საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

დაიფარებიან მწვერვალები?! - ოთარ ჩხეიძის დიდი გენია
ლალი ბარძიმაშვილი

                                                                                                   

                                                                       ''მარად კურნება და   მარად აღდგენა.''

                                                                        ''სიტყვასაც თავის მანძილი აქვსო.''

                                                                                             ოთარ ჩხეიძე.

    განსაკუთრებული, საინტერესო  ხელწერის  და სიმართლის მსახური, კლასიკოსი  მწერალი. დისიდენტური აზროვნების  უბადლო შემოქმედი. თავადვე  იყო რეპრესირებული ოჯახიდან... გადმოსცა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლებოდა.                                             ოცდაორი რომანის ავტორი, პუბლიცისტი, ლიტერატურათმცოდნე...

ერთი უჩვეულო  და ნიშანდობლივი თავისებურებაც: - იგივე  პერსონაჟები მეორდებიან  რომანებში სხვადასხვა ვითარებაში, ზოგან წინარე ამბავს ჰყვება. თუმცა ეს რომანები სრულიად დამოუკიდებელია ერთმანეთისგან  ანუ არ იცვლება რამე, თუნდაც არ ვიცოდეთ რომელიმე  ნაწარმოები... რატომაა ასე, რაღა  მაინცდამაინც ერთი და იგივე გმირები? ისინი არ არიან ჩვეულებრივი ლიტერატურული პერსონაჟები! ამგვარად, ეპოქის გმირებს ხატავს, ადამიანთა ისტორიას ქმნის, ეპოქის  ხასიათს... არ ცვლის გმირებს, ამბავია ან დრო  - ცხოვრების მონაკვეთი,  სხვადასხვა.  თითქოს  რეალურ გმირებზე საუბრობს. გახარებს კიდეც, როცა  მათ კვლავ ხვდები სხვა რომანში და  უფრო ახლობელიც, შინაგანი ხდება  ყველაფერი. საერთოს პოულობ და ექცევი მასში და ეს პერსონაჟებიც შინაურდებიან შენთვის, მათ რეალობაში ხარ. აღარც გავიწყდებიან და რატომ უნდა იყვნენ სამახსოვრონი, ამაზე  შემდგომ...

''თურმე შეიძლება ირჯებოდე  მართებულადა და ისჯებოდე  უმართებულოდა.'' - ერთგვარი  შემოქმედებითი და ცხოვრების კრედოა. წერს ერთგან და ეს ჩანს ბევრგან როგორც იმდროინდელი  დამღა. ისიც ღირსეულად  ეწევა  ამ უჩვეულო ხვედრს - ირჯება სიმართლისთვის ურგებ დროში.

''მთაგრეხილი'' ღერძია მისი შემოქმედების, ასევე - ''ბორიაყი'' (ნისლს ნიშნავს).

შევჩერდეთ პირველზე.  ''დიდი  მთაგრეხილი...'' - ამგვარად იწყება რომანი;  დაწყება და ეპიგრაფიც სრულიად საპირისპიროა შემდგომ მონათხრობისა. ამ გრანდიოზულობის შემდეგ სრული კონტრასტია და სხვა რამაა თქმული, - ''როგორღაც  არეოდათ წუთისოფელი... ვერც რო დროზე ვერ გამგზავრებულიყვნენ, ვერც დროზე  ეძინათ, ვერც დროზე ჭამდნენ... არეოდათ, ვერც რო სიტყვაპასუხი მოეძებნათ შესაფერისი  დროისა''. ამ ქვეყანას ეს მდგომარეობა არ შეეფერება. დასაწყისის ფონზე, რა შეუსაბამობასთან  გვაქვს საქმე, სრულიად განსხვავებულ  ვითარებასთან. პირველი  უჩვეულო შტრიხიც -  თხრობა იწყება პატიმრის გათავისუფლებით, ის სამშობლოში ბრუნდება... პატიმრის ეპიზოდითაც სრულდება რომანი,  ანუ  ვიღაც  რჩება  პატიმრობაში. ეს არ არის თავისუფალი ქვეყანა.

მთავარი გმირი,  ხელოვანი - ფრიდონი საქართველოში  ბრუნდება  შორეული პატიმრობიდან და რა შეემთხვა მას? ''სხვაგან ჩახარჯული ჯანი'',  - ესეც ერთი  მინიშნება... და რისი მსხვერპლი აღმოჩნდა იგი... ადამიანი, როდესაც რაღაც იდეალს ემსახურება და როცა მას გასცემენ ამაზეა საუბარი. შეწირული  ადამიანია, -  ''ანთუ რო ეგონა მეგობარნი,  გასცეს, შეესიენ, დაადგნენ პირზედა, რო აჭმევდა, რო ასმევდა, რო ადღეგრძელებდა, ისინი დაადგნენ პირზედა, ჯერ ამან გასცა თავი, თვითონვე გასცა, იმათთან გასცა, ამათაც  გასცეს...'' აქ   მინდობაზეა საუბარი, არადა, დრო გამცემლურია. ასე  ამოაყოფინეს შორს  თავი ანუ, როცა მოულოდნელად ღალატით გაგწირავენ  და გაგყიდიან, ეს მოხდა ამ შემთხვევაში. გაუგეს, მიუხვდნენ და დასაჯეს... მას თანაკაცნი  არ ჰყავს, მარტოგმირია, უტეხი სულის... გამორჩეულია,  გამორჩეული დედის შვილია.  განსაკუთრებულ ცოდნასაც ფლობს საგვარეულოს, გაუთქმელს - ჰალდეს თიხის მოპოვებისა, მთის ძირში... ფრიდონის სიყვარულის ამბავი  ფონია თხრობის, ახლად შეხვედრილ ქალს უკავშირდება ეს ისტორია; თუმცა მთავარი ეს არაა, მთავარია დრო, რომელსაც ბედნიერი ადამიანები არ ჰყავს, არ ჩანს ასეთი და ყველას რაღაც საზრუნავი თუ თავსატეხი გასჩენია... როგორიცაა  დაწყება  - ''დიდი მთაგრეხილი'' და როგორიც  უნდა იყოს ეს ქვეყანა ასეთი  არ არის.

 ფერი ეცვალა ცხოვრებას. უღირსი დრო ჩამომდგარიყო. თავი ეჩინა სხვაობასაც -  ''ჩამორჩენილთა'',  ''დაწინაურებულთა'';  ''დაწინაურებულნი  რო  დარეოდნენ ერთმანეთსაც და  ჩამორჩენილთაგანაც''. ეს დრო დამდგარა, გამწირავი...თვალში ეჩხირებოდათ მხოლოდ თავიანთიო და  ლაფს გადააღვრიდნენ უცხოთა თვალში...გაუტანელია სინამდვილე. იქვე, ნიშანდობლივი ფრაზაც - ''და  მიჰქონდათ სამშობლოში სახელი თავიანთი როგორც იმპორტული  საქონელი, მერე იქ რო ვეღარაფერი დაუდგებოდათ წინა''...''ქვეყანა გაძლებისა იყო, ცხოვრება გაძლებისა იყო, მეტი არაფრისა,  ვისაც გაუძლია ისა ყოფილა... გაუხდიათ გაუსაძლისადა ეს წუთისოფელი''... ისევ, საგულისხმო  თქმა: - '' არაფერი რო აღარაფრად უღირდათ აღარც რო პიროვნება, აღარც რო გონება, აღარც რო  განათლება, აღარც რო მშვენიერება'' და  ა. შ. და რაზე  მახვილდება  უკვე ყურადღება: - ჩვენ რომ თამარის დროს  თორმეტი მილიონი  ვიყავით, მაშინ  სამი მილიონი ვინც იყო,  ახლა ასი  მილიონია,  თუ  მეტი  არა, ჩვენ სამზე დავედით და სამზე ვტრიალებთო... არეულა დიდი ქვეყანა!

ყველაფერში  იკითხება  ღრმა  აზრი. ბევრი ალეგორიაა, ეთერის ზღაპარია თუ ყვავის  იგავი, რომელმაც  შეივრდომა, მოაშუშა დაჭრილი ქორი, გამოაკეთა, გამოზარდა და რა მოხდა, მეფეს   მოახსენეს ეს იგავიო - ვახტანგს. წესს  გადაუხვია ყვავმან და არა მიეცაო ქება მისთვის და როგორ სავალალოდ სრულდება, პირველი მას მოინადირებს ქორი... არა თქმულა სიყვარული მიუღებლის, მტრისა... ამადაც, ზარივით რეკს ეს  გაფრთხილება:  - ''გაჯეჯილებული სტუმარი მტერზე მტერია, დუშმანზე დუშმანია...''

შეცვლილ გარემოში  წახდა მადლი. იცვალა  ის, რასაც  ცვლილება  არ უნდა შეხებოდა; ''რაღაც დაიკარგა... ცოდოა, მაგრამ იცის ცოდო როა?!... არ იცის''  ქვეყნის შვილმა დაკარგა თავისი ქვეყნის შეცნობის უნარი, - ''ვენახსა ჩეხავს და ნიორსა თესავს, ვენახსა  ჩეხავს და შინდსა რგავს, ვენახსა ჩეხავს და საზამთროსა თესავს... ვაზს დიდი შრომა უნდა, საზამთროს რაო, იმდენი არაფერი, შემოსავალი უფრო მეტი აქვს... აწონა, დაწონა და ასე ამჯობინა, ცოტა იშრომოს და მეტი მიიღოს...ცოდოა, ცოდოა, გემო დაჰკარგა და ჭკუასაცა ჰკარგავს, ცოდოა. და არ იცის, რო ცოდოა.'' სანაცვლოდ, ჭაჭაზე გადავიდნენ, რაც უფრო ეიოლებათო... აუცილებელს  საჭიროება ცვლის. საჭირომ აუცილებელი გააძევა, როგორც ფრიდონია გაძევებული, როგორც ეს ვენახია უარყოფილი.  როგორი ტრაგიზმითაა ეს!.. ჩემთვის სხვაგვარიაო სოფელი, ასეთი არაო, - ''გზა შემოდის მავთუხლართებში... სოფელსაც მავთული შემოვლებია...'' სოფელი ფხიზლობდაო, თუ არა ფხიზლობს, რაღა სოფელიაო,''  და რას მოსდევს ეს ნათქვამი?  - ხილს შაქარს დააყრიან და ღვინოდ გამოადგებათ... გემო დაკარგეს და თრობა ისწავლეს, თრობას  გემო  არც უნდაო... ქართული  სუფრა რო ეპოსი იყოო აღარც ეს ახსოვდათ ამ დროში... ზნე ყველაფერმა იცვალა... აგრეთვე, დანანებით იხსენებს - ''აივნების თბილისსა, დაირების თბილისსა, დუდუკების თბილისსა, ლხინის თბილისსა''...თუნდაც,  ადრე კარს რო  არც მიჭვრიტანა  ჰქონია, წინათ არც იცოდნენო ასეთი არაფერიო  (გასახედ ჭუჭრუტანაზე), გულისწყვეტით და გულშიჩამწვდომად ამბობს, როგორი მისანდობი გარემო იყო;  არ იცოდნენო ეს უკუღმართობები... წერს იმ ხალას, ალალ დროზე გულშეხარებით, დიდ თქმულებათა, მითების ქვეყანაზე...  ძველი და ახალი დროის დასაპირისპირებლად მრავალი ხაზგასმაა; საგანგებოდ იხსენებს, რომ  ირემმა მიაგნებინა განძი ფარნაოზსო, ერი რო ეხსნაო,  ხოხობმა მიაგნებინაო სატახტო ადგილი მეფე ვახტანგსა... თვითნაბადი, იდუმალი სიკეთე იყო, ერთიანი  - ძლიერი გარემო, თავისთავადი, ყველაფერი თანმწყობრი, შეხამებული და  ურთიერთს წყალობდა ყოველივე.

''ქვეყნად ყველაფერი, რო  არ  აირწყვის ქვეყნად ყველაფერი  და  ამაღლებული რო სწორედ ის არი, რასაც საზომი რო ვერ გასწვდება, რასაც საწყაო  ვერ მოითავხელებსო''.  ამ უბადლობასაც გვიჩვენებს... თუმცა, ''ქართულს ქართული  თავი უნდაო''... ''არეოდათ წუთისოფელი,'' ეს დასაწყისიდანვე  ცნაურდება და თვალსაჩინო ხდება, თანდათან  ავსებს  ამ სათქმელს ტრაგიკული  თუ  ალეგორიული შტრიხებით; გადმოსცემს მთავარს, რომელიც სხვა საგონებელია.

''თითო სიტყვა რო თითო ნოველას შეიცავდა'' - მისივე სიტყვები სწორედაც ამ რომანზეა ზედგამოჭრილი...'' სიტყვა სახეა ცხოვრებისაო...  ჩვენი სიტყვა ჩვენი ცხოვრებისაო...''


 ვინ როგორ იქცევა ამ სიდიადის ქვეყანაში, როგორ ვექცევით ერთმანეთს?  ერთგან, წერილში,  საზოგადოების ორ ნაწილზე წერს, ორ ნაკადზე - დამპყრობლის სამსახურში, კეთილდღეობაში მყოფი და ურჩნი, რომლებიც ქვეყანასაც ინარჩუნებენ  და პატიოსნება - ზნეობრიობასაც... ეს სხვადასხვაგვარობაც  საცნობია.


საერთოდ, რომანში ამბები არაა ერთიანად გადმოცემული, ერთიანი თანმიმდევრობით, შტრიხებადაა  რაღაც  მონაკვეთები, ეპიზოდები, (ეკრანიზების შემთხვევაში გაჭირდება კიდეც აისახოს). უფრო ზოგადი თხრობაა, ვიდრე კონკრეტული ამბავი. სამაგიეროდ, რაზე  მახვილდება ყურადღება?  რა სათქმელია მოტანილი? ერთგვარი გაფრთხილების წიგნია... რამდენად იცვლება გარემო  არაღირებულისკენ და  ფასეულობებს რა უხვდება წინ. ურთიერთდაპირისპირებაა სიკეთისა და სიავის, ეთერის ზღაპარიც რომ ცხადყოფს და ხშირად ამ ზღაპრისა გვჭირს...


ორი ძალიან მეტყველი, სახასიათო სურათია, გრანდიოზული პასაჟი, სრულად  რომ  ასახავს ამ ეპოქას...ერთი, იუბილე - ვითომ პოეტს რო უხდიან და ყურადსაღები შენიშვნა:- ''მოდებულიყო ''ტანჯულის კომპლექსი'' და  მკურნალობდნენ იუბილეებითა''.  ბურთა პოეტი - ასე იხსენიებს. ყალბი, არაჯანსაღი გარემო როგორ საინტერესოდაა გადმოცემული და მნიშვნელოვანი სიმბოლური თქმა - ''ფრიდონი გააძევეს, ამათ გააძევეს და თვითონვე მოსთქვამდნენ, ვეწამეთო, ვიჩაგრებითო.'' (გააძევეს არაპირდაპირი მნიშვნელობით). თვალსა და ყურს აღარ უჯერებს იგი - ფრიდონი,  ცხოვრების ნამდვილი გმირი და შვილი, და იდუმალი კითხვაც:  - ნეტავი, ესენი ვიღანი ბრძანდებიანო და ამაზე არც არავინ ფიქრობდაო  იქ.  როგორ გაკილვით წერს ავტორი ამ  დამჩემებელ ტვირთშემცილეებზე,  ჩამნაცვლებლებზე... ყველაფერი შესაძლებელია ამგვარ გარემოში, არასაპატიო საპატიო შეიქნა... ადამიანი თუ ხდება უგრძნობი თავის ფასს და მნიშვნელობას ყველაფერი კარგავს და რაც უპირობოდ, უდავოდ უნდა გადარჩეს, სასწორზე იდება. მიტომაცაა ეს დიდი ხაზგასმა: -  სიბრძნე ისე გაჯაზებულა, ხალხური ისე   გაჯაზებულა... შემდგომო, - ''რუსთაველსაც გადააჯაზებენ, გრიგოლ ხანძთელსაც... შუშანიკი ჰო... აბო თბილელსაც გადააჯაზებენ, კოლაელთაც... გადააჯაზებენ დიდგორსაცა, წიწამურსაც... კრწანისსაცა...   ღმერთმა ნუ ქნასო'', მაგრამ ვინ  უწყის, კიდევ როდისღა გაგვიგონებს ღმერთიო...


აქვე, სანამ მეორე  გრანდიოზულ ეპიზოდზე გადავიდოდეთ, ერთი კიდევ  მკვეთრი ტიპაჟი და აქტუალური სახე  მაღალი მდგომარეობის კაცისა. იგი საჭირო კაცია, მაგრამ არა სასარგებლო - უშანგი, რომელიც ცხოვრებას თავში მოქცევია. გავლენიანი კაცია; გავლენიანობაა ყველაფერი და არა გამო

რჩეულობა...


მისი მძღოლის  ამოთქმა, დარდით ამოძახილიც რაოდენ მტკივნეულია - ''იკარკაცოს, იკარკაცოს, მე ჰო ვიცი თუ რა შვილიც ბრძანდება?... თავი მოაქვს პატიოსან კაცად და ყველა სიგლახეში ფეხი უდგია. ყველა წუმპიდან ამოდის და სხვისი ეშმაკობა უკვირს'', როგორ გაენდობა ფრიდონს გულმოსული, - ''ჭკვიანი ხალხი რიგში დგანან მაგის კარებთანა. არავის არას არგია, თვალში  ნაცარს აყრის ყველასა და მაინც ისევე იქავე დგანან, ისევ ნაცარს იყრიან და ისევ მოდიან, ისევ ნაცარი რო ჩაიყარონ თვალებშია.'' ამათ რო ვუსმენ, აღარავისი აღარ მჯერაო... ამრევია ვინ როგორიაო და მისგან ნაჩუქარ რადიოლასაც  გადასცემს - სამოთხის გასაღებიც იყოს, არ მინდაო... და მთავარნატვრა, - როგორიც რო ვიყავი ის მინდა ვიყვე:  კაცისა მწამდესო... კიდევ  ერთი  გენიალური შტრიხი უშანგიზე, არაგვს გაივლიან და საცნაური თქმა: - ''უშანგი ბარათაშვილი ვერ იქნებოდა, ვერ განიცდიდა მშვენებას არაგვისასა, ვერც  შესძახებდა ქართველურადა...'' და ხატოვანი  მინიშნებაც, ''არაგვი ეგდო სადღაც  ჰე, ძირსა, მალე რო აღარც ეგდებოდა, დამდორდებოდა, დატბორდებოდა...'' ადამიანს აღარ ედო ხელი ცხოვრების მაჯაზე და უქრებოდა ცხოვრებაც, ელეოდა. ის ძარღვი, ის კავშირი, უცილობელი გზნება დაკარგულიყო. ამადაც  ამბობს, ყველაფერთან ერთად  ''მშვენიერებასაც ეზიდებოდნენ''... ან, -''რა არის მშვენიერი მერკანტილურ საუკუნეში.'' კილოვატები მილიარდებიაო... მყინვარიც რო ხელს გიშლიდეს, მოაძერ, მოაძერ... ანუ   როგორ შეიძლება ერთ დღეს ყველაფერს ეცვალოს სახე, იერი, ფასი  და დიდია ეს  ჩამონათვალიც... უთავმიზნო, პარტახი გრძნობები თავჩენილიყო და ღირსება მიქვათახევებული იყო.

ახლა, მეორე  გრანდიოზული ადგილი - ვაჟაობაზე,  ვაჟა რო  დავიწყებოდათო... ფურცელშემოსეული ხალხი, მიტინგს რო ხსნიდნენ გამომსვლელების ბღუჯა ფურცლითო, - ბღუჯა რო ეჭირაო ფურცლებისაო... ორი გენიოსის  შვილის ამბავიც - ვაჟასი და ბარნაველისა, ვაჟას შვილი რო ჩივის - საგულდაგულოდ, ესეც ცალკე თემაა... და ვაჟა რატომ დავიწყებოდათ? - ყველაფერზე საუბრობდნენ, გარდა ამისა. მთავარი დავიწყებოდათ და აზრი შეჩერებულიყო - მატყლზე, ხორცზე, ყველზე, ენერგეტიკის პრობლემაზე, გაზიფიკაციაზე და ეს რიცხვებიც რო  გაუქრა ფრიდონსო - დამსწრეს უხერხული ღონისძიებისა...  ''მხოლოდ მიკროფონი ისევე გადადიოდა მალაყსა აქეთაცა და იქითაცა...'' არავის რო არ ეხამუშებოდა და ეჩოთირებოდა, ფრიდონის გარდა.


''ვაჟასნაირი ვეღარავის ვეღარ წარმოუთქვამსო... რაც რო ნაღები მოგვეპოვებოდაო, ვაჟამ მოგვხადა და   შრატნიღა დავრჩითო,'' - როგორ ჩაურთო ესეც თხრობაში, შვილს ათქმევინა და  ''გამოდიოდნენ, კითხულობდნენ და კითხულობდნენ, ნაღებმოხდილ ლექსებსა კითხულობდნენ''...ზედმეტია ფრიდონი, კარგი  გაგებით, იმ საზოგადოებისთვის, რომლის შეფასებაც დევს, რომ  ნაღებმოხდილია, თავმორთმეული, თავანართმევი  ვეღარ სწევდა მაგივრობას ... საგანგებოდ შენიშნავს იმასაც, რომ  ვაჟას ცხოვრება არ იყო ღარიბული, როგორც მკვლევარები ირწმუნებიანო; ღარიბული არა, უბრალო ცხოვრება, ბუნებრივი ცხოვრებაი ბუნების შვილისაო... და, ისევ, პარალელი არაგვთან  დაკავშირებით, როცა ბრუნდებიან - არაგვს თავისი ქარი მოსდევდაო, ''რო ჩაემუხლათ, პური გაეტეხათ, თვალს მოატყუებს და ცხენს მოაძოვებსო, - ამისი რა გითხრა... მიჰქროდნენ,  მიჰქროდნენ.'' დღეობაზე მიმავალიც და იქიდან მომავალიც ისე  აცდა არაგვს, როგორადაც შორს იყო მისი მგოსნისგანაც... არსად იმგვარი განცდა... აჩქარებულიყო უგულო დრო...  გაურბიხარ  იმას, რამაც სული უნდა მოგათქმევინოს, ძალა უნდა მოგიდგას. მართლაც, რომ თვალსა და ხელს შუა გიქრება წუთისოფელი... ანდა, სანაცვლოს რას პოულობ, ამის მიღმა თუ დარჩი.            ყველა სფეროს უკვე იკავებენ საშუალო ადამიანები. სარბიელზე ისინი არიან. საშუალო ადამიანი იდეურ გადაწყვეტას ვერ მიიღებს. საშუალო  ადამიანი  იდეას  ვერ მოემსახურება! ეს გამოიწვევს თანდათან  ადამიანური ინტერესების დეგრადაციას, დაზიანებას  და ძალიან დიდ სახეცვლილებას მივიღებთ ყველაფერ ამისგან. გამწევი ძალა იყვნენ დიადი ადამიანები  და საშუალოობა ვერ  შექმნის ატმოსფეროს ქვეყანაში, ვერ შექმნის მომავალს, ვერ შექმნის სიძლიერეს... ''დასტკბით თქვენი ბედნიერებით, დასტკბით, რახან რო ტკბობაა ყველაფერი და სხვა არაფერი არაფერიაო....'' ფრიდონს ფეხი და გული ვეღარ შეუწყვია ამ გარემოსთვის... აკი სხვა თავგადასავალიც აქვს.


კიდევ ერთი შტრიხი ამ არასახარბიელო  მდგომარეობის: - ''მთაწმინდა ასე დაბლა რო ჩამოწეულიყო, ზედ რო გადადიოდა  საბაგირო გზაცა, ტრამვაიც რო ზედ გადადიოდა, ლამის შენობები რო ჩამოჰფარებოდა, მაღალი შენობები... რო აწეულიყო ჯებირები მდინარისა, აწეულიყო, აწეულიყო ყველაფერი თბილისში, მთაწმინდის გარდა ყველაფერი რო ამაღლებულიყო''... ლამისო, ხელს გაუწვდენდიო, თუკი იკადრებდი და შებედავდიო.... თვალშისაცემი უსახურობა!.. დათვი რო საძაღლე გახდაო, იმისი საქმე წახდაო. ''დიდი მთაგრეხილის'' ქვეყანას სხვა სიმძიმილი დასდგომოდა... სხვის უღლისქვეშ ყველაფერი გარდასახულიყო. ღვთისდარ ქვეყანასაც და ადამიანსაც პირი  არასასიკეთოდ ეცვალა... 

ღმერთზეა საოცარი სტრიქონები და ამირანის მითის ნაკადი  იჭრება თხრობაში... ''ძალა და ჭკუა ერთად თუ ყოფილა... სიკეთეს სიავე მორეოდა...  'მიწაწყლიანადაცა, წესწყობილებიანადაცა, ისტორიანადაცა, მიისაკუთრეს, მიითვისეს და კუდმოკლე წარსული თავიანთი ამოავსეს უდიდესი წარსულითა, სხვათა წარსულითა.'' მითოლოგიური ნაკადი იჭრება  ამ სხვაობის სურათის წარმოსაჩენად, სხვამ რა მოიტანა ჩვენს წუთისოფელში... ჩვენს კუთვნილ გარემოში სხვა  პოულობდა თავის წილს, იხვეჭდა, ამიტომაც გვიჩვენა მთლიანობის დაშლა - წახდენა: იმ  ირმით, ხოხობით, ვენახზე გულის აყრით, იგავით, აივნების თბილისით... რაც  გარდასულიყო, გარდასახულიყო თავსმოხვეული ცვლილებით. ხან უცვლელობაც სავალდებულო ყოფილა. ამიტომაც ამბობს, რომ ''ცვალებადობა მარადიული იყო და ცვალებადობა იყო უცვლელი და უცვლელი იყო მარადიული''... სახეცვლილი გარემო იმ სხვას უმართავს ხელს  და არა ქვეყნის პირმშოს... გულის ძილით თუ არ გძინავს, მწერლისა არ იყოს, გაიგებ ამას.


ბუნებრივის და ხელოვნურის დაპირისპირებაც  არის რომანში  და არჩევანიც -  რაა უმჯობესი...  არცა სხვის გუნებისად არ ეწყობა ქვეყანა, არ ეწყობა სამშობლო. ეს ჭიდილიც ისე  საოცრად ალეგორიულად გადმოსცა მერე, ხატოვნად, მკაფიოდ, რომ სიმძიმილი კი არაა მასში, საამაყოა, სისხლხორცეულად შეთვისებული თუ ხარ  შენს გარემოს... მაშინ  ხარ მთლიანიც, ძლიერიც, რითაც იწყება - ''დიდი მთაგრეხილი'', თუ  ამ დიდში ხარ მოქცეული, ძალმოცემული. ძალიან დიდ ალეგორიას ქმნის უკვე, რასთან გვაქვს საქმე და გამოსავალი რაშია... ვნახოთ, ვისი სახე  ცოცხლდება ამ დროს? - ''აქ  დაებორკათ ღმერთი'',  ღმერთია აქ  და  აქ უნდა იყო, სადაც ისაა, არა იქ - სადაც უშანგია, ან  ბურთა პოეტი. - ''აქ დაებორკათ ღმერთი. ესენი ბორკილით იქ მოეყვანათ, რო დაემცირებინათ, რო  გაემწარებინათ, კიდევ უფრო და უფრო რო დამტკბარიყვნენ გამარჯვებით... სტკიოდა მაჯები ნაბორკილანი''... დიახ, შენც უნდა გეტკინოს ის, რაც სტკივა ღმერთს!.. როცა წყეული დროა  და აკი გვიამბობს კიდეც, ხატებს როგორ წვავდნენ, როგორ მართავენ  ხატების ჭიაკოკონას, (რაც მანამდეა მოგვითხრო)... ვინ შეიძლება  იქმოდეს ამას?!  მოსული, აი,  შტრიხიც მათზე -''სვლეპავდნენ, რო არ იცოდნენ ღვინო რა იყო, ყურძენი რა იყო,  ვენახი რა იყო... არაფერი რო არ იცოდნენ... სვლეპავდნენ და გორაობდნენ, გორაობდნენ  და ხარხარებდნენ.'' აი, ვინ იქმს!.. ასეთია დამაქცევარის  შინაგანი სახე, იმან რა იცის შენი მადლის და რას უნდა უფრთხილდეს? ის აღასრულებს, რაც მისი წესია. მანვე მოიტანა გაუფასურება, გაუსაძლისობაც. სადაც ესაა - ღმერთდაბორკილობა, იქ გამარჯვებაც დროებითია და იმ სახედაკარგულ გამარჯვებულებს ასე უგვანოდ, უმსგავსოდაც გვიჩვენებს, არაადამიანური შტრიხებით: სვლეპენ და მუსრავენ ხითხითით... სიყვარულის თვისებაა მადლი; ბედნიერებას სიხარული უყვარს და სწადია, აღრევა, ქაოსი თავისთავად მტარვალობაა და დროებითი მოვლენა... გადატანითი მნიშვნელობით, როგორ ალეგორიულად ითქვა ყოველი, ძალუმად...''შავი ღრუბელი მოეყარა ამირანის თავზედა... კავკასიონზეო, ეს ერთი სახელი ძლივს დაესწავლათ''.... და  აქვე, ახალწოდება:  ''ამირანთელები'' - მოდგმა ამირანისა,  მხსნელის  და  დაუსრულებლობა ამისა...  ეს გრძელდება, ეს,  მისია, როგორც რო დავალება, როგორც რო წესი.... როგორ იწყებს თავიდან და როგორ ასრულებს. ეს სურათია მთავარი და არა ის, ბოლოს   რა  ჩანს  ან  მიმდინარე ამბები, ეს კი  ხდება, მაგრამ  ამის მიღმა რაა კიდევ?  ესაა  აქ მოქცეული, როგორც არსი,  ცხოვრების დედააზრი... ამიტომაა,  რომ არც  ფრიდონი ირიდებს ხვედრს, არც ჯუანშერი... ეს არის ის მარადიული უცვლელობაც, ზემოთ რო ითქვა... და უკვე, რასთან იგივდები შენ... თუკი  ღმერთი დაბორკილია, ამირანის თავს შავი კუნაპეტი ღრუბელია, შენ სად ხარ როგორც ქართველი! უშანგივით შეგიძლია აუარო გვერდი არაგვს, უგანო ბარათაშვილს, უყელო, აუქციო მხარი ცხოვრებას, გაექცე თუ  აქ  ხარ!.. დიდი სიცოცხლე ესაა!.. თუ  ეს ყველაფერი გაგისხლტა ხელიდან, რად  ღირხარ მაშინ!..  აქ  ხარ თავისუფალი და  არა  იქ, უშანგივით რო  გაუქროლებ არაგვს, ან ბურთა პოეტივით ყასიდად როცა გამკობენ... მაინც  ეს  არის, ყველაფრის მიუხედავად, ის დიდი, არსებითი, ის იდილია,  ურომლისოდაც არარაობა  ხარ. ამ ტკივილნარევი, ამ ტკივილნაზავი ცხოვრებით ადამიანობ შენ!..  აქაა ის ''მართებული  გარჯაც, უმართებულოდ  დასჯაც''  რომ  უხვდება...  სიცოცხლის ძალაც ამაშია. აქ  უტოლდები  იმ დიდ მთაგრეხილს, იმ ამირანს, ღმერთს!..  იქ, სადაც ორომტრიალია  ქვეყნის, უშანგის, ბურთა პოეტის, იკარგები,  შორდები თავს, აქ  კი პოულობ შენს თავსაც და მისიასაც. სად განხორციელდები, სად დადგინდები!.. ჯუანშერსაც  მიტომ  ვერ შველის უშანგი, ის  არაა  გადამრჩენელი... (ჯუანშერიც რა ფასეულობას ატარებს, ესეც ცალკე თემაა)... მისი, პატიმრის ეპიზოდითაც სრულდება და რას თხოულობს იგი?! ხატს,  ისევ მაგითი თუ  მოვიბრუნებ სულსაო. ხატის სიმბოლო  ანუ  იმედი  რჩება, მაგრამ  რომელი  ხატია  ეს?!  წმ. გიორგის! - ''ტყვეთა განმათავისუფლებელის, უძლეველის, წინამბრძოლის''... ამირანის შემდგომ წმ. გიორგი - არა  მიჯაჭვული, არამედ წინამბრძოლი!  მხსნელი!..                                                                                   


        დასკვნა ასეთია: კი არეულა  ეს ქვეყანა, მაგრამ უცვლელია, ფრიდონი ჰყავს, ჯუანშერი ჰყავს, დიდი ვაჟაა მისი შვილი,  განუმეორებელი ქვეყანაა,  წმ. გიორგის  ხატქვეშ და საფარველქვეშაა, როგორც ის პატიმარი, რომელიც რჩება ამ ხატის ამარა და ყველაზე საიმედო მცველთან რჩება!.. არც ის დავივიწყოთ რა დროში იწერება ეს სტრიქონები, ხოლო  რაც  აკლდა დროს ისევ სიყვარულს უნდა შეევსო!.. იდეალს ემსახურება ის, ვინც თავის თავი დათმო... ასე რომ, დამანგრევლებსაც არ გამოსდით ყველაფრის დანგრევა... მხოლოდ იდეალურს  და სამაგალითოს ძალუძს სიკეთეს გადააჭარბოს, თავს გადააჭარბოს!.. დრო კი გამოცდაა...

 კითხულობ  ნაწარმოებს და სული  გეკაწრება, გარღვევს და გამთლიანებს, შიგნიდან ირღვევი და მთლიანდები იმგვარი წიაღსვლებია... თუ  შენი სამშობლოს შინაური ხარ ამ წიგნს გაუგებ!..

  და  სულ ბოლოს, - რას  გავუყვივართო,  ჩვენვე  თუ  არ გავიყავითო თავი... (ილიას და მოხევის დასასრულივითაა, ეს ბოლო აკორდი, ძალიან მჟღერი, ძალიან ინტონაციური, ვითარცა საგანგებო მახვილი).... როგორი საამაყოა, რომ ეს  დაიწერა  იმ  შეუძლებელ დროს, დაიწერა ვაჟკაცური გამბედაობით, ესოდენ სიყვარულით, სიბრძნით. მწერალიც იმ ვალით დადის, რაც კაცური კი არა, კაცადკაცურია, როგორც ერთ რომანში  განაცხადა: -''ღირსებაც  კაცურია, სისუსტეცა, სიკეთეც კაცურია, სიავეცა, მაგრამ არის კაცადკაცურიცა, ეს სიავის აცილებაა, ეს სისუსტის ძლევაა''... მართლაცდა, თავისივე გმირზე თქმული სხვა ნაწარმოებში: ''სიტყვას იმისას რო ფასი ჰქონდა, ნათქვამს იმისას რო ძირს არ დაუშვებდნენ'', თავადვე ესადაგება. სატევარივით უხვდება გადაგვარებასაც და  კვალკეთილადაც მიგვიძღვის! ! ასეთი რჩეულებით რჩეულობდა ეს ქვეყანა და კვლავ ერთი პასაჟი, როგორც თავარსი, შემკვრელი ყველაფრისა, ბოლოთქმად  დიალოგიდან: -  სიყვარულიო, - რომ  ამბობ, რა  ღირს ეგ შენი სიყვარული? და პასუხი - განუზომელია...

მწერლობა  ფასეულობათა საცავია!

                        ლალი ბარძიმაშვილი  -  მთავარანგელოზობა, 19 სექტემბერი, 2019.

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი
12 (25) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის (+1795) ხსენების დღეს.
წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) და გიორგი-იოანე (მხეიძე)
8 (21) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა აღმსარებელთა: იოანესი (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანესი (მხეიძე) (+1960)
gaq