საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

უჩვეულო მხატვრული სამყარო (ავთანდილ კალანდარიშვილის მხატვრობა)
ლელა ჩხარტიშვილი


ჩვენი დროის შესანიშნავი  ქართველი მხატვრისა და არქიტექტორის - ავთანდილ კალანდარიშვილის  ნატიფი გემოვნებითა და მაღალი მხატვრული ოსტატობით  შესრულებულ, ყურადღებისა და ქების ღირს  ნამუშევრებს მისი ქალიშვილის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის - მაია კალანდარიშვილის სახლში გავეცანი. ეს ნამუშევრები  გამოირჩევა  მკაფიოდ გამოხატული  ინდივიდუალურობითა და  თვითმყოფადი  ხელწერით.   ალექსანდრე კალანდარიშვილი პროფესიით არქიტექტორი გახლდათ. წლების მანძილზე,  მთელ თავის შემოქმედებით ენერგიას არქიტექტურას ახმარდა და  დაუღალავად იღვწოდა ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. მისი ბიოგრაფია ასეთი გახლავთ:

ავთანდილ კალანდარიშვილი 1929 წლის 10 თებერვალს  დაიბადა, ქ. სენაკში. 1946 წელს წარჩინებით დაამთავრა სენაკის 1-ლი საშუალო სკოლა  და წარმატებით ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნებისადმი ინტერესითა და უბადლო ნიჭიერებით.  უკვე სტუდენტობის ასაკშივე აკვარელში მუშაობდა და  ბუნების ორიგინალურ პეიზაჟებს ქმნიდა.  აქტიურად მოღვაწეობდა არქიტექტურის დარგში. მუშაობდა  ქალაქის მთავარ არქიტექტორად, თბილისის ქალაქ პროექტ  „გიპროლესტრანსსა’’ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. 70-80- იან  წლებში  მან დააპროექტა თბილისისა და საქართველოს სხვა რაიონების მრავალი  საცხოვრებელი უბანი, უნივერმაღები, სპორტკომპლექსები,  მათ  შორის, ლანჩხუთის სტადიონი.

  1966 წელს განუყრელ მეუღლესთან,  მერი ჩემიასთან ერთად (რომელიც პროფესიით  ინჟინერ-ენერგეტიკოსი გახლდათ),    ქალაქ ტაშკენტში,  მიწისძვრის სტიქიური უბედურების ზონაში იმყოფებოდა.  რვა თვის განმავლობაში განუწყვეტელი მიწისძვრის ფონზე  ცოლ-ქმარი  ქალაქის აღსადგენად თავდაუზოგავად შრომობდა. მათი დაპროექტებულია ახალი ტაშკენტის მრავალი უბანი.

ავთანდილ  კალანდარიშვილი გამოფენებში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ: უკრაინასა და რუსეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში; 70-80- იან წლებში  იყო მხატვართა კავშირის აკვარელის განყოფილების აქტიური წევრი.

მისი ფერწერული  შემოქმედება შესაძლებელია სამ ეტაპად

დაიყოს:

1)  50-60 -იანი წლები -- ადრეული სტუდენტობისა და ახალგაზრდობის  ხანის პეიზაჟები, რომლებიც გამოირჩევიან ხაზების  სინატიფით, გრაციოზულობითა და ნათელ ფერთა ჰარმონიული შერწყმით,  რაც არაჩვეულებრივად  დადებით ესთეტიკურ განცდებსა და ემოციებს ბადებს მნახველში.

2) შუა პერიოდი ( 60-70 - იანი წლები), როდესაც  იწყებს ახალი ტექნიკით ხატვას სველ ტილოზე, რაც უკვე განსხვავებულ, ნაწილობრივ იმპრესიონისტულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ყურადღებას იქცევს ხატვის  სრულიად ორიგინალური ტექნიკა, ბუნების ახლებური ხედვა. პეიზაჟები უფრო ფერადოვანი და გამომსახველობითი ხდება.

3) მესამე, ბოლო პერიოდი (70-80-იანი  წლები),  როდესაც იგი იწყებს უკვე სველ ტილოებზე გამოსახულების ამოკაწვრის ტექნიკის გამოყენებას  და პეიზაჟები სრულიად ახალ, უძლიერეს  ესთეტიკურ შთაბეჭდილებას  ახდენენ.

ყველაფერთან ერთად ავთანდილ კალანდარიშვილი  გამოირჩეოდა უდიდესი ერუდიციით. კარგად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურასა და პოეზიას, განსაკუთრებით უყვარდა ირანული პოეზია.

ჰქონდა მუსიკალური განათლება. ფლობდა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტს: ფორტეპიანოს, აკორდეონს, ფისჰარმონიას.

ასევე გამოირჩეოდა ჭადრაკის ნიჭით და ოსტატობის კანდიდატის ხარისხსაც  ფლობდა ჭადრაკში.

მეგობრები და ოჯახის წევრები მას იხსენებენ, როგორც არაჩვეულებრივად  პატიოსან, მოყვარულ, თავმდაბალ და  დიდსულოვან ადამიანს.

ავთანდილ კალანდარიშვილი 1986 წლის 12 მარტს ნაადრევად გარდაიცვალა. დატოვა მონატრების  მარადიული სევდა მისი  ოჯახის წევრებისა და  ნაცნობ- მეგობრების  გულებში.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ავთანდილ კალანდარიშვილის მხატვრობა ახალი ხელოვნების დაბადებას გვაუწყებს.  ის სწორედ იმ ნიჭიერ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ახალ გზებს ეძებენ ხელოვნებაში, წინამორბედთა მიერ  ერთხელ უკვე გაკვალული გზით,  დამკვიდრებული ნორმებითა და ტრადიციების გაგრძელებით   არ კმაყოფილდებიან. მისი, როგორც ხელოვანის განვითარების გზა აღსავსეა ძიებებით და აღმოჩენებით.  თავისი მკვეთრად განსხვავებული სტილისტური კონცეფციით ავტორი აყალიბებს სრულიად განსხვავებულ მიმართულებას და სასურველ დონეზე აჰყავს იგი.

აღსანიშნავია მხატვრის ინტენსიური გატაცება ფერებით და გამომსახველობითი ხერხების თავი

სებურებით.   მისი ნამუშევრები თავისთავად, დამოუკიდებლად რომ ავიღოთ, თითოეული მათგანი  საინტერესო ნიმუშად წარმოგვიდგება. დამახასიათებლობას და საკუთარ სპეციფიკას  არცერთი მათგანი არ არის მოკლებული. ეს ნამუშევრები შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი დროის  მხატვრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაპოვრად   და ფერწერის საეტაპო ნიმუშებად.   აღსანიშნავია ამ ნახატების მხატვრული გადაწყვეტის პრინციპი და შესრულების განსაკუთრებული მანერა. მისი ნამუშევრების უმრავლესობა პეიზაჟებს გადმოგვცემს და  განმსჭვალულია   ბუნებაში დაუნჯებული სულიერი ფასეულობების ძიებით. კოლორიტი აგებულია ნათელი ფერებით, ზოგჯერ მუქი და მკრთალი ტონების შეპირისპირებით. ფერთა ჟღერადობა მხატვრის ჩანაფიქრს ღირსებებს სძენს;  შორი და ახლო ხედები, პეიზაჟები  ზღვებით, ნავებით, ხეებით, ფაქიზი სულითაა გაჟღენთილი.  მხატვარი  უხვად  იყენებს ნათელ და  მკაფიო ფერებს. მხატვრის მიერ გადმოცემული ეს პეიზაჟები  მისი  იდეურ-მსოფლმხედველობრივი  სტილის გამოვლენას კი არ ეხმარება მხოლოდ, არამედ მოქმედი ადგილების ფიქსაციასაც ახდენს. თუმცა  აქ   ასახული სივრცე კონკრეტიზაციისგან თავისუფლდება და განზოგადებულ იერს იძენს.

თითოეულ ნიმუშში მხატვარმა შეძლო, დაეჭირა ბუნების არსი, სილამაზე. გადმოეცა უფაქიზესი  ნიუანსები; განემსჭვალა ნამუშევრები ბუნებით აღტაცების გრძნობის  ნოტებით, რითაც მთელი მისი ნამუშევრები სუნთქავს. ავტორის მიერ მოძებნილია ხედვის ხორცშესხმის განსაკუთრებული ფორმა. ხშირად თითქოს ერთი და იმავე კომპოზიციას ვხედავთ, მაგრამ ისინი არაერთფეროვანია. ეს ნამუშევრები თან ჰგავს ერთმანეთს და თან  არცერთი არაა ერთმანეთის მსგავსი. თითოეული მათგანი მკაფიო ინდივიდუალიზმითა და თავისთავადობით გამოირჩევა. ფერები საოცრად ერწყმიან ერთურთს. ყურადღებას იპყრობს გამომსახველ ხერხთა სიუხვე, ფერების ლაღი გამოყენება, მათი შერჩევა და დეტალების პირობითობა.  ფერები გამოსახულებას და ჩანაფიქრს  მკაფიოობას ანიჭებს. წამყვანი როლი ამ ნამუშევრებში სწორედ  ფერებს ეკისრებათ. აქ ვხვდებით  გემოვნებით არჩეულ ფერთა საოცარ კოლაჟს. პირველ პლანზეა ბუნება. მხატვარი ოსტატურად ამეტყველებს ფერებს და ქმნის განწყობას. ამ ნამუშევრებში იგრძნობა ბუნებისადმი სერიოზული, ლამის მისტიურობამდე მისული  დამოკიდებულება, აღქმა და ხედვა.  ხელოვანის უზენაესი ამოცანა და

შემოქმედებითი პრინციპიც ხომ  ესაა: უყუროს ბუნებას, როგორც ხელოვნების ნიმუშს. აქ ბუნება მხატვრის ყურადღების ცენტრში ექცევა და ხელოვნების ნიმუშად  წარმოგვიდგება.  მხატვარი ცდილობს გახსნას ბუნების  საიდუმლოებანი, სიღრმე და აღიქვას, მერე კი ჩვენც  განგვაცდევინოს  ბუნება, როგორც შთაგონების და სიკეთის წყარო. ჩემი აზრით, იშვიათად რომ ვინმეს ასე დიდებულად  გამოეხატოს ბუნება, ასე ემოციური და გამომსახველი  გაეხადოს იგი. მკვეთრად ჩამოყალიბებული ხელწერით და თავისებური მანერით შესრულებული თითოეული ნახატი სიხალისის და  ფერადოვნებისა შესაბამისად არის გადაწყვეტილი. ჟღერადი ტონალობა სიცოცხლით და სილამაზით ავსებს ნამუშევრებს. ცისარტყელისფრად შეღებილი მოქნილი სიბრტყეები გამოკვეთილად ინდივიდუალურ ხელწერას ამჟღავნებს. მჭახე, ნათელი ტონები სურათების ატმოსფეროს, მათ ხალისიან, ემოციურ და თბილ განწყობას გადმოსცემენ. ამ პეიზაჟებში ასახული  მთები, ხეები, წყლები, ფოთლები, ფერადი ყვავილები  სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა ხერხით გადმოსცემს  ბუნების  არსს. დახვეწილი სილამაზით და ესთეტიზმით გამორჩეულ ნამუშევრებში მხატვრის  შემოქმედებითი მრწამსი, კონცეფცია და  აზროვნება იკითხება, რომლის თანაზიარიც ხდება მნახველი. იგი მხოლოდ თბილ,  ნათელ  და მშვიდ ბუნებას გადმოგვცემს. სურს, ასეთი გარემო ასახოს, ასეთად ჭვრეტს მას. თითქოს ცდილობს დაიჭიროს დროის მომენტი, დაიჭიროს წამი, გადმოგვცეს  წამიერი შთაბეჭდილება. მის მიერ დახატული პეიზაჟები უძრავია, სტატიკურია.  ის თითქოს განცალკევებულია, გათიშულია ყოველდღიურობიდან და ამაღლებულია ყოფითობაზე, რაც უჩვეულო მხატვრულ ეფექტს ქმნის.   მხატვარი  მთავარ მნიშვნელობას ანიჭებს სილამაზეს, დეკორატიულობას. ყოველთვის დაჭერილია  დამახასიათებელი, ხაზგასმულია სინათლე, სივრცე, ბუნების ხიბლი, მისი სიყვარული და გავლენა. ჩვეულებრივში დანახულია რაღაც დიდი და თბილი. ახლებურად არის გახსნილი თავად ბუნების ბუნება,  მისი ახლებური ხედვა და  პოეტური არსი. შერჩეულია ხედვის წერტილები.   მხატვრის მზერა გამოხატავს  მისი ხელწერის ორიგინალურობას და შესრულების მანერის თვითმყოფადობას; სადად და ლაკონურად ახერხებს  ავტორი  სურათების იდეურ-კომპოზიციური ჩანაფიქრის გადმოცემასაც. ერთი შეხედვით ამ ნახატებში თითქოს ერთნაირი  გარემოა ასახული, მაგრამ ყოველ ნახატში განსხვავებული განწყობაა გადმოც
ემული. მათთვის დამახასიათებელი  თვისება ამა თუ იმ ნიუანსით  მეტყველად ვლინდება. რადგან ეს თითქოს ერთი და იგივე სამყარო გამდიდრებული და   მაღალმხატვრულად გაცოცხლებულია ფერთა ჯადოსნური პალიტრით, მზით, სილამაზით, სიყვარულით.  ამიტომაც გამოირჩევა  ეს  ნახატები მრავაწახნაგოვნებითა და მრავალფეროვნებით. დიდია ამ ნახატებისგან მოგვრილი შთაბეჭდილება და მათი შემოქმედებითი ძალა.  ეს არის უჩვეულო მხატვრული სამყარო, რომლის ყოველი დეტალი კეთილისმყოფლად ზემოქმედებს ჩვენზე.  ფერთა უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოჩენა,   ფანტაზია, სიხალისე, სილაღე და სილამაზე, რაც მხატვარს ახასიათებს, შერწყმულია ოსტატის დიდ გემოვნებასა და  პროფესიონალიზმთან.

კალანდარიშვილის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა მხატვრის  ძლიერი  და მკაფიო ხელი, ფაქიზი სული.  ფერების და გამომსახველობითი ხერხების მუდმივი, საინტერესო ძიებები და მიგნებები.  მხატვარი თითოეულ ნამუშევარს  არაორდინალურად  უდგება და ახალ-ახალი ფორმების ძიებას აწარმოებს. ამიტომაცაა ეს ნამუშევრები თავისებურებებით აღსავსე. მთავარი აქ სწორედ მრავალწახნაგოვნებაა, თავისუფლება, ექსპერიმენტი და ძიებები. აქ ვხვდებით ფერების, გამომსახველობითი ხერხების ძიების ახალ შესაძლებლობებს, ახალი ჰორიზონტები იშლება  ჩვენს წინაშე, რაც  მნიშვნელოვან გარდატეხას მოწმობს  მხატვრობაში. ამდენად,  ავთანდილ კალანდარიშვილის  ნამუშევრები პროფესიონალიზმისა და ბუნების საიდუმლოებებში  სიღრმისეული წვდომის სწორუპოვარი ნიმუშია. თავისებურება და სიახლე არის  მხატვრის მკაფიო ინდივიდუალიზაცია, რაც ასე დამახასიათებელი და ნიშანდობლივია   მისი ნამუშევრებისთვის.

 

ავთანდილ კალანდარიშვილის ფერწერული ნამუშევრებით ძალიან მოიხიბლა და  დაინტერესდა თვითნასწავლი მხატვარი, ზაირა ნადირაშვილი, რომელმაც გამოთქვა დიდი სურვილი, რომ  მხატვრის ქალიშვილს, ქალბატონ მაიას დაეხმაროს ამ გამორჩეული ხელწერის ხელოვანის ნამუშევრების პოპულარიზაციაში და  დიდად იღწვის ამ მიმართულებით.

- ქალბატონო ზაირა, რა შთაბეჭდილება მოგგვარათ ავთანდილ კალანდარიშვილის ნამუშევრებმა?

-  ავთანდილ კალანდარიშვილი გახლავთ ჩამოყალიბებული ხელწერისა და  სრულიად თავისებური მანერის შემოქმედი. როდესაც პირველად ავთანდილ კალანდარიშვილის ნამუშევრები ვიხილე,&nb

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
sp; განვცვიფრდი მისი საინტერესო ხედვით და  ფერების გადმოცემის უნარით.  შემდეგ  გავიგე მისი ხელოვნების განვითარების ეტაპები და მათ შორის ჩემზე, პირადად განსაკუთრებული შთაბეჭდილება  მოახდინა სტუდენტური ეტაპის ნამუშევრებმა.  თუმცა ყველა პერიოდი თავისებურად ძალიან  საინტერესოა და თითოეული მათგანი მხატვრის პიროვნულ განვითარებას აღბეჭდავს. საოცარი ოსტატობით, ხედვითა და ტექნიკით, აკვარელში შესრულებული   მისი  ნახატები პირველივე გაცნობისთანავე ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ. ეს აღმოჩენა ჩემთვის სწორედაც რომ „უეცარი“ იყო. უეცარი იყო ხარისხი, მხატვრული დონე, მრავალწახნაგოვნება, მრავალფეროვნება იმისა, რაც დავინახე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხატვარი  ტენდენციების ზეგავლენას ნაკლებად განიცდის და ემორჩილება.

ვგულისხმობ იმას, რომ ავთანდილ კალანდარიშვილი წინა თაობების მხატვრების შემოქმედებით პრინციპებს ნაკლებად იყენებს. მე თვითნასწავლი მხატვარი გახლავართ და  მისი ხელწერა ჩემთვის ძალიან ამოსაცნობია. ჩემი აზრით,  ეს უფრო მისი არქიტექტურული განათლების ბრალია. მას არ გამოჰყვა, ასე ვთქვათ, დაშტამპული,  ჩარჩოში ჩასმული აკადემიური ხელწერა.  მხატვარი თითქოს ტრაფარეტს და სტერეოტიპებს  არღვევს და ეს მეტად  ხაზს უსვამს მის უნიკალურობას. მე, პირადად, ეს თვისება ყველაზე მეტად მომეწონა ამ მხატვარში. მით უმეტეს, რომ   იმ პერიოდში განსაკუთრებით მოდური და აქტუალური იყო აკადემიური ხელოვნება. მაგრამ კალანდარიშვილ  თავისი სტილის და  საკუთარი შემოქმედებითი  პრინციპების ერთგული დარჩა და  ამით არის თვითმყოფადი,  უნიკალური. რაც ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.

მოგეხსენებათ, ავთანდილ კალანდარიშვილი პროდუქტიულად მოღვაწეობდა არქიტექტურაში, მთელი საქართველოს მასშტაბით. 80-იან წლებში თბილისის ზღვის  ტერიტორიაზე მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა კიდეც. ამიტომაც  მის ძალიან ბევრ ნამუშევარში   აისახა თბილისის ზღვის ტერიტორიები, პეიზაჟები. ამ გარემოში მუშაობდა. ამ გარემოსთან განუწყვეტელ კონტაქტში გამოვლინდა მისი ნიჭი, ბუნების ახლებური ხედვა, რაც სარკესავით აღიბეჭდა მის შემოქმედებაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხატვარს ფენომენალური აღქმა და ტექნიკურად  გადმოტანის უნარი აქვს. ეს ორი კომპონენტი  მის უსაზღვროდ დიდ ოსტატობაზე მეტყველებს. საოცარია ფერთა გამა, მათი აღქმა და ტექნიკურად შე

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სრულება. თითოეული პეიზაჟი თავისი სამყაროა, რომელიც ათას მხატვარში გამოირჩევა. ის, თუ როგორ ხედავს  და გადმოსცემს ამ ფერებს,  პიროვნების უნიკალურობის მახასიათებელია.  ასეთი ფერთა შეხამება იშვიათია. მაგალითად, ცნობილ და  განთქმულ მხატვრებში, ვან გოგი იქნება ეს,  რემბრანდტი თუ სეზანი, ფერების გარკვეული ერთი კონცეფცია შეინიშნება, რომელიც ამ მხატვრების ფენომენოლოგიას აღწერს. კალანდარიშვილის ნახატები გამოირჩევა  ფერების დიდი მარაგით, მაგრამ მაინც თითქოს ერთ კონცეფციაშია ყველა შესრულებული და ერთი სამყაროს გადმოტანის არაჩვეულებრივი უნარით  ხასიათდება. კონკრეტულ ნახატს როცა უყურებ, თავისებური განწყობაა ფერების მიხედვით. ხელოვნებით დაინტერესებული ნებისმიერი მნახველი, რომც არ იცოდეს მხატვრის ვინაობა, ხასიათობრივი თვისების მიხედვით მიხვდება, ვინ არის ამ ნამუშევრების მხატვარი.

კალანდარიშვილის შემთხვევაში არ შემიძლია ერთი რომელიმე ფერი ამოვიღო ფოკუსისთვის. აქ არის წარმოდგენილი ფერთა ერთობლიობა. საოცარია შემოდგომის პეიზაჟების ფერთა გამა, მათი  უნიკალური გრადაცია. ყველა  ფერი ერთმანეთში ისე გადადის, რომ თითქოს  მაინც ერთ ფერად აღიქვამ. ფერების ახლებური განლაგებით, ახლებური კომპონირებით მხატვარს   ყოველთვის გამოჰყავს რაიმე ახალი. მკვეთრად განსხვავებული განწყობა მოედინება თითოეული ნამუშევრიდან.  ის აცოცხლებს ბუნებას, თბილ პეიზაჟებს, ფერადოვან პანორამებს, ამძაფრებს მათ ცხოველმყოფელობას და  გავლენას;  ბუნებით აღფრთოვანების  გრძნობების  გადმოცემის ყველაზე გამომხატველ ფორმას აგნებს. ყველა ნამუშევარში კონცენტრირებულია ავტორის განწყობილება,  იგრძნობა  მისი  სული და გემოვნება.

ნამუშევრების დახვეწილ  ფერადოვან გადაწყვეტაში  ჩანს  ფერის მჭიდრო კავშირი საერთო კოლორიტთან. მხატვრის ამოცანაა, ჩართოს ყველა ფერი საერთო გამაში. მხატვარი არ არის შემოსაზღვრული რაიმე მკაფიო ინტენსივობის ფერით. ნახატებზე სხვადასხვა ტონებია დადებული. ერთი ფერი სხვა ფერთან გვერდით მოხვედრისას იცვლის ინტენსივობას.  ნამუშევრებში ყურადღებას იპყრობს   ბუნების არანატურალური ფერადოვნება. ცისფერი, წითელი ტონები ხეებზე, ყვითელ-ნარინჯისფერი მიწა და სხვა.   მძაფრად შეიგრძნობა  პეიზაჟის თავისებურება, სადაც თითქოს თვით ფერი გადაიქცევა  სიღრმის, სივრცის გადმოცემის მთავარ წყაროდ, სადაც თითქოს ფერადოვ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ანი გამა  დეკორატიულ ხალიჩად გადაიქცევა.

თითოეული ნახატი ფერების გამოყენებისა და გამოვლენის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. ავტორი საოცრად შეიგრძნობს ფერების სპეციფიკას და მაყურებელს იზიდავს ამ ცხოველხატული, არაჩვეულებრივად ფერადოვანი და მაჟორული   პეიზაჟების სანახავად. ამ ნამუშევრებს მხოლოდ  წმინდა დეკორატიული ფუნქცია არა  აქვთ. ეს ახალი მიმართულებაა, სიახლეა, რომელსაც ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად დადებითი შედეგი მოჰყვება. მისი შეფასება კი მომავალ თაობას ეკისრება.

- ვიცი, რომ  უახლოეს პერიოდში აპირებთ ამ ნამუშევრების  გამოფენას და წარდგენას ფართო საზოგადოების წინაშე.  დასანანია, რომ ასეთმა ქმნილებებმა აქამდე დღის სინათლე ვერ იხილეს.

- სამწუხაროდ, ხელოვნების დაკნინების ხანამ გვერდი არც ჩვენ აგვიარა.  მოგეხსენებათ, ხელოვნებაში ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ კეთდება. მოსამზადებელი პერიოდი ზოგჯერ ძალიან  გრძელია. ახლის დამტკიცების და დამყარების პროცესი კი - ძნელი და მტკივნეული.

ვფიქრობ,  ამ მხატვრის გაცნობა ჩემთვის იყო კიდევ ერთი დამადასტურებელი მტკიცება, რომ ჩვენ  ქვეყანაში  არსებობს მაღალი დონის ქართული სამხატვრო სკოლა, რომელსაც უკვე დიდი ტრადიციები გააჩნია, და ეს პროცესი გრძელდება.

 მიმაჩნია, რომ ყველაფერს აქვს სათანადო დრო.  ამ ნამუშევრების ფართო სარბიელზე გასატანად და ჯეროვნად  შესაფასებლად სათანადო მომწიფება იყო საჭირო, თუნდაც საზოგადოების თვალსაზრისით. დრომ მოიტანა და ვფიქრობ, ეს საკითხი უფრო და უფრო  აქტუალური გახდება და ინტერესი უფრო  მეტად გამძაფრდება ამ მიმართულებით. დიდ იმედებს ვამყარებ, რადგან  ვამჩნევ, რომ ხელოვნება  აქტუალური გახდა  უკვე  საქართველოსთვის, იმატა გამოფენების რიცხვმა. დადგა დრო, რომ ეს ნამუშევრები  წარდგეს ფართო საზოგადოების წინაშე. ამ ექსპოზიციას აუცილებლად  წარმოვადგენთ, ოღონდ ჯერ არ ვიცით, თუ სად მოხდება ეს. სავარაუდოდ, ეროვნულ მუზეუმში  ვაპირებთ გამოფენის მოწყობას.

 ასე რომ, ძალიან საინტერესო გამოფენა ელის   ქართველ ხელოვნების მოყვარულთ. ვფიქრობთ, ეს ნამუშევრები აღფრთოვანებისა და მოწონების საგანი გახდება, ასევე, ალბათ, კამათისაც. და, იმედია,  გულგრილად არ დატოვებს  მედია და მაყურებელი.

 

 

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი
17 (30) აპრილს მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 433) ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსი და მისთანა მოწამენი: ავდელია და ანანია ხუცესი, ქუსდაზად საჭურისი, ფუსიკი, ავატი, ასკიტრეა და სხვანი
17 (30) აპრილს მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე სვიმეონ სპარსთა ეპისკოპოსისა და მისთანა მოწამეთა: ავდელიას და ანანია ხუცესის, ქუსდაზად საჭურისის, ფუსიკის, ავატის, ასკიტრესა და სხვათა (+344) ხსენების დღეს.
gaq