საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ტარას შევჩენკოს „კავკასია“
გია მამალაძე

ცნობილი ლექსი ტარას შევჩენკოსი „კავკასია“ პოეტმა მიუძღვნა თავის მეგობარსა და თანამოაზრეს იაკობ დე ბალმენს, გრაფს. ლექსი დაწერილია 1845 წლის 18 ნოემბერს. ამ დროს. გრაფი და ყმობიდან გამოსყიდული ტარას შევჩენკო გაცნობისთანავე დაახლოვდნენ და დამეგობრდნენ. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო.

იაკობ დე ბალმენი (1813-1845)  გახლდათ მხატვარი, ოფიცერი, როგორც ვთქვით, გრაფი, წარმოშობით შოტლანდიური გვარიდან. დაიბადა და იზრდებოდა უკრაინაში, რომელიც ძალიან უყვარდა.. მოღვაწეობდა უკრაინის სასარგებლოდ, იყო „კირილესა და მეთოდეს საძმოს“ წევრი, ტარას შევჩენკოსთან ერთად. ხატავდა ბრძოლების ეპიზოდებს, ასევე, კარიკატურებს გენერლებისა და იმპერატორისას...

იაკობ დე ბალმენი დაიღუპა 1845 წლის 13 ივნისს კავკასიაში, შამილის ჩეჩნებთან ბრძოლის დროს. უფრო ზუსტად, დაიკარგა. მისმა გენერალმა იგი გააგზავნა გააგზავნა მთავარსადალ ვორონცოვთან, რათა შეეტყობინებინა, რომ ჩეჩნებმა ალყაში მოაქციეს გენერლის სამხედრო ნაწილი. შემდგომში იპოვეს მხატვრის მხოლოდ ჩანთა, სადაც ნახატები ჰქონდა... ბევრი ეძებეს, მაგრამ მისი ცხედარი ვერ იპოვეს. ჯილდოც კი იყო ამისთვის დაწესებული. მისი ნახატების ალბომი გააგზავნეს პეტერბურგში, სადაც ალბომით დაინტერესდა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ვაჟი ალექსანდრე, შემდგომში ალექსანდრე II. მხატვრის აღნიშნული ალბომის სურათები ალექსანდრე II არქივმა შემოინახა.  

ტარას შევჩენკოსათვის იაკობ დე ბალმენის გარდაცვალება ძალიან მტკივნეული იყო. ეს გახლდათ იმპერიის მიერ დემოკრატიულად განწყობილი ადამიანის შეწირვა, ხალხთა დაპყრობის საქმეში მისი სიცოცხლის გამოყენება...

ლექსში პოეტი აკრიტიკებს იმპერიულ იდეოლოგიასა და იმ საქმიანობას, რომელსაც „განათლებული“ უზნეობის შეტანის „მიზეზით“ ეწეოდა რუსეთის იმპერია კავკასიაში... ტარას შევჩენკო დაუნდობელია ამგვარი იდეოლოგიის მიმართ, პესიმიზმიც იპყრობს, თუმცა მაინც იმედი რჩება მის გულში.

კავკასია

(თარგმნა ამირან ასანიძემ)

ჩემს გულითად იაკობ დე ბალმენს!

ვინ მისცეს თავსა ჩემსა წყალი, და თვალთა ჩემთა წყარო ცრემლთა, და ვტიროდი დღე და ღამე მოწყლულთა...

იერემია, თავი 9, ქება 1.

ჯანღით შესუდრულა

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
მთების მიღმა მთები -
სისხლით მორწყული და სავსე მწუხარებით.
იქ არწივი ოდითგანვე
სტანჯავს პრომეთეოსს -
დაჰყაშყაშებს კლდეს მიჯაჭვულს,
გულს სძიძგნის და ღრეობს.
სძიძგნის, ღრეობს გმირის სისხლის
ცხელი ნაკადულით,
ამოაშროს - უძლურია
და კვლავ ხარობს გული.
უდრეკია ჩვენი სული,
უკვდავი აქვს ფესვი:
ზღვის ფსკერს ვერვინ ვერ გადახნავს -
იყოს უხარბესიც;
ვერ შებოჭავ ცხოველ სიტყვას,
სულის ცხოველ ძახილს,
და ვერ შერყვნი ღმერთის დიად
და უწმინდეს სახელს.
შენთან პაექრობის ჩვენ სად შეგვწევს ძალა,
ღმერთო, შენგნით შექმნილს, ვერ ვახსენებთ ძვირად!
მაგრამ თვითონ უწყი, არსობის პურს მარად
ჭირის ოფლში რომ ვზელთ, რომ მოვთქვამთ და ვგმინავთ,
თითქოს მხოლოდ ჩვენთვის მოეცალოს ჯალათს -
ჩვენზე ზეობს იგი და ცრემლი გვდის ღვარად,
ხოლო სამართალი მივარდნილა ძილად!
ის კი როდის გაიღვიძებს?!
ზენაარო ნეტავ,
როდის უნდა შეგვეწიო,
ვიტანჯებით! -ხედავ?
გვჯერა შენი ძლიერება,
შენი უკვდავება, -
აღზევდება სამართალი
და ქებათა ქებას
შეგასხამს და განგადიდებს
ერთხმად ყველა ერი...
ჯერ კი დიან მდინარენი!
სისხლის მდინარენი!
ჯანღით შესუდრულა მთების მიღმა მთები -
სისხლით მორწყული და სავსე მწუხარებით.
სწორედ ის მხარე ავავსეთ ძვლებით!
გულმოწყალენი არა ვართ განა?! -
იქ ჩვენ უმწეო თავისუფლებას
შევუტიეთ და ვაჩვენეთ ძალა:
მარბიელ რაზმთა წყება და წყება
იქ ჩაწვა! სისხლის, ცრემლების ტბორით
გულს დაირწყულებს, ალბათ გაძღება
ამქვეყნის ყველა იმპერატორი!
შიგ რომ ჩაიღრჩონ, კიდეც მორჩებათ
ცრემლი ნადენი რბევით, წამებით,
დედებისა და დების ხელყოფით!...
და ახლა სისხლიც! - სისხლი მამების,
მდინარე რაა, ზღვად აზვირთდება,
მოგიზგიზე ზღვად!.. ვაშა ვინც მყეფრებს
გეშავს და ასმევს ამ სისხლს - დიდება!
დიდება ვუთხრათ ჩვენს მამა-მეფეს! ვუთხრათ დიდება!
თქვენც დიდება, მყინვარებით
მოჭედილო მთებო!
ღმერთს ახსოვხართ გოლიათო,
ლურჯო რაინდებო,
იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ! –
მხარს აუბით მხარი:
თქვენსკენაა სიმართლე და თვითონ ზენაარი!
არა გვჭირდება სხვისი ჭერი,
არც ლუკმა - შე
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ნიც გაკმაყოფილებს,
მასზე ვერავის წაცდება ხელი,
მისთვის ვერავინ დაგდებს ბორკილებს.
ეს თქვენთან!.. ჩვენ კი, განათლებულებს,
საღმრთო წიგნებით აგვიდგამს ენა:
დამწერლობით და სიბრძნით ქებულნი,
ბნელ დილეგიდან მაღალ ტახტამდე
ოქროში ვზივართ... შიშველნი ყველა!
მეცნიერების ავსილვართ ძალით -
ფასად დაგიჯენთ პურსა და მარილს!..
ღვთის შემწეობით რომ შევეთვისეთ
ტაძარს და სკოლას, ახლა ძალიან 
გვჭრის თვალს ეგ ქოხი - ბინად რად გიძევთ
ისე, რომ ჩვენ არ გვიმოწყალია!
რატომ არ წაგგლეჯთ და კუთვნილ ლუკმას
რად არ მოგიგდებთ ვითარცა ძაღლებს!
ხარკი გვაძლიეთ! - ასე გულუხვად
მზე რომ გათბობთ და გაშუქებთ მაღლით...
არა გვინდა რა, ოო, გვებრალებით,
მცირედს ვჯერდებით ქრისტიანები:
დაგვიმეგობრდით... სამაგიეროდ
უმეცრებსა და ბედით ჩაგრულებს,
მთელ ჩვენ სიკეთეს სულ თქვენ გარგუნებთ:
გელით სამეფო ვრცელი, ძლიერი -
ციმბირს ინებებთ? - გაჩვენებთ ხელად!
ციხეს? - იხილავთ! - მერმედა რამდენს!..
თავის ენაზე მტკიცედ დუმს ყველა
მოლდოვეთიდან ბალტიის ზღვამდე,
ბედს მომდურავი რამეთუ ჩვენთან
არავინაა!.. წმინდა ხუცესი
გვმოძღვრავს ბიბლიის უწმინდეს წესით,
რომ თურმე მეფემ, მწყემსმაო ღორის *
გაწირა მოძმე და მისი ცოლი
ხასად დაისვა: ის მეფე დღესაც
ცაშია! ხედავთ, ვინ აღწევს ზეცას
ჩვენთან და თქვენ კი უწიგნურები
წყვდიადისა ხართ ჯერაც მდგმურები!..
მოდით, გასწავლოთ გეძრობა ტყავის ლაზათიანად,
თუ გსურს სამოტხეს ამოჰყოთ თავი ოჯახიანად!..
ჩვენ რა არ ძალგვიძს: წიწიბურს ვთესავთ,
დავცინით ფრანგებს და ვიკვლევთ ზეცას,
ხან ვყიდით, ხანაც ბანქოში ვაგებთ
ჩვენსავე გლეხებს, განაღა ზანგებს,
ვით ესპანელნი!... არ ვვაჭრობთ მონით,
უკეთურ საქმეს არ ვჩადით მგონი -
განა ნაქურდალს? - კუთვნილ ყმას ვყიდით!..
ჩვენ ღვთით დადგენილ წესსა და კანონს
მივყვებით დიდი კრძალვით და რიდით.
წესს და კანონს მაგრა იცავთ,
ძმის სიყვარულს ჩემობთ!
ორგულნო და პირფერებო,
ღმერთმა შეგაჩვენოთ!
ძმას ხომ ფიცავთ! - ტყავს გააძრობთ
მოიხელთეთ თუკი,
რომ იმ ტყავის ფასად ერგოს
თქვენს ქალიშვილს ქურქი,
ცოლს - ქოშ
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ები, ბუშს - მზითევი...
თვით კი ხელგაშლილობთ
იმ საქმეში, რაც არ უწყით
ცოლო, თუნდაც შვილო!

რად ეწამე ძეო ღვთისავ -
შვებად დაჩაგრულთა?..
ჭეშმარიტი სიკეთისთვის?
თუ დღეის დღეს გსურდა
შენთვის მწარედ დაგვეცინა?..
აჰა, აგისრულდა!
ზე აღავლენ ხატის თვალებს,
სად კელაპტრები ცრემლად დნებიან...
საკურთხეველთან ევედრებიან
შენს წმინდა სახეს - რა გულმხურვალედ! –
შეგვეწიეო, და... ძმას წირავენ! –
მეუფებს კაცთკვლა!.. ძარცვა!.. ხელყოფა!..
ხოლო ნადავლი კვლავ შენს წინარე
მოაქვთ და... კვლავ შენ გთხოვენ შენდობას!!
ჩვენ გავნათლდით! გვსურს სიკეთის
გადვიხადოთ ვალი - 
ახლა სხვები გავანათლოთ,
ავუხილოთ თვალი,
გაგანათლებთ! საკუთარი
თავი დასთმეთ მხოლოდ:
შეგასწავლით ურდულები
როგორ დააყოლოთ
ციხეს! ანდა მათრახს როგორ გამოუსკვნათ ბოლო...
გაგანათლებთ! ოღონდ დასთმეთ
თქვენი ლურჯი მთები!..
ეგღა დარჩა!.. სხვა ჩვენია -
ველებიც და ზღვებიც!
ძმაო იაკობ, ერთადერთო, შენც გადაგკარგეს,
მაგრამ კეთილო მეგობარო, ვერარა არგე
შენს უკრაინას - სისხლი წმინდა, სისხლი ელვარე
ისევ სამშობლოს ჯალათთათვის, მკვლელთათვის ღვარე:
გასვეს სამსალა მოსკოვური მოსკოვურ თასით,
დაუვიწყარო მეგობარო, ჩემო ძვირფასო!
მიესალბუნე უკრაინას სულით ცხოველით,
კაზაკებს გაჰყევ - მიაშურეთ დნიპროს ნაპირებს,
თქვენს კურცხალს ელის სამარხების გოჯი ყოველი
და ყორღანებთან ცრემლის დაღვრას რომ დააპირებთ,
მეც მომიგონე - ველს მოაპყარ თვალი სოველი...
მანამდე კი ზრახვა ჩემი, 
ნაღველმა რომ ზარდა,
უნდა ვთესო - აბიბინდეს, 
ისაუბროს ქართან.
წყნარი ქარი უკრაინის,
განედლებულს ცვარით,
წინ გადგიშლის ფიქრებს ჩემსას...
და მას მეგობარი
ცრემლიან თვალს მიმოავლებ,
გადიკითხავ ვგონებ...
მოიგონებ ველს, ზღვარს, სამარხს
და მეც მომიგონებ...

1845 წლის 18 ნოემბერი, პერეიასლავი

--------

* „მეფემ, მწყემსმაო ღორის! - იგულისხმება ბიბლიური მეფე დავითი, ისრაელის მეფე. მეფობამდე ის მწყემსი იყო. მან თავისი ერთ-ერთი მხედართმთავრის, ურიას ცოლი შეიყვარა, ქმარი ომში გაგზავნა, სადაც მოკლეს.

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq