საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ვიქტორ გრებენიუკი (ძმა ვიქტორი) - "ასი ათასი" (ტრაგედია)
ვიქტორ გრებენიუკი (ძმა ვიქტორი)
ვიქტორ გრებენიუკი (ძმა ვიქტორი)
 


ასი ათასი
ტრაგედია
 
 
                                       მოქმედი პირნი
 
ჯალალედინი - ხორეზმის სულთანი
                  კირ-მალიკი- მისი მხედართმთავარი
შარაფი  - მისი ვაზირი
იუსუფი
ჯამილი                -        მუსულმანი პოეტები
                  აბუ-ბექრი
ხორეზმელი მეომრები
ტფილისელი წამებულნი
 
მოქმედება მიმდინარეობს 1227 წლის ოქტომბერ-ნოემბერში
 
 პიესას საფუძვლად უდევს შემდეგი მოვლენა.
მონღოლ-თათართა ლაშქრისაგან შუა აზიის ქვეყნის - ხორეზმის დამარცხების შემდეგ, ხორეზმის სულთანმა ჯალალედინმა მთელი თავისი საქმიანობა წარმართა ანტიმონღოლური მუსულმანური კოალიციის შესაქმნელად (მონღოლ-თათრები იმხანად წარმართები იყვნენ). რეგიონში მაშინ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა ქრისტიანული საქართველო, რომელსაც მართავდა დედოფალი რუსუდანი. სულთანმა მას ცოლობა შესთავაზა, რაზეც რუსუდანისგან უარიმიიღო. პასუხად,  1227 წელს ჯალალედინმა დაიწყო ომითბილისში მცხოვრები მუსულმანების იმედით, რომლებაც მას ჩააბარეს ქალაქიცა და მისი ციხე-სიმაგრეებიც ისანში. გამარჯვება კიდევ იმდენად იყო სულთნისთვის ფასეული, რამდენადაც მას ხელში ჩაუვარდა რუსუდანის ხაზინა და მან თავისისახელი ამოტვიფრა დედოფლის ოქროზე.
მაგრამ ხვარაზმშაჰის საბოლოო მიზანი იყო საქართველოს მიერთება მონღოლების საწინააღმდეგო მუსულმანური კოალიციისთვის და, შესაბამისად - თავდაპირველად მისი ისლამიზაცია. ქრისტიანობის დათმობის პროცედურა ასე წარმართეს: სიონის ტაძრიდან მტკვარზე გადებულ  მეტეხის ხიდზე გაიტანეს მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. თბილისის ყოველ მცხოვრებს უნდა დაებიჯებინა მათზე და ისე გადასულიყო მტკვრის მეორე ნაპირზე და მეჩეთში მიეღო მაჰმადიანობა. ხოლო მას, ვინც პირჯვარს გადაიწერდა და არ შეურაცხყოფდა ხატებს, იქვე სიკვდილით სჯიდნენ და გვამებს მტკვარში ჰყრიდნენ. სულთანი ამას სიონის ტაძრიდან უცქერდა - ტაძარს მოხსნილი ჰქონდა გუმბათი და მის ნაცვლად იქ მუსულმან მმართველს დაედგა ტახტი.
ისინი, ვინც უარი თქვა ქრისტეზე, ძალიან ცოტანი აღნმოჩნდნენ. წამებულთა გვირგვინი კი დაიდგეს ასი ათასმა ქართველმა და სომეხმა. ეს არის ერთი ყველაზე დიდ ტრაგედიათაგანი ქრისტიანობის ისტორიაში.
 
 
                                                 სცენა 1
 
                                              გამოსვლა 1
ხვარაზმშაჰის ბანაკი ტფილისის კედლებთან, სადამდეც აღწევენ ქრისტიანებთან ანგარიშსწორების ხმები.
ჯალალედინი, შარაფი, კირ-მალიკი და ხორეზმელი მეომრები
 
ჯალალედინი
ესეც ტფილისი... დიდად ნაქები
ციხე-ქალაქი: მაშრიყის კარი!
კაცი არ იყო მისი ამღები,
მე კი მოვედი და დავიპყარი!
 
ჩემს გამარჯვებებს სწყალობს ალაჰი,
ზეობს მექა და ხარობს მედინა!
თუ შევარჩინო ამ ხალხს ალაფი,
ნუღარ ვიწოდო ჯალალედინად!
 
ლაშქარს ვუბრძანე: მოსრან ყოველი,
ქალაქი ქალაქს აღარ მოჰგავდეს;
ყრმაც არ დაინდონ - ნახონ მლოცველი -
მგლის ლეკვი მოჰკლა უნდა მგლობამდე!
გურჯთა ქვეყანა მის დედოფლებით
სამარადისოდ უნდა მომთავრდეს!
 
შარიფი(თავის დაკვრით)
-ო, სხივნათელო მუსლიმთ მეუფევ,
შენს ფერხთა მტვერსაც მომეცი სიტყვა.
ადრეც გამცნე და გაგიმეორებ,
რაც არაერთგზის აქამდე მითქვამს.
თუ დაუღვრია ამ დრომდის სისხლი,
შენთვის კვლავ დაღვრის შენი ამალა...
მაგრამ, ხომ არ სჯობს, მოვეპყრათ სიბრძნით
ქრისტიანების რწმენის სამალავს?
 
ჯალალედინი
-ვკითხოთ კირ-მალიკს, თუ რას გვიბრძანებს!
 
კირ-მალიკი
-გეტყვით, რომ მოველ შუა ომიდან.
გზად თანამგზავრი წამოვიმძღვარე -
თუმც გიაურთა ქვეშევრდომია,
ხვარაზმულ კილოს რჯულით ითავსებს
და შენი ნახვის მეტად მდომია.
ჯალალედინი ანიშნებს და შემოჰყავთ იუსუფი
 
იუსუფი (მუხლს იყრის)
მადლობა უფალს, შაჰთან მოვედი
 
ჯალალედინი
თუ რომ მოხვედი, მოსულხარ ვისგან?
 
იუსუფი
ვარ ხორეზმელი და ვარ პოეტი
 
ჯალალედინი
ხომ ამ მხარეშიც თაყვანს სცემ ისლამს?
 
იუსუფი
ისლამსაც ვცნობ და  აქაურ ზნესაც,
რწმენით არა აქვთ შუღლი და მტრობა.
აქ ყველა ხალხი თავის ღმერთს ესავს -
ყურბან-ბაირამს, ფესახს და შობას.
 
ხელს არ გვიშლიან ჩვენი ღმერთები,
მშობლიურ ხმაზე ენა ავიდგათ,
იმამიც გვყავს და გვმოძღვრავს მექთებიც,
გვიდგას სასახლე აქ ისლამისტთა
პოეზიისთვის - თავისი ნებით
აგვიგო ჯერაც მეფე დავითმა!
 
კირ-მალიკი
თქვი ქუჩა-ქუჩა რისად დადიხარ
 
   (იუსუფს ქეჩოში ჰკიდებს ხელს)
მოსატყუებლად: მუსლიმთ ქათიბში
გამოწყობილი - თუ მსტოვარი ხარ?..
 
ჯალალედინი
-ჰა, ფერი მიგდის, პოეტო შიშით?..
 
იუსუფი (ენაბორძიკით)
-სიცრუე გკადროთ, როდი ვაპირებ
თავის მართლებას - ისე ახლოდან
გრძნობით ვერთვოდი მე მტკვრის ნაპირებს,
ომი თუ იყო, აღარც მახსოვდა.
 
ასეთი დაგვყვა პოეტებს ბედი,
ომშიც თან დაგვდევს ჩვენ შთაგონება,
მე შემოდგომის ფერებში ვმზერდი,
მტკვარი ტალღებს რომ მოაგორებდა.
სულთნის ხალხი რომ დავლანდე გვერდით -
დამრჩა რითმები მოსაგონებლად.
 
ჯალალედინი(იუსუფს აწვდის ფულით ავსებულ ქისას)
აჰა, აიღე, ბედ მიითვალე -
პოეტზე ზრუნვა ვალად აქვს სულთანს.
ბრძოლის ქარ-ცეცხლი ჩაივლის მალე
და დანარჩენსაც მიიღებ სულმთლად.
 
ოღონდ აცნობე აქაურ მუსლიმთ,
შემოგვაგებონ რტოები დაფნის
ქრისტეს მოსავებს გაავლონ მუსრი
და არ შეეკრან არავის ზაკვით.
 
ხოლო დაჰკარგავს ვინც კი ღირსებას,
ახსოვდეს ყველას, რომ მისი ბოლო
გიაურთაზე მძიმე იქნება...
 
იუსუფი
-მე კარგად მესმის, ჩემო ბატონო.
 
ჯალალედინი
-ჰოდა, ეცადე, ჩემი დიდება
შეუფასებლად რომ არ დატოვო!
 
სცენა II
      გამოსვლა 3
ისლამისტ პოეტთა სასახლე თბილისში
იუსუფი, ჯამილი და აბუ-ბექრი
 
იუსუფი(ათვალიერებს ეტრატთა გორგალს)
 
„შენზე, თბილისო, სიმღერა მინდა
ვიყავ სტუმარი აქ სასურველი.
ჩემი ვარსკვლავი აქ ამობრწყინდა,
აქ პოეზიის ვიგრძენ სურნელი.
 
ხარ ვარდის ბუჩქი ედემის ბაღში,
მე შენს სიყვარულს ვერ დავეხსნები.
უშენოდ ბაღის გარეშე დავრჩი“...
              (ნაწერებს ცეცხლში ყრის)
მარქვი - აწ როგორ ვწერო ლექსები?!
 
დღეს გაგიმეტა თბილის-ქალაქო
შენ სასიკვდილოდ ჩემმა ღალატმა;
ვის გავუმხილო და ვის გავანდო:
პოეტს ყონაღი მიჰყავს ჯალათთან.
სახელი ჩემი ჩემდა სანაღვლოდ
სამარადისოდ წარსულს ჩაბარდა.
 
(იღებს სხვა ხელნაწერს)
„შორეულ ღრუბელს ჰგავს ჩემი სატრფო,
ტრფიალი ჩემი ისწრაფვის ცისკენ.
 თამარის გვერდით მე ყოფნას ვნატრობ,
მინდა მის გვერდით მეც ღრუბლად ვიქცე -
ცის კაბადონზე ჩვენ ვიყოთ მარტო
და ლაჟვარდების გავუყვეთ სივრცეს“...
 
(მანუსკრიპტს ისვრის ცეცხლის ალში)
ჩემი ყვავილი მევე გავთელე,
ვარ განუსჯელი რადგან მებაღე,
დამსხვრეულ ჭურჭელს რა გაამთელებს -
თუკი კაცობას გადაეღობე!
ლექსთა ჰანგების ხმა აღარ მესმის,
ჩემგან რითმებიც უკუმიიქცა.
თვალს ვერ ვუსწორებ სინდისს და მერმისს -
„იმედი მუსლიმთ პოეზიისა“!
 
ჯამილი
შენივე ფეხით თავს რად იწიხლავ,
შენც ხომ იცი, რომ არა გაქვს ბრალი.
გარყევს დროება, როგორც მიწისძვრა -
როგორც დელგმა და როგორც გრიგალი!
 
იმასაც ხვდები - ტოლი და სწორი
 ჯალალედინის არ ვართ არცერთი...
 
აბუ ბექრი
პოეტი მყოფობს უგვანთა შორის
 
 
იუსუფი
ვაი, რომ ჩემს თავს კაცად ვაგდებდი!
თურმე ვყოფილვარ თოკივით რბილი.
 
ჯამილი
არადა, ყველა - ქართველ-სომეხი
 
აბუ ბექრი
- ხმას როგორ იღებ - მხდალი და ფრთხილი!
 
ჯამილი (აბუ ბექრს)
შენ მაინც გჯობვარ იცი, ყოველმხრივ...
(იუსუფს)
შენ კი არაფრის ცოდვა არა გაქვს,
გადმოგვეც სულთნის დანაბარ
ვიქტორ გრებენიუკი
ები.
ეს შენ კი არა, ბჭედან  ალაყაფს
აბდულამ შეხსნა დიდი კარები!
 
არ გადმოგეცა წვრილად ამბები,
გენახა ჩვენი საცოდაობა!
თანამოძმეებს ავიჯანყებდით,
ურჯულოსთვის კი არ აქვს სხვაობა -
ჩვენ მათთვის ვრჩებით სარკინოზებად,
სასიკვდილოდაც არ ვედარდებით...
 
კიდეც თუ ყველა დაგვეხოცება
ჯალათის კუნძზე თავის დადებით!
კვლავ მოგიწოდებ, თავს ნუღარ ჰყვედრი -
რწმენის დღე გვიდგას გასაოცები,
მეტეხის ხიდთან მათ ელის ხვედრი
მაჰმადიანის რჯულზე მოქცევის!
 
აბუ-ბექრი
რომ გაგიაროს ამ დაღონებამ,
წადი, კლდისუბნის კალთებს ეწვიე -
გაგინათდება გულიც, გონებაც:
იყო ქალაქი, ახლა-ფერფლია!
 
თუ მეტეხისკენ გზას დაადგები,
თვალი უკეთესს რას დაინახავს -
დინებას მიაქვს მათი გვამები,
ვინც ჩვენი რჯული არ შეიწყნარა!
 
დედებს ძუძუდან ბალღებს აცლიან,
შუბზე აგებენ ბაირაღივით...
შენს პოეზიას, ბულბულ-ვარდიანს...
 
ჯამილი
გამოუჩნდება დღეს სხვა რაყიფი.
არ გაგვემარჯვნა და მათ მაგიერ
ჩვენგნით წითელ მტკვარს დაინახვიდი!
 
გამოსვლა 4
შემოდის  კირ-მალიკი
 
კირ-მალიკი
აი, სასახლეც - პოეტთა ბინა,
ვინც ლექსების თხზვით არის სნეული.
და ეს მათ შორის ალმასებრ ბრწყინავს,
სხვათაგან ნიჭით გამორჩეული.
(იუსუფს)
ჩვენ შევხვედრივართ ბევრჯერ აქამდის,
და იმედი მაქვს, შევხვდებით კვლავაც -
გაჰყვება შენი ლექსების მადლი,
თუ ვინმე ოდეს შეუდგა ალაჰს -
კავკასიიდან შორს მაშრიყამდე,
ვინც დღეში ხუთგზის ასრულებს ნამაზს.
 
ეს საუბარი ჩვენს შორის დარჩეს.
რწმენა ხარ ჩემი, სულთნის, ვეზირის...
ვიცი, ძირს დროშას არ დასწევ არცერთს -
არც ისლამის და არც პოეზიის!
 
თბილისი ცეცხლში იწვის და ხრჩოლავს,
იავარვყავით მთელი ქალაქი;
მაგრამ ჩვენ ამით როდი ვწყვეტთ ბრძოლას,
ქალაქი როდი არი მთავარი.
მთავარი არი ურჯულო ხალხი,
რომ მოვაქციოთ რჯულზე მაჰმადის -
მეტეხის ხიდზე ხატები დავდგით,
თუ იქ ვინცა ვინ ხიდზე გადადის,
ყოველმა უნდა შერისხოს ხატი -
სასუფეველი ჰპოვოს მარადი!
 
მაგრამ ვაი რომ არ ტყდება ნავსი,
მათ უსაშველო რწმენა უპყრიათ -
დათვალეს ჩვენთან - ათასჯერ ასი
გვამი ხიდიდან გადაუყრიათ.
 
სიონის ტაძარს მოხსნეს გუმბათი,
იქ ტახტზე სულთნის დასაბრძანებლად -
ზის ტახტრევანდზე ჩვენი სულმნათი
და ქრისტიანთა უცქერს წამებას.
 
მოდიან კუშტად, მდუმარედ, დინჯად -
მათ, როგორც ნახირს ერეკებიან...
იესოს ხატთან იწერენ პირჯვარს
და მერე სიკვდილს ეგებებიან,
სიცოცხლის ფასად სირცხვილის ზიდვა
მათგან არავის უკადრებია!
 
ხიდის გადმოღმა მოლა ვერ იძენს
ახლად მოსაქცევ საკუთარ სამწყსოს...
დანა არ უხსნის პირს ჩვენს ხელმწიფეს,
სახილველისგან ჭმუნავს და დარდობს.
 
ჰოდა მე ახლა შენ რჩევას გაძლევ
(მე და ვეზირმა განვსაჯეთ ერთად),
უნდა დასთხოვო სულთანი განცდებს,
გადაუყარო შენ უნდა სევდა.
თუკი ხოცავდნენ დღეს ქრისტიანებს,
ისევ დახოცვენ ხვალაც და ზეგაც
 და შენ ჩემს რჩევას გაიზიარებ,
იმ საქმისათვის, რაც გთხოვე წეღან.
 
 
იუსუფი
ეს რა გამოდის, ჯალათის ცულით
უნდა გამოვდგე მოძღვრად და მისნად?
ალაჰის გმობა ეს არის სრული -
ჩვენ ძალადობით ვავრცელებთ ისლამს?
 
კირ-მალიკი
თუ წინაპართა მოგყვება რჯული,
გახსოვდეს - მუსლიმთ სამკვიდროს იცავ!
 
 
სცენა III
მოქმედება 5
ჯალალედინი და იუსუფი სიონის ტაძრის თავზე. მთელი სცენის მანძილზე მრავალრიცხოვან ქრისტიანთა ლანდები მიემართებიან მეტეხის ხიდისკენ, ისმის: „დიდება უფალს“, „სახელითა მამისათა,  და ძისათა და სულისა წმიდისათა“, „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შეგვიწყალე“ და სასიკვდილო წამოძახილები.
 
ჯალალედინი
უწყი, პოეტო, ეს გამარჯვება
ჩემი დიდების ფურცლებს გადაშლის;
ჩემი სახელი აღიბეჭდება
ქართულ ოქროზე, ზარაფხანაში.
ახლა პოეტო, შენ გევალება
ამ მოვლენების კარგად აღნიშვნა.
თორემ სულ მალე დახურდავდება
ოქრო სულთნის და რუსუდანისაც.
 
მხოლოდ მრწამსია სამარადჟამო,
გადმოცემული ბრძნული სიტყვებით;
ქება, სახელი, ფული გაკმარო -
ჩემი მეფური სიტყვით გპირდები.
და შენი ნიჭით მთელ ამ სამყაროს
სხვა ფირდოუსადმოევლინები!
 
იუსუფი
უნდა დამეწყო მწყობრად პოემა,
იქნებ „შაჰ-ნამეს“ დასადარები,
მყავდა რუსთამიც, დავსახე თემა,
კარგ პოეტადაც მაღიარებენ.
 მაშ, რაღა არის ხელის შემშლელი,
თუკი ერთმანეთს სიტყვებს ვურითმავ?
რად გამირბიან გვერდზე ლექსები,
რად ვერ ვაყოლებ მათ ჩემს გულისხმას?
ალბათ იმად, რომ დღეს ვერ შევძელი
სულთანო შენთვის მე უარის თქმა!
 
ჰოდა, დავიწყებ სულ სხვა ამბებით,
რჩევა-ბრძანებებს რაკი არ იშლი -
 როგორ დაინთქა შენი ჰარემი
აბობოქრებულ სინდის ტალღებში!
ეს - ინდოეთის ეხება რბევას,
მტერმა ჯარი რომ გაგინახევრა;
მცირე ლაშქარით გაასწარ მდევარს,
სწრაფად მოგიხდა უკან დახევა;
ყველამ გაიგო მძლეველთა ძლევა.
სიმართლე სკივრში არ ინახება!
 
ორმოცი ქალის ბედი გებარა,
აკი ჰარემს შენ ეპატრონები,
არც დედაშენი არ შეგებრალა,
არც ქალიშვილი და არც ცოლები;
და, რადგან ქალი ტვირთია ჯარის,
ყველა მათგანის ბრძანე დახრჩობა...
რა აღასრულე ეს დიდი ვალი,
ალაჰს შესწირეთ ერთხმად მადლობა!
მე მოგაგონებ შემთხვევას სხვასაც -
დანაშაული შენ გაქვს სამყოფი;
შენი ხელიდან ვერ შეძლეს დახსნა:
დაჭრილი იყო, თუ ავადმყოფი -
რადგან იმათაც, ქალების მსგავსად
დამაბრკოლებლად თვლიდი ლაშქრობის.
 
უბრძანე ჯანმრთელთ - ხანჯლების ლესვა,
კარავში ერთად იწვნენ უძლურნი;
ისმოდა მათი ოხვრა და კვნესა,
მოძმეთა მტრობით იყვნენ შეძრულნი,
ვერ ირიდებდნენ მომხდურთა ხანჯლებს...
იმდენი კარგი ვაჟკაცი მოკვდა,
მგლისა და ტურის საკბილო გახდნენ...
შენ კი კვლავ ალაჰს უძღვნიდი ხოტბას!
 
შენი დიდების მომავალ წიგნის
აქ სულ ორ ამბავს ვახასიათებ.
ვინა თქვა, თითქოს არ იყო ღირსი
გიძღვნიდნენ ოდებს და აიათებს!
 
ჩვენ იმ ხალხის ვთქვათ, ვისი გულიდან
სურდათ, რომ რწმენა ამოეშანთათ,
ვინც უკანასკნელ ამოსუნთქვისას
თავისი უფლის სახელს ესავდა!
 
მეტეხის ხიდზე შუბით ჯალათი
დგას, სათითაოდ ტყვეებს ატარებს.
არ უშინდება სიკვდილს არავინ,
არ აქვს გარჩევა - დიდებს, პატარებს...
შენ დაიპყარი მათი ქალაქი,
მაგრამ მწიკვლს მათ გულს ვერ გააკარებ!
 
რწმენის ერთობას ძალა ვერა შობს,
და, რაც არ უნდა იყო საშიში,
შენ გაიმარჯვებ სადღაც დროდადრო,
მაგრამ იმასაც ქარი წაგიშლის.
და სულ ამაოდ დაუწყებ ლოდინს,
დათმონ ერთობა თავიანთ ღმერთთან,
მე გულზე მაწევს ვეება ლოდი,
გლახ, ნაღალატევ ჩემს მასპინძელთა.
 
ერთი გვყავს ღმერთი, რამ დაგვაშოროს;
სულთნის გზა და კვალს ვეღარ მოვძებნი,
მე ვესწრაფვოდი ასეთ სამშობლოს,
მე მასთან ვიყავ ჩემი ოცნებით.
და ჰა, მივდივარ მისთვის საბრძოლოდ,
ვინა ხართ ჩემთან?
                                მოდით, მომყევით!
 
 
 
თარგმანი უკრაინულიდან
ზურაბ ქართველაძისა
 
 
 
Viktor_Hrebenyuk
ეს მომცრო პიესა ქართველი ხალხის უდიდესი ტრაგედიის შესახებ დაწერა უკრაინელმა პოეტმა - ვიქტორ გრებენიუკმა.
იგი უკრაინის ქრისტიან მწერალთა კავშირის წევრია. 2011 წელს მან ფსევდონიმით „ძმა ვიქტორი“ გამოსცა წიგნი „საქმენი უღმერთოთა“, რომლითაც სცადა უკრაინულ ლიტერატურაში  შეევსო ისეთი დიდი ეროვნული პოეტური ეპოსის დანაკლისი, როგორიც, მაგალითად, ქართველებისათვის არის „ვეფხისტყაოსანი“. თხზულების წერას ვიქტორ გრებენიუკმა 18 წელი მოანდომა.
2015 წელს წიგნი დაჯილდოვდა უკრაინელი კლასიკოსის, პანტელეიმონ კულიშის პრემიით, რომელსაც XIX საუკუნეში ჰქონდა მსგავსი ეპოსის შექმნის პირველი მცდელობა.
„საქმენი უღმერთოთა“ ძირითადად რუს-უკრაინის ისტორიულ მოვლენებს ასახავს, თუმცა ცალკეული თავების  მოგვითხრობენ სხვა ხალხების წარსულზეც. მათ შორის გახლავთ ერთი თავი საქართველოს ისტორიიდან, სახელწოდებით „ასი ათასი“,  მეტეხის ხიდზე სიკვდილით დასჯილ ქრისტიანთა მოწამებრივი ღვაწლის შესახებ, რომელიც დაწერილია ერთაქტიანი პიესის ფორმით.
ქართველი მკითხველისთვის ეს თარგმანი კიდევ ერთ ფურცელს გადაშლის ქართველთა და უკრაინელთა ქრისტიანული ერთობის მატიანეში.
 
 
 
 
 
 
 
 

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq