საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ილია ბახტაძე



ილია ლუკას ძე ბახტაძე (ფსევდონიმი ხონელი) (დ. 26 მაისი, 1859, დაბა ხონი ― გ. 13 ივლისი, 1900, სოხუმი) — ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1876 ("დროება", N 64). პეტერბურგში ყოფნისას თანამშრომლობდა რუსულ პრესაში ("პორიადოკი", "სტრანა"). 1881 "დროებაში" (N 68) დაიბეჭდა ბახტაძის პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი "ვიცინოთ თუ ვიტიროთ?" ავტორი დასცინოდა იმპერატორ ალექსანდრე III-ის კურთხევაზე წარგზავნილ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა დელეგაციას, რომელმაც მოითხოვა, მოკლული იმპერატორის ალექსანდრე II-ის სამახსოვრო ვენზელი უნდა ვატაროთო. ბახტაძე სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში "კავკაზი", "დროება", "ივერია", "ნოვოე ობოზრენიე", "კვალი", "მოამბე" და სხვ., სატირულ-იუმორისტული ფელეტონების სერიაში "საკვირაო სხარტულა", "სახელდახელო", "კვირის საუბარი", "კვირის სურათები" და სხვ. ამხელდა იმდროინდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაკლოვანებებს. ბახტაძემ თარგმნა მ. სალტიკოვ-შჩედრინის, ა. ბუვიეს, ე. ზოლას, ა. დოდესა და სხვების თხზულებანი.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq