საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

არტემ ახნაზაროვი
მარჯვნიდან: არტემ ახნაზაროვი, ვალერიან გუნია, ივანე ახალშენიშვილი და მაკო საფაროვა-აბაშიძე. 20 მარტი 1890
არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი (დ. 1 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1866, თბილისი — გ. 28 მარტი, 1942, იქვე), ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

პირველი მოთხრობა „კაკაბაძე“ გამოაქვეყნა 1885 ჟურნალ „ნობათში“. ამ დროიდან მოყოლებული ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი მოთხრობები, ლექსები, სცენები, ფელეტონები „ორანის“, „ჩიორას“, „მანოელიძის“, „ალფას“, „დუშიკოს“ და სხვა ფსევდონიმებით. 1896—1902 წლებში თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“. თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ჯერომ კ. ჯერომის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანისა და სხვათა ნაწარმოებები.  
 ფსევდონიმები: "ორ–ანი", "ჩიორა", "მანოელიძე", "ალფა", "დუშიკო", "კენტი", "დიოგენი", "ფარნაოზი", "კენჭოსანი", "პატრიციუსი", "ნიორი"; თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანის ნაწარმოებები. საზოგადო მოღვაწე.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq