|
ნინო ნაკაშიძე
ნინო იოსების ასული ნაკაშიძე (ქალიშვილობის გვარია ანთაძე) (დ. 13 იანვარი, 1872, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა — გ. 2 ივლისი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფიაპირველად სოფლის დაწყებით სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო და გიგო შარაშიძეები. შემდეგ გადაიყვანეს ოზურგეთის ქალთა ორკლასიან სასწავლებელში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ნინო ქიქოძე და მარიამ დემურია. შემდეგ დაამთავრა თბილისის საბებიო ინსტიტუტი და პეტერბურგის ქალთა კურსებზე ისმენდა ლექციებს. 1892 წელს გაიცნო მომავალი მეუღლე, პუბლიცისტი ილია ნაკაშიძე და 1894 წელს დაქორწინდა მასზე. 1902 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი „იმედი“ ჟურნალ „კვალში“. მეუღლესთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. იქ 1903 წლამდე მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნაწარმოებები „ძიძა“, „შობა“, „დამნაშავე“. 1904 წელს მარიამ დემურიამ და ნინო ნაკაშიძემ საბავშვო ჟურნალი „ნაკადულის“ გამოცემა ითავეს. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში, რომელსაც გურიაში აჯანყება და რესპუბლიკის გამოცხადება მოყვა. ამის გამო დაიჭირეს და გადასაახლეს ვიატკის გუბერნიაში. 1910 წლიდან, მარიამ დემურიას გარდაცვალების შემდეგ 1928 წლამდე რედაქტორობდა საბავშვო ჟურნალ „ნაკადულს“, აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს.
ნინო ნაკაშიძის კალამს ეკუთვნის რამდენიმე პიესაც. მათ შორის აღსანიშნავია „ვინ არის დამნაშავე?“ (1908), რომელის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. ის ასევე ითვლება საბავშვო თეატრის ერთ-ერთ დამაარსებლად. დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. |
|
|
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. | წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. |
| | | |
|