არის სადღაც საქართველო, იქ შავლეგოს მღერიან, მეც იქ მინდა რომ წავიდე, მეც იქ მე მელოდებიან, იქ, იმ ქვეყნად, ქართველები კვლავ მტერს ეომებიან და მტერბიც ჩვენს ქართულ მახვილს ჩოქვით ემონებიან. მე რომ მეთქვა შენთვის, რომ ჩვენ არ გვეღირსა მშვიდობა, არ ვიღებდით ენას, მაგრამ გულში გვინდოდა, მტერი მუდამ ჩვენთან ომზე და ბრძოლაზე ფიქრობდა და მერე მუხლებზე იდგა, შეწყალებას ითხოვდა. ხალხს უძგერდა დიდი გული, პატარა საგულეში, დღეს კი არწივიც არ ჯდება, მიტოვებულ ბუდეში, საქართველო ჩავარდნილა ტალახიან წუმპეში, ქართველი ვაჟკაცი კიდევ, ჩახრჩობილა ფულებში. ქართველებო, საჭიროა მოვიკრობოთ გონი, აქ, ამ წუთას, მშვიდობისთვის საჭიროა ომი, მშვიდობის სიყვარულს მტერო შენ ვერ გადაწონი, ვერ მეფობენ მეფენიო, მეფობენო დრონი. ბოლო-ბოლო ამ კალამმაც ამოიდგა ენა, საქართველოს, მშვიდობიანს, არ ეღირსა ფრენა, ისტორიას რომ ვუყურებ ჩემს ქვეყნისას, ვკრთები, თითქოს, აბჯრიან ქართველებს გამოესხათ ფრთები. რომ მეცხოვრა მე იმ დროში, ოცნებაა ჩემი, მიხარია ჩემო ძმაო, ბრძოლის ველზე ვკვდები. მტერთა სახე ფითრად, დამარხული მიწად, შეღებილი წითლად, მტერი იქცა ვირთხად, ქართველი რომ შეაგელვებს ცხენს, მტრის რიგში მკვირცხლად, ამ ქვეყანას ვიცავ, ჩემს სიცოცხლეს ვფიცავ, რომ მე სულ დავიცავ, გამჩენს არას ვკითხავ, თუ ვინმე გამკიცხავს, ღამით მივაკითხავ. ჩვენი მკლავი მძლავრი იყო, როგორც ურო მჭედლისა, გული კიდევ მედიდური, როგორც იყო მეფისა, სული იყო წმინდა, დალოცვილი ღმერთისგან, მშვიდობისთვის ვირჯებოდით და რით ვეღარ გვეღირსა. მაინც დამრჩა მე სათქმელი, მე თქმა მინდა ერთისა, როგორც არ უნდა ვიწვალოთ, ვერაფერი გვშველისა, სანამ მშვიდობას არ ვნახავ, მე ქართველი ერისა, მანამ ყანწით სისხლს არ დავლევ, ჩემი ქვეყნის მტერისა. ვირჯებოდით რისთვის, ან საერთოდ ვისთვის, ვიღაც თავადისთვის, ქართველი, რომ იბრძვის, სუნი ასდის სისხლის, ოფლი მოდის სიმწრის, მშვიდობისთვის იღწვის, ქვეყნისა და ღვთისთვის, მიწას აცხებს მტრის სისხლს, დროს არ მისცემს ფიქრის. თუკი ქართველ კაცობაში გაჩნდებოდა მოამაგე, მის სიკვდილში კვლავ გასვრიდა ხელს ვიღაცა მოღალატე, ხელს ისვრიდა ალბათ ვიღაც მტრის ოქროში მოფარფატე, ანდაც გულში ბოღმა ედო, გულღრძო ანდა ყრმობა მწარე, ჰოდა ამის იმედი მაქვს, რომ მშვიდობაც მოვა ხვალ, დღეს, მშვიდობისთვის იბრძოლეთო, იმათ ასე მოგვაბარეს. |