საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ვალერიან გაფრინდაშვილის რამდენიმე ტრიოლეტი
გია მამალაძე
 




გადმობეჭდილია https://presa.ge/new/?m=lit&AID=5921

გია მამალაძე 11:28 08.06.2011

მკითხველს ვთავაზობთ ვალერიან გაფრინდაშვილის რამდენიმე ტრიოლეტს.

"ლიტერატურისმცოდნეობის ტერმინთა მოკლე ლექსიკონის" (გვ. 141, თბილისი, 1966) მიხედვით ტრიოლეტი ასე განიმარტება: "ტრიოლეტი (ფრანგ.) რვატაეპიანი ლექსი, რომელშიაც პირველი ტაეპი მეოთხე და მეშვიდე ტაეპად მეორდება, ხოლო მეორე - მერვედ. გრაფიკულად ტრიოლეტის რითმული წყობა ამგვარად გამოისახება: abaaabab.”

(და მაგალითად მოყვანილია ვალერიან გაფრინდაშვილის "სანტიმენტალური ტრიოლეტი").

 

“ტრიოლეტი (ფრანგ. triolet < იტალ. trio - სამი) - რვატაეპიანი ლექსი, რომელშიც პირველი ტაეპი სამჯერ მეორდება. VIII ტაეპი იმეორებს მეორეს. ტრიოლეტში რითმა ორი სახისაა: I, III, IV, V, VII ტაეპები ერთ რითმას ატარებენ, II, VI და VIII - მეორეს. რითმული წყობა გრაფიკულად ასეთია: abaaabab.

 

ლექსის ყველა მყარ ფორმათა შორის ტრიოლეტი ყველაზე უფრო შეზღუდული ფორმაა და, ამდენად, უფრო გასართობი პოეზიისთვისაა განკუთვნილი. ტრიოლეტი გავრცელებული იყო შუა საუკუნეების ფრანგულ პოეზიაში. საქართველოში ის XX საუკუნის 10-იან წლებში დაამკვიდრეს ვალერიან გაფრინდაშვილმა, პაოლო იაშვილმა, იოსებ გრიშაშვილმა და ალექსანდრე აბაშელმა” (ვიკიპედია).

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტრიოლეტის მაგალითად "ლიტერატურისმცოდნეობის ტერმინთა მოკლე ლექსიკონი" (შედგენილია ნ. ალან

იას, ბ. დობორჯგინიძის, მ. დუდუჩავას, ნ ჭოლოკავას, ა. ხინთიბიძის მიერ) გვთავაზობს ვალერიან გაფრინდაშვილის "სანტიმენტალურ ტრიოლეტს" (ნუ დავწერთ - სენტიმენტალურს, რადგან ავტორი "სანტიმენტალურს" უწოდებს).

 

"სანტიმენტალური ტრიოლეტი" ერთ-ერთი უმშვენიერესი ტრიოლეტია ქართულ პოეზიაში. ვერ დავეთანხმები ვიკიპედიის ავტორს, ტრიოლეტი თუმც ფორმებით შეზღუდულია და ამიტომ რთული, მხოლოდ გასართობი პოეზიისათვის არ არის განკუთვნილი, მით უმეტეს ტრიოლეტის ოსტეტებისათვის, დიდოსტატებისათვის. მათ ტრიოლეტითაც შესანიშნავი სურათის დახატვა შეუძლიათ პოეზიაში. ასეთი იყო ცისფერყანწელი ვალერიან გაფრინდაშვილი.

 

ვალერიან გაფრინდაშვილი მხოლოდ პოეზიაში არ იყო დიდოსტატი, ის შესანიშნავი ლიტერატურათმცოდნე გახლდათ, რაც პრესა.გე-ს მკითხველთან ერთად ამას წინათ გავიხსენეთ ორჯერ.

 

ვალერიან გაფრინდაშვილზე და მის შემოქმედებაზე საუბარს ამით არ ვასრულებთ. დღეს კი დავტკბეთ მისი ტრიოლეტებით.

 

წინამდებარე ტრიოლეტები დაწერილია 1916 წელს, "სატურნირო ტრიოლეტი" 1919 წლის თებერვალში.

 

მაისის ტრიოლეტები                     

 

1

 

ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა,

ჰაშიშის მსგავსად აამღვრია ჩემი იღბალი,

ნიამორ წუთით არ ისმინა ნორჩი მუდარა.

ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა

და გააღმერთა ყელჭივრება, ჭლექი, სუდარა,

გამაამაყა მე - უძლური, ვით ჰანიბალი,

ჩემმა ოცნებამ ქარტეხილებს თავი უდარა,

ჰაშიშის მსგავსად აამღერა ჩემი იღბალი.

 

2

 

მე ღვთაებრივი კოშმარები ისევ მომელის,

კეთროვანების უნდა შევსვა მე ავშარაჯი,

რომ არ დადუმდეს საზეიმო ხმა ორთომელის.

მე ღვთაებრივი კოშმარები ისევ მომელის

და ოფელია - მეწყურება ხილვა რომელის.

- ვარ გრძნეულობის მოტრფიალე, ჩუმი დარაჯი.

- მე ღვთაებრივი კოშმარები ისევ მომელის,

კეთროვანების უნდა შევსვა მე ავშარაჯი.

 

სანტიმენტალური ტრიოლეტი

 

3

 

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,

ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი,

შენ სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.

ვარ მოწყენილი ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.

მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.

ვტიროდი ხარბათ - მარტოობით ნაალერსალი.

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,

ვით შემოდგომს ღამეებში თეთრი ვერსალი.

 

(ტრიოლეტები)

 

4

 

შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს,

და მე არ მინდა დავივიწყო შენი ღაწვები,

ტრფობის ტკივილებს მოგონება ისევ მიავებს,

შეხვედრის წუთებს განშორება ვერ ანიავებს.

დაიშლი კავებს და მიუშვერ სარკეს ღლიავებს,

დავარცხნილ თმებით, მოთენთილი მარტო დაწვები,

შეხვედრის წუთებს გ

ანშორება ვერ ანიავებს

და მე არ მინდა დავივიწყო შენი ღაწვები.

 

5

 

იყო საღამო რუხ ლანდებათ კვლავ ანატირი.

გვინდოდა ერთად წაგვეკითხა ჩვენ ,,გიტანჯალი".

გარინდული ტყე გვაშინებდა, როგორც ნადირი,

იყოს საღამო რუხ ლანდებათ კვლავ ანატირი.

ჰეივნებს იქით დავინახეთ მწვანე ღადარი,

სადაც გუმბათი ვარსკვლავობდა, როგორც ხანჯალი.

იყო საღამო - რუხ ლანდებით კვლავ ანატირი,

გვინდოდა ერთად წაგვეკითხა ჩვენ ,,გვიტანჯალი".

 

6

 

გავდი სერაბიმს ფრთადათოვლილს, პლაშჩით ნაფარი,

და ჩემ ხარბ თვალებს, ვით ჩვენება, ემეტეორე,

შეხვედრის ჩქარა დაიფერფლა თეთრი ზღაპარი,

გავდი სერაბიმს ფრთადათოვლილს, პლაშჩით ნაფარი,

ჩუმ ოცნებათა ორეული და წინაპარი.

ნუთუ შეხვედრა გამიღიმებს კიდევ მეორე?

გავდი სერაბიმს ფრთადათოვლილს, პლაშჩით ნაფარი,

და ჩემ ხარბ თვალებს, ვით ჩვენება, ემეტეორე.

 

სატურნირო ტრიოლეტი

 

ცირკის ამორძალი.

ეკსპრომტი

 

შენ ჩემ ხარბ თვალებს უფსკრულიდან ესირინოზე,

ვით ანგელოზი მომევლინე ავ სიმაღლიდან,

ისევ და ისევ ნიავქარობს შენი სინაზე.

შენ ჩემ ხარბ თვალებს უფსკრულიდან ესირინოზე,

ვარდისფერ თრთოლვით შენ დადიხარ სასტიკ სინაზე,

და ეს თამაში თვით სერაბიმს ცაში დაღლიდა,

შენ ჩემ ხარბ თვალებს უფსკრულიდან ესირინოზე,

ვით ანგელოზი მომევლინე ავ სიმაღლიდან.

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
ცხრანი მოწამენი, წამებულნი პერგეს პამფილიისასა: ლეონტი, ატიოსი, ალექსანდრე, კინდევსი, კვირიაკე, მინეონი, კატუნი, მინსითევსი და ევკლე (II)
1 (14) აგვისტო
gaq