისაც არჩეულ იქნა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად. ამ ნაშრომით საფუძველი ჩაეყარა ქართულ ნუმიზმატიკის მეცნიერულ ტერმინოლოგიასაც. ბარათაშვილმა გამოიგონა და გამოიყენა ძველი მონეტების ზუსტი პირების დამზადების ხერხი. ქართულ ისტორიოგრაფიაში მან პირველმა მიაქცია ყურადღება VI საუკუნის კლასიკურ საისტორიო წყაროებში დაცულ ცნობას ქ. თბილისის შესახებ. ბარათაშვილის ისტორიოგრაფიულ მემკვიდრეობას გასდევს ღრმად პატრიოტული და პროგრესული კონცეფცია ქართველთა და საქართველოს ერთიანობის შესახებ. ნიკოლოზ ბარათაშვილმა მას მიუძღვნა ლექსი "საფლავი მეფის ირაკლისა". |
|
|
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“.
30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
| 27 ივნისი (10 ივლისს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებელის (+დაახლ. 530) ხსენების დღეს. |
| | | |
|