|
ილიამ ხუთ დღეში, ზამთრის ღამეებში დაწერა „ოთარაანთ ქვრივი’’. ერთიანი ცნობიერების უქონლობას მიუძღვნა მან ნაწარმოები. ის შედევრია და ქრისტეშობის თვეშიც დაიწერა. ილია პრესაში ერთგან წერდა: „ ხალხი მაღალი თუ მდაბალი ყველა მოყვასია ჩემი.’’ მოთხრობაში ბევრი ზნეობრივი ხაზია და გრანდიოზული ადგილი. არაერთ კრიტიკოსს აღუნიშნავს, რომ გიორგიც და ქვრივიც, (დაბადება–გარდაცვალებით), შემთხვევით არ უკავშირდებიან ქრისტეშობას და ეს მათ ღვთაებრივ, მადლმოსილ ბუნებაზე მეტყველებს. ისიმი ღმერთშემოსილნი არიან, ღვთიური ხატების დამცველნი და მატარებელნი თავის თავში. აკაკი ბაქრაძე წერდა, მოთხრობასთან დაკავშირებით: „ცხოვრება სრულქმნილისა და არასრულქმნილის ბრძოლაა და სრულქმნილს მსხვერპლის როლი აქვს დაკისრებული.’’ მართლაც, ზნეობრივი გზა ყოველთვის ტანჯვაზე გადის... ტკბილი სიტყვის არ სწამს ქვრივს, რადგან ტკბილი სიტყვა სრულ შეუსაბამობაშია მკაცრ ცხოვრებასთან. „გული ადგილიდამ უნდა მისძრას–მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა’’ – აქ ცნაურდება ადამიანის ადამიანობა. სიკეთის გამოვლინება არსებითი თვისებაა დედა–შვილისა. ისინი ფხიზელი ნატურის ადამიანები არიან. უცხოა მათთვის ვიწრო, ჩაკეტილი აზროვნება. ცნობილია, გულუხვობა ბევრის გაცემას როდი ნიშნავს, არამედ დროულად გაცემას. ეს ეხება ადამიანური სითბოს და სიკეთის გაღებასაც. &nb
| sp;გულმოწყალებას კი არავის უგვიანებენ. სოფელს მათი ქცევა ეუცნაურება, პარადოქსულია ერთი რამ, რომ ასეთ დროს გაგება უმცდარად და ბუნებრივად უნდა ხდებოდეს, მაგრამ სწორედ ღირსეულის არ ესმით ხშირად ანუ საზოგადოება ყოველთვის სწორი შემფასებელი არაა. „გიჟია, თუ რა? “ – ხშირად ახლავს გაკვირვება მათ ქმედებას. ყველას როდი აღელვებს სხვისი ბედი ან მდგომარეობა, ხშირად დანარჩენები მხოლოდ საკუთარ თავში იკეტებიან და საკუთარი ოჯახით შემოიფარგლებიან, ეს ამორჩეული სიმშვიდეა, ერთგვარი თავდაცვა, მაგრამ სიყვარული და სიკეთე აუცილებლად სხვებთან მიმართებაში ვლინდება, მსგავსი ღირსება კი მათთვის სიგიჟედ აღიქმება, ეს თავგამოდება ხომ თავგამეტებაცაა. ამასაც თავის გამბედაობა სჭირდება და ღვთაებრივი უნარი . რჩეულებში კი „ სხვა ნიშანწყალია,“ მოუსვენრობად რომ ქცევიათ. სამაგიეროდ, „ მოწმე რად უნდაო გიორგის“ – ანუ მის სიტყვას სიმართლის ძალა აქვს, რადგან ცნობილია, პატიოსან ადამიანს ჰო და არაც დაეჯერება, თვით მისი ხასიათია ამის თავდები. დედა–შვილი მორალურად სრული თვალით უყურებენ ხინჯიან გარემოს. წრფელი გული ხომ არასოდეს დაუშვებს რაიმე ხრიკს... „მართალს თვალი თვალში უნდა გაუყარო უშიშრად, მადლი მაგას აქვს’’, „ნახევარ–კაცნი ვართ და ვაი, რომ უკეთესი ნახევარი მოგვთლია’’ და ვაი, ვისაც მოუკვეთავს ეს უკეთესი. ორი ნახევრის პრობლემა, ცნობიერების გახლ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ეჩვის პრობლემა მწვავედ დგას, როცა ერთი ნახევარი მარტოსულია, თუნდაც ფუფუნებაში ჩაკარგული, მაგრამ სულიერად ყოველთვის რღვეული, არამთლიანი, უმადლო... გენიალური ხაზგასმა , ღვთაებრივი გაგების უძლიერესი შეგონება: – „ მადლი მარტო ორს შუა ჰსაქმობს, ორნი მაინც უნდა იყვნენ, რომ მადლი მოჰხდეს, იმიტომ, რომ მადლი ერთისგან გაწირვაა და მეორისგან შეწირვა, თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი, მადლიც არ არის... უსხვისოდ ერთის გული მარტო პარკია, სისხლის ამღებ–მიმცემი აგებულებისათვის’’ და აქვე, მხილებულია ის დაცლილი ყოფა, როცა „ღვიძილიც ძილია’’. ვინაიდან, განმცდელი გულია საჭირო! სიკეთე სასწაულია და ამ ყველაფრის გარეშე ვერ განხორციელდება, აქ აუცილებელი პირობა დგას მისთვის და მხედველი გულის იშვიათობაც! მნიშვნელოვანია თონისა და კუტი პურის მეტაფორაც. კუტი პური დამახინჯებული, უსარგებლო არსებობის სიმბოლოა. პური ხომ არსებობის მთავარი ატრიბუტია, უპირველესი საზრდო. საინტერესოა დეტალიც, როდესაც თავზარდაცემული ქვრივი შვილის ცხედართან განმარტოვდება, ყველას დაითხოვს და მერე სოსიასაც – შემთხვევით შესწრებულს, გულქვად მოექცევა, რადგან არ სურს მის ტკივილს მოწმე ჰყავდეს, მისთვის ეს ცალგულა, უგულშემატკივრო საზოგადოებაა, ასეთ გარემოში კი ნამდვილი თანამგრძნობიც იჩრდილება. სხვისი ბედის გაზიარება არ ხდება, ესაა
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | „წყევლა–კრულვიანი საკითხავი“, ტრაგიკულობაც დედა–შვილის მსგავს ადამიანთა სიმცირეში მდგომარეობს. სიყვარული მამოძრავებელი ძალაა, მის გარეშე სამყარო უძლურია. უსიყვარულოდ არსებობა უმადლო ყოფაა... საშიშია ადამიანური ემოციის არქონა, გასასტიკება. ხასიათთა დაუდგრომლობა, თავგამოდება მხოლოდ რჩეულთ ახასიათებს, „უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭიაჭუა, ქვემძრომი გამრავლდის, უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის’’ – (ილია, „მგზავრის წერილები’’), ესაა არსებითი; „მხოლოდ „ოთარაანთ ქვრივშია“ წარმოდგენილი საქართველო აქტიური, დინამიური ენერგიის, საქართველო შრომისა და შემოქმედებისა... მასში ილიამ სწორედ ის გვიჩვენა, რაც ქართველობას აკლია ნაციონალურად: ენერგიული ხასიათი, ენერგიული პიროვნება’’. (კონსტანტინე გამსახურდია). შობა თენდებოდა და ჩვეულებრივად ხვდებოდა სოფელი, ხოლო ამ სოფლიდან ერთი გადიოდა, იმავე მიზეზით რა მიზეზითაც ხშირად ჩვენ ერთმანეთს ვეღარ ვხედავთ და გულს ვეღარ ვაწვდენთ... ქვრივის აღსასრული – ეს პასაჟი ხომ კლასიკური მარტოობის ხირცშესხმულ სურათადაა მიჩნეული... ზღუდეც ზღუდედ რჩება, ვინც სასურველი უნდა ყოფილიყო და საზოგადოების სული და გული, სწორედ ის გაიმარტოვეს. ასეთ დროს ხომ იმ გულს კლავენ, ვინც ათასები უნდა აცოცხლოს! ცხადია, პიროვნების თვითღირებულება ყველაზე მეტად სხვებთან მიმართებისას დგინდ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ება. ტკივილმოძალებული სამყარო მხოლოდ სიყვარულით დაიძლევა და ამ სიყვარულითვე ფასობს, გულს ხომ საზღვრები არა აქვს! დავუბრუნდეთ ჩვენს ბუნებრივ მდგომარეობას, ანუ სიკეთის მდგომარეობას – ეს მისია განსაზღვრა მოთხრობამ. ადამიანურად მღელვარე გული მოქმედებს ღირსეულებში, გულძვირობით დაკარგული დრო კი არასდროს ანაზღაურდება. სიტკბოება–სიმშვიდით ცხოვრება სხვის გახარებასაც გულისხმობს. გულია ღმერთთან და მოყვასთან შეხვედრის ადგილი, სიყვარულში ცემს უფლის გულიც, „ წყევლა–კრულვიანი საკითხავის’’ მიღმაც ეს ღაღადისი იკითხება და უკეთესი ადამიანობის წადილი. |