|
ალექსანდრე ყიფშიძე – ფრონელი
1888 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.
ყიფშიძე მუშაობდა სახაზინო პალატაში, საგუბერნიო საქმეთა სამმართველოში, საგლეხკაცო საქმეთა საკრებულოში, ახალციხის მომრიგებელ მოსამართლედ და სხვ. 1905-1907 რევოლუციის დროს ქართული საზოგადოების მხარდაჭერით დაინიშნა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად, მაგრამ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მალე მოხსნეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1906 წელს იყო თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოსთან არსებული საადგილმამულო კომისიის მმართველი. დიდ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებისათვის. იყო გაზეთ "საქართველოს" ერთ-ერთი დამაარსებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი.
ყიფშიძე იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია ნაშრომები: "მთიულეთი 1804 წ." (ტფილისი, 1896), "ამბოხება კახეთისა (1812)" (ტფილისი, 1907), "დიდებული მესხეთი" (გორი, 1914), "მთის არწივი, შამილი" (ტფილისი, 1914) და სხვა.
ყიფშიძე ერთი პირველთაგანი იკვლევდა ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ქართველი ხალხის ანტიკოლონიალურ და ანტიფეოდალური ბრძოლის ისტორიას. ყიფშიძის ნაშრომებისათვის დამახასიათებელია ცალკეული ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების საერთო ისტორიის ფონზე განხილვა. ყიფშიძე ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობასაც.
დაკრძალულია ქართველ მწერალთა
 | | სამეფო კლუბი | და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეინში.
|
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
 | | სამეფო კლუბი |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
 | | ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა |
|