საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ნოდარ ჯალაღონია - ქართველები


პოეტი და ეროვნული მოძრაობის ღვაწლმოსილი წევრი - ნოდარ ჯალაღონია 1934 წელს დაიბადა სოფელი საბუმეში, ჩხოროწყუს რაიონში. 
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს, ხოლო 1969 წელს მოსკოვის მაქსიმ გორკის უმაღლესი ლიტერატურული კურსები.
მუშაობა დაიწყო ბათუმის მუზეუმში; მისი პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1955 წელს, ხოლო პირველი კრებული "სიმღერის გაზაფხული", 1959 წელს. 1964 წელს იყო საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის კორესპონდენტი; 1969 წელს დაინიშნა საქართველოს ტელევიზიის სამეცნიერო-მეთოდური რედაქციის უფროს რედაქტორად; 1971-1974წწ. საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა რედაქციის უფროსი რედაქტორი; 1974-1993წწ. საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო კომიტეტის სატელევიზიო ფილმების სტუდიის ჯერ რედაქტორი, შემდგომ სატელევიზიო ფილმების სარედაქციო კოლეგიის წევრი; 1998-2001წწ. ხარისხის მართვის თბილისის ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ჟურნალისტიკასა და ქართულ ლიტერატურაში; გამოცემულლი აქვს ლექსების 27 და სტატიების ერთი კრებული; ძირითადი პოეტური კრებულებია: "სიმაღლე"(1964), "ხმა"(1972), "ლექსები"(1974), "ყვავილების მიწა"(1980), "კამერტონი"(1983), "გზები და დღეები"(1984). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ოსურ ენებზე. საზოგადო მოღვაწე. 
წყარო: ქსე : ტ. XI.–თბ., 1977.–გვ.533
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრისაბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1967-1989)საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1964-1992)ჯილდოები, პრემიები და პრიზები2015 - ქალაქ ჩხოროწყუს საპატიო მოქალაქე2015 - ქალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე1979 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

ქართველები

დროს და წლების ქარიშხლებს სულ ფეხდაფეხ მოვყვებით,

აღარ გვაკლდა არასდროს არც მტრები, არც მოყვრები.

ისტორიის გზებზე და ბეწვის ხიდზეც ვაირეთ,

ანალებში ვტოვებდით ჩვენს სახელს და იარებს.

 

რადგან ჩვენს გაჩენაში უფლის ხელი ერია,

ვერც წლები და ვერც მტრები ვერა, ვერ მოგვერია.

ისტორიას აღვიძებს ჩვენი სისხლის წვეთები,

შემერები, მოსხები, ხალიბები, ხეთები,

 

კოლხები და ლაზები, იბერები, ქართები,

ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით.

ევროპას და აზიას ისევ მოველანდებით

ჩვენი სიგელ-გუჯრებით, ძველი ფოლიანტებით.

 

ჩვენი ოქროს საწმისით, ლეგენდებით, მითებით,

ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.

არ მოაკლებს უფალი მამულს შვილებს ერთგულებს,

შვილებს აღმაშენებლებს, შვილებს თავდადებულებს.

 

ჩვენი ჯიშით, ჯილაგით, რწმენითა და ფიქრებით

ქართველები ვიყავით, ქართველები ვიქნებით.

არც არასდროს გავქრებით, არც არასდროს დავშრებით,

ქართველებად გავჩნდით და ქართველებად დავრჩებით!

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq