საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ქართველითა ქართველისა დამთრგუნველი...

                                   პოეტის ბოლოთქმა

                                   ნიკო ბერძენიშვილის ათტომეულისთვის

 

ისკანდერია! მამელუქთა ისკანდერია!

წყნარად რიგებში! მიდგეს მარცხნივ, ვინც ქართველია!

მე რა ვარ ჩემი სამშობლოსთვის!  მტვერი უბრალო!

თქვენი სამშობლო  მაგ უდაბნოს ქვიშის მტვერია!..

 

დგას საქართველოს სამსჯავროს წინ ლომი  ალი ბეი,

და არც მას თურმე საკმარისი არ აქვს ალიბი!

დგას ნოსტეს გმირი, შემოსილი იდუმალებით,

და არც მას, არც მას საკმარისი არ აქვს ალიბი.

 

ახლა ქალები, მშვენიერი ჩვენი ქალები!

მათი ღიმილი, მათი თმები, მათი ხალები!

ზოგჯერ  ღალატი. ზოგჯერ  ცრემლი. ზოგჯერ ღალატი.

ბოლოს  კვლავ ცრემლი: საკმარისზე მეტი ალიბი!

 

ანდა ის ხაკის ხალათი და ხაკის გალიფე!

არც მას ჰქონია საკმარისი თურმე ალიბი!

 

ხსოვნას ხალხისას ათასწლობით სწვავდა სახმილი.

სახმილმა დასწვა ბოროტების ბევრი სამხილი,

და დღეს ვინ იცის, რამდენ ლაჩარს, რამდენ გარეწარს

მამული იცნობს წამებულის წმიდა სახელით!

 

ცხოვრება ჩვენი  გადარჩენის დიდი ლეგენდა!

და მტკვარი ჩვენი  სისხლი ჩვენი ლეკერტ-ლეკერტა!

არვინ იცოდა, რა ეღონა და რა ეცადა,

და სისხლის მტკვარი რა ჯებირით გადაეკეტა!

 

ახოვანები, სათნოები და გულჩვილები

ერთმანეთს ჟლეტდნენ საქართველოს დიდი შვილები!

და ლოცულობდნენ დამხობილი მათი დედები

გულმოკლულები, მოკლულები და შეშლილები!

 

და ქართველითა ქართველისა დამთრგუნველები

იშვებდნენ მტრები! აღემართათ ყველგან ძელები!

აევსოთ ჩვენი ვაჟკაცებით ჩვენი მინდვრები!

მოერწყათ მათი წმინდა სისხლით მათივ ველები!

 

ქართველს ქართველით  სისხლიანი ჰქონდა ხელები!

ქართველს ქართველით  არ ეწვოდა ცრემლით  თვალები!

და ქართველითა ქართველისა დამთრგუნველები

ხარობდნენ მტრები! ჩვენ დღემდე გვაქვს მათი ვალები!

 

ხიდი მეტია დღეს რიონზე! მაგრამ ამ ხიდით

ვეღარ გადახვალთ! ვეღარ დამცემთ! ვეღარ გამყიდით!

მომავალში კი, მომავალში, ვიცი, გადახვალთ

აი, ამ ხიდით. აი, ამ გზით. აი, ამ ხიდით!

 

გადახვალთ, თუმცა საკმარისი არ გაქვთ ალიბი,

და მოსილია სახე თქვენი იდუმალებით,

და კვლავ ლოცულობს თქვენს სახელზე ხალხი მშობელი

ბრძენო გიორგი, ბრძენო როსტომ, ლომო, ალი ბეი...

ტ.ჭანტურია

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (303)
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის IV ს-ის დასაწყისში.
29 მაისი - ხსენება ნეტარი მუზა ქალწულისა (V) და წმიდა გიორგი მიტილინელი ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა გიორგი მიტილინელი ეპისკოპოსად მსახურობდა 820-829 წლებში, ხატთმბრძოლობის ერესის მძვინვარების დროს. 842 წელს გარდაიცვალა მიტილინში. ნეტარი მუზა ქალწული ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა.
gaq