საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ბეგი მამალაძე – "გოგონა სახელად გაზაფხული"
ბეგი მამალაძე

ამ ლექსის ავტორი 18 წლისა მოკლეს... სკოლა დაამთავრა და მეორე დღეს...
 მის პოეტურ ნიჭს ქართველი მკითხველი ამ ერთ ლექსშიც კარგად დაინახავს. 

ამ ლექსზე შექმნა სიმღერა, და ასევე შესანიშნავად მღეროდა თავად (იხ.. ქვემოთ ლინკი).

შემდგომში სხვა ნაწარმოებებსაც შევთავაზებთ მკითხველს.

სამწუხაროდ, ეს ლექსი არა მარტო მშენიერია, არამედ წინასწარმეტყველურიც აღმოჩნდა, ბეგიმ მართლა ვერ მიაღწია შემდეგ გაზაფხულამდე...

georoyal.ge




.....




ბეგი მამალაძე



 გოგონა სახელად გაზაფხული



გაჩუქებ თავს ისედაც შენია,

 გაჩუქებ სულს, რომ გადამერია,   

გაჩუქებ მაისს ჩემი თვალით დანახულს, 

 იცნობდეთ გოგონას, სახელად გაზაფხულს. X2 


 გავიცანი გოგო, 
 სახელად იყო გაზაფხული,
 მისი სილამაზის წინ კი მე ვიდექი განაბული, 
 ჩემი გული შენი ცქერით მაშინ იყო გალახული,  
 და სული კი გამიგიჟდა მაქვს ჭკუიდან გადასული, 
 მისი სახე არ მასვენებს, კიდე უფრო მაღონებს, 
 მისი ლამაზი თვალები შობის დილას მაგონებს,
  გული ისე სწრაფად ცემს, რომ კალამი ვერ აყოლებს,  
 მანძილი კი ჩვენ სიყვარულს კიდევ უფრო აშორებს, 
 ყველასგან გამოვარჩევ შენს რიტმიულ ნაბიჯებს,
 შენი ხმა კი ყრუა ყველა ვისაც არ გააგიჟებს, 
 ან რა გინდა ჩემგან ან ან რას ერჩი ამ ბიჭებს,  
 შენი დანახვა არვიცი ხო არვიცი რას მანიჭებს, 
 იცი მე შენს გამო კარგო გავლესავდი დანასაც,  
 შენ ისეთი ლამაზი ხარ შეაცდენდი ადამსაც,
დილით ადრე ზღვის ნაპირას მოგიძღვნიდი სალამსაც 
 და ვუცქერდით მზის ამოსვლას და დავლევდით ყავასაც.
 ჩაგხედავ თვალებში, ვით ნარცისი ნაკადულს, 
 კოელიოც დაწერს ჩვენზე – მე ვაკოცე გაზაფხულს...


 გაჩუქებ თავს ისედაც შენია, 

გაჩუქებ სულს რო გადამერია,  

 გაჩუქებ მაისს ჩემი თვალით დანახულს,

 იცნობდეთ გოგონას, სახელად გაზაფხულს X2 

 მე ვნახე შენი ტკივილი, 
 მე ვნახე შენი ცრემლი, 
 მე ვერ ვამბობ რომ მიყვარხარ, 
 და ამიტომაც ვმღერი, 
 მინდა გულში ჩავიხუტო ეგ სათუთი ხელი, 
 მითხარი რამ გაგაჩინა შენ ასე საყვარელი, 
 ვერაფრით ვერ აგღწერე 
 და შენ მითხარი ვინა ხარ,
 შენ ჩემთვის ქალი კი არა 
 შენ გაზაფხულის წვიმა ხარ,  
 გპირდები, როცა მოვალ შენ ქოლგას ვერ დაინახავ, 
 მე კი ცაში ავიხედავ და ვიყვირებ მიყვარხარ
 მიყვარხარ, ხოდა მითხარი რომ შენც, 
 მიყვარხარ – შენ დაგიმტკიცებს მზეც, 
 მიყვარხარ ღამითაც და დღეც,  
 მიყვარხარ – თქვი მიყვარხარ მეც, 



 მეტი რა ვთქვა, გაზაფხულო 
 ვეღარ გამკობს ეს პირი, 
 ჯულიეტაც შენ დაგარქვეს, 
 შენზე წერდა შექსპირი,  
 მე რომეო ვერ ვიქნები, 
 მე მხოლოდ ვარ შეშლილი, 
 ხო, ალბათ, შენ იქნებოდი
 რომ ჰყოლოდა მზეს შვილი,  
 ვიცი არ ვარ ბრედ პიტი
 და იცი განა ფული მაქვს,  

 

 შენ კი სილამაზისა და გაზაფხულის სუნი გაქვს, 
 მე კი როგორც ზღვაში გემი ვიძირები შენში, 
 მთელი ცხოვრებაა გეძებ და გიპოვე ღმერთში, 


გაჩუქებ თავს ისედაც შენია, 

 გაჩუქებ სულს რომ გადამერია, 

 გაჩუქებ მაისს, ჩემი თვალით დანახულს,  

 იცნობდეთ გოგონას, სახელად გაზაფხულს X2  


 შენი სახე სიკვდილის წინ – ვიცი მშვიდად მოვკვდები,
მნიშვნელობა არ აქვს მერე, სად ან როგორ მოვხვდები, 
 მთავარია, მე გიცნობდი და მიყვარდი, ხომ ხვდები,
 წვიმად მოვალ და სახეზე წკაპა–წკუპით მოგხვდები,

 შემძარი მთლიანად, შენ შეაღწიე სულამდე,  
 მე კი არ მომიწევს მოცდა შემდეგ გაზაფხულამდე .........

-----------

 

კლიპის სანახავად გთხოვთ მონიშნოთ, დაიმახსოვროთ და მოძებნოთ (ბოდიშს გიხდით, მცირეოდენი ტექნკური წუნისათვის)    https://www.youtube.com/watch?v=gZJ6Suldjsw

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამე
15 (28) მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე აღაპი და მასთან 7 მოწამის (+303) ხსენების დღეს.
22 მარტი - ხსენება წმიდა მოწამე ურპასიანესი (+295)
მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ ურპასიანე და ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა.
gaq