საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

133 წლის წინ რუსმა იმპერიალისტებმა მოგვიკლეს წმინდა დიმიტრი ყიფიანი
გაიოზ გია მამალაძე
1887 წლის 24 ოქტომბერს (ახალის სტილით 5 ნოემბერს) სტავროპოლში რუსმა იმპერიალისტ-შოვინისტებმა მოკლეს მოხუცი ადამიანი, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი დიმიტრი ყიფიანი.

სურათზე ჩანს, როგორ დაუზიანეს ტკბილ მოხუცს ლამაზი ქართული სახე ბარბაროსმა იმპერიალისტებმა.

რუსეთის ნაძირალა იმპერატორმა, ალექსანდრე I-მა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. რუსები კეთიlმორწმუნეს უწოდებენ ალექსანდრე პირველს, მაგრამ, მამის ტახტის დაკავებას რომ ცდილობდა ნაადრევად, ეს ფაქტია. მისმა მეგობრებმა, რუსული იმპერიის გაძლიერებისათვის „მოღვაწეებმა“ მოკლეს ალექსანდრეს მამა, იმპერატორი პავლე I. მართალია, ალექსანდრემ შეთქმულები, მამამისის მკვლელები დასაჯა, გადაასახლა. მაგრამ, მამის მკვლელობის ეჭვი მასზე მაინც არის. არსებობს გადმოცემა, რომ ალექსანდრე პირველს, -როდესაც მან მონოპარტეს უზურპატორი უწოდა, - ნაპოლეონმა წამოაძახა „მამისმკვლელობა“.

ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება არის სულიწმინდის გმობა და უდიდესი დანაშაული ღვთისა და ეკლესიის წინაშე, მაგრამ რუს იმპერიალისტებს რას გააგებინებ. იმპერატორ ალექსანდრეს მამაც არანორმალური და დამნაშავე ადამიანი იყო, რომელმაც თავი შეაძულა უამრავ რუს მოღვაწეს თავისი არანორმალური ქმედებებით და მასაც მიუძღვის დიდი დანაშაული ღვთისა და ადამიანების წინაშე, მან
გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო ტახტი (რამაც უწია კიდეც).

რუს იდეოლოგების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ანტირუსული პოლიტიკოსების, ბრიტანეთის იმერიის დაქირავებულების მიერ მოხდა მკვლელობა, მას ნაპოლეონთან უდოდა კავშირის შეკვრაო. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც მისი შვილი, იმპერატორი ალექსნდრე მაინც დამნაშავეა, რადგან მამის გადაყენება უნდოდა, მის მეგობრებს კი „შემოაკვდათ“ მამამისი.

ალექსნდრე პირველმა გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ქართული მრევლის სამართავად რუსეთიდან ინიშნებოდნენ ეგზარქოსები, რომელთაგან საკმაოდ დიდი ნაწილი ნაძირალა იყო. ამას რუსებიც აღიარებენ. 1886 წელს, როცა საქართველოს ეგზარქოსი (1882 წლიდან) იყო მთავარეპისკოპოსი პავლე ლებედევი, ქართველმა პატრიოტებმა მოკლეს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი, ბილწი ჩუდეცკი. აი რას წერს ამ საკითხთან დაკავშირებით რუსი მოღვაწე ნიკოლოზ დურნოვო თავის წიგნში "საქართველოს ეკლესიის ბედი":

“ეგზარქოსი პავლე - ფიცხი ხასიათის, შმაგი და ნადირისებრი ადამიანი... მართლმადიდებლობის დამქცევი ბესარაბიაში, სადაც მან 340-ზე მეტი ეკლესია დახურა, ცეცხლს მისცა მოლდავურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო-ღვთისმსახურების წიგნი. მან საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში.

თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდე
გ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია”.

ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წ. 8 ივნისს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას სთხოვდა “უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო”, ე. ი. დაწყევლისათვის (პავლე ეგზარქოსმა მთელი ქართველი ერი დაწყევლა. გ. მ.).

ეგზარქოსის თხოვნით ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. “როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა. დაქირავებული მკვლელები ვერ იპოვეს. მაშინ გავრცელებული ვერსიით მძინარეს თავში ურო ჩაარტყეს.

ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე საშინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა.”

სხვათა შორის, არის ვერსია, რომ დიმიტრი ყიფიანი ძილის დროს მოკლა რუსმა ბერმა, თავში უთო ჩაარტყა.

ასეა თუ ისე, რუსი „საეკლესიო მოღვაწების“ დანაშაულით იქნა მოკლული ჩვენი დიდი მამულიშვილი.

დიმიტრი ყიფიანი შეეწირა სამშობლოსა და ქართული ეკლესიის ინტერესებს, მოიკლა როგორც მოწამე, ქრისტიანობის მტრების მიერ. ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა დიმიტრი ყიფიანი. ხომ წარმოგიდგენიათ რა სასჯელი მიეგება მის მკვლელებს, და საერთო
დ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამაუქმებლებს...


დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა დიდ ეროვნულ მანიფესტაციად იქცა ტფილისში, რამაც დააშინა იმპერიის მესვეურები და „უკანონო“ დემონსტრაციის მომწყობნი ვერ დასაჯეს შიშით, ამან უარესი პროტესტი არ გამოიწვიოსო.

დღეს წმინდა დიმიტრი ყიფიანი ზეციური საქართველოდან ლოცავს თავის ძვირფას ერს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუცილებია მისი მკვლელების მკვლელივე შთამომავლები, მაგრამ დიმიტრი ყიფიანისა და 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული ქართველების, ასევა სხვა მამულიშვილების სისხლი არ შერჩება რუსულ იმპერია - როგორც რომანოვთა არა ერთ თაობას უწია საქართველოს ცოდვამ.

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელი
12 (25) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე დოსითეოზ თბილელის (+1795) ხსენების დღეს.
წმიდა აღმსარებელნი: იოანე (მაისურაძე) და გიორგი-იოანე (მხეიძე)
8 (21) სექტემბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა აღმსარებელთა: იოანესი (მაისურაძე) (+1957) და გიორგი-იოანესი (მხეიძე) (+1960)
gaq