1835 წელს კომეტა ჰალეი (ოფიციალური სახელწოდება1P/Halley) კიდევ ერთხელ მოუახლოვდა დედამიწას. კომეტა ჰალეი ყოველ 75-76 წელიწადში ერთხელ უახლოვდება დედამიწას.კომეტას სახელი უწოდეს ცნობილი ინგლისელი ასტრონომის, გეოფიზიკოსის, მათემატიკოსის, მეტეოროლოგის, ფიზიკოსისა და დემოგრაფის ედმონდ ჰალეის (Edmond Halley) საპატივცემულოდ (1655-1742). კომეტის სახელი ქართულად არის - ჰალეი, ამგვარად უწოდებენ სპეციალურ ლიტერატურაში, თუმცა, ხშირად რუსული ენის გავლენით ვამბობთ - გალეა. როგორც ვთქვი, კომეტა ჰალეი დედამიწიდან 75-76 წელიწადში ერთხელ შეინიშნება. ის არის ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწიურად არაერთი უფრო ხანგრძლივად მანათობელი კომეტა ჩნდება ზეცაში. მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით, სპეციალური ხელსაწყოების გარეშეც შეიძლება. მას ამჩნევდნენ უძველესი დროიდან. პირველი დოკუმენტური ცნობა ამის შესახებ არსებობს ჩვენს წელთააღრიცხვამდე 240 წლიდან. კომეტა ჰალეის პერიოდულად არ აღიარებდნენ, სანამ, მეთვრამეტე საუკუნეში ედმონდ ჰალეიმ მისი ორბიტა არ გამოიანგარიშა. როგორც ვთქვი, მის საპატივცემლოდ ეწოდა ამ კომეტას - ჰალეი. ამ „კუდიანი“ კომეტის გამოჩენას (ასევე სხვა „კუდიანი კომეტებისას“, ყველა კომეტა ხომ „კუდიანია“) ძველ დროში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენას უკავშირებდნენ. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, მართლაც, უნდა დავუკავშ
| კომეტა ჰალეი | იროთ მის გამოჩენას 1835 წლის ნოემბერში - იმ დღეს დაიბადა დიდი ამერიკელი მწერალი, მარკ ტვენი, რომელსაც უილიამ ფოლკნერი ნამდვილი ამერიკული ლიტერატურის მამად თვლიდა. უილიამ ფოლკნერს ერთხელ უთქვამს სტუდენტებისათვის იაპონიაში: „მიმაჩნია, რომ მარკ ტვენი პირველი ნაღდი ამერიკელი მწერალი იყო და ჩვენ ყველანი მისი მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები ვართ. მწერლები, რომლებიც ტვენამდე ამერიკელებად მიიჩნეოდნენ, სინამდვილეში არ იყვნენ ამერიკელი მწერლები, ისინი ევროპულ სამწერლო ტრადიციას, ევროპულ კულტურას ეფუძნებოდნენ. და მხოლოდ მარკ ტვენთან და უოლტ უიტმენთან ერთად გაჩნდა ნამდვილი, თვითმყოფადი ამერიკული ლიტერატურა... უიტმენმა, მართალია, ტვენზე ადრე დაიწყო წერა, მაგრამ იგი არ იყო დარწმუნებული, რომ ამერიკული ლიტერატურა არსებობდა. ტვენმა პირველმა გააცნობიერა ეს და ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ მესაფუძვლედ იქცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებ მას ამერიკული ლიტერატურის მამას, თუმცა იგი არ ყოფილა პირველი ამერიკელი მწერალი.“ ერნსტ ჰემინგუეი თავის მოთხრობაში, "აფრიკის მწვანე ქედები", ამბობს: "მთელი ამერიკული ლიტერატურა მარკ ტვენის ერთი წიგნიდან გამოდის, მისი "ჰეკლბერი ფინიდან". შეიძლება არ დავეთანხმოთ ფოლკნერს და ჰემინგუეის... მაგრამ მარკ ტვენის დამსახურება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ამერიკული ლიტერატურისათვის, მთელი მსოფლიოსათვის, მთელი კაცობრიობისათვ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ის. მარკ ტვენმა მოახერხა და თავისი ნაწარმოებით გვაბრუნებს ბავშვობაში, ადამიანისათვის ყველაზე სანატრელ დროში. წელს, 21 აპრილს, მარკ ტვენის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილ წერილში ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო: „ბავშვობაში მარკ ტვენის ნაწარმოებების წაკითხვა ყველა თაობისათვის აუცილებლად იქცა. მარკ ტვენის სიცოცხლიდან დაწყებული ასეა დღემდე, ალბათ, მთელ მსოფლიოში. თუ ბავშვობაში "ტომ სოიერისა" და "ჰელკბერი ფინის" თავგადასავალი არ წაუკითხავს ადამიანს, ბევრი რამ დაკლებია. განათლებაში არა, შეიძლება ასეთმა ადამიანმა ენციკლოპედიური ერუდიციაც კი მიიღო, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ბავშვობა მაინც მთლიანად ვერ შეიგრძნო. მარკ ტვენის გმირების თავგადასავალი ხომ ყოველი ბავშვის თავგადასავლად და ცხოვრების რაღაც ნაწილად იქცა, რომლებმაც მარკ ტვენის წიგნები წაიკითხეს. მარკ ტვენის "ტომ სოიერისა" და "ჰელკბერი ფინის" თავგადასავალი არ არის მხოლოდ ბავშვებისათვის დაწერილი. უფროსი და ხშირად ხნიერი ადამიანებიც უბრუნდებიან ხოლმე ამერიკელი კეთილშობილი და ხუმარა მწერლის ნაწარმოებებს და თავისი ლიტერატურული მეგობრების თავგადასავალთან ერთად თავის ბავშვობასაც იხსენებენ. იხსენებენ ოცნებებს - დახმარებოდნენ მათ. და სურვილებს, რომ უცნაური, ძნელი, საშიში, მკაცრი და საამაყო თავგადასავლები ჰქონოდათ თვითონაც“... ამ საკითხზე, ერთგან, თავად მწერალი წერდა: „ეს უმთავრესად ბიჭებისა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | და გოგონებისათვის მაქვს დაწერილი, მაგრამ ვიმედოვნებ, დიდებიც წაიკითხავენ, რადგან ჩემი განზრახვა იყო მოზრდილებისათვისაც მიმენიჭებინა სიამოვნება იმის გახსენებით, თუ რას წარმოადგენდნენ ერთ დროს თვით ისინი, რას ფიქრობდნენ და ლაპარაკობდნენ, რა უცნაურ ოინებს მოიგონებდნენ ხოლმე“. 1835 წელს, მარკ ტვენის დაბადება, მართლაც, საოცრად უკავშირდება კომეტა ჰალეის დედამიწასთან ჩაქროლებას. იმ წელს ყველაზე ახლოს კომეტა დედამიწას მიაუახლოვდა ნოემბერში, როცა დაიბადა მწერალი. ცნობილია, რომ 1909 წელს დიდ ამერიკელს უთქვამს: „ამ ქვეყანას კომეტა ჰალეისთან ერთად მოვევლინე 1835 წელს. გაისად კომეტა ჰალეი კვლავ ჩამოიფრენს. იმედი მაქვს თან გავყვები“. მართლაც, კომეტა ჰალეი, კიდევ ერთხელ, მზის სისტემაში შემოვიდა და მიუახლოვდა დედამიწას 1910 წლის აპრილში, სწორედ იმ წელს, 21 აპრილს გარდაიცვალა დიდი ამერიკელი. სანამ კომეტა ჰალეი მოგზაურობს კოსმოსში, და სანამ დედამიწაზე არიან ადამიანები, ვინც ხედავს თუ ანგარიშობს ამ კომეტის გამოჩენას, ყველა მათგანი, და მათი მილიონობით თანამოასაკე, და მათი მამათა თუ შვილთა თაობების წარმომადგენელი, მარკ ტვენის უკვდავი „საბავშვო“ ნაწარმოებებით იქნება აღზრდილი და მისი იუმორისტული და ადამიანური გრძნობებით გამთბარი თხზულებებით კიდევ უფრო გაკეთილშობილებული. მარკ ტვენს მხოლოდ ერთხელ არ ჩამოუქროლია, ისევ ბრუნდება, პერიოდულად, რადგან ლიტერატურა პერიოდუ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ლია, განსაკუთრებით გენიალური ნაწარმოებები, განსაკუთრებით მარკ ტვენი... პერიოდული კომეტასავით არის მარკ ტვენის ნაწარმოებებიც, ბავშვობის მერე ისევ გიბრუნდება... და გაბრუნებს ჯადოსნურ სამყაროში, ბავშვობაში.გადმობეჭდილია http://presa.ge/new/?m=lit&AID=11320 30.11.2011 |