საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

სოფრომ მგალობლიშვილი
სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილი (დ. 20 ივლისი, 1851, დირბი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი — გ. 30 ნოემბერი, 1925, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფიადაამთავრა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ, 1873 წელს თბილისის სასულიერო სემინარია, დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში სადაც მუშაობდა რუსული და ქართული ენების მასწავლებლად. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, სოფრომ მგალობლიშვილი გორში ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ-რევოლუციურ მოღვაწეობას. სემინარიის კედლებშივე გაიტაცა იგი ანტიმონარქიულმა განწყობილებამ. ახალგაზრდა პედაგოგი და მოწინავე იდეების მქადაგებელი გორის რაიონის დაბა-სოფლებში მართავდა წარმოდგენებს. ავრცელებდა არძალულ ლიტერატურას, რისთვისაც იგი ორჯერ დააპატიმრეს. შემდეგ სოფრომ მგალობლიშვილი ფოთშია, სადაც ერთხანს მუშაობდა საეპარქიო სამმართველოში, ხოლო 1897 წელს გადმოდის თბილისში და იწყებს სამსახურს სინოდის კანტორაში. 1910 წელს დაითხოვეს სინოდიდან და ამის შემდეგ იგი მთლიანად ებმება საზოგადოებრივ საქმიანობაში, აქტიურად თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებში.
მწერლობა სოფრომმა ჯერ კიდევ სემინარიაში დაიწყო. თანამშრომლობდა „დროებასა“ და „მნათობში“, სადაც ბეჭდავდა როგორც ორიგინალურ ნაწარმოებებს, ასევე თარგმნებსაც. მკითხველმა გულთბილად მიიღო მისმიერ ნათარგმნი ფრ. შილერის „ორლეანელი ქალი“. ამის შემდეგ იგი სისტემატურად აქვეყნებდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში საინტერ
ესო მოთხრობებსა და მწვავე პუბლიცისტურ წერილებს. მისმა შესანიშნავმა მოთხრობებმა „დედა მაია“, „ღამის მეხრე ცეცო“, „წითელი სარჩული“, „ჯორ-ზაქარია“, „ყაყიტას ქურდები“ და ბევრმა სხვამ, სამუდამოდ დაიმკვიდრეს საპატიო ადგილი ქართულ ლიტერატურაში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი დულა მეგვიპტელი
15 (28) ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ღირსი დულა მეგვიპტელი ხსენების დღეს
წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი
15 (28) ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი (VIII ს. ქრისტეს შობამდე) ხსენების დღეს.
gaq