1928 წლის 18 დეკემბერს (მისი ერთ-ერთი შთამომავლის მანანა სამაშვილის დაზუსტებით კი 1927 წლის 17 დეკემბერს), თბილისში, გარდაიცვალა ქართველი პოეტი ბაჩანა - ნიკო პავლეს ძე რაზიკაშვილი, ძმა ვაჟა-ფშაველასი. ნიკო (ნიკოლოზ) რაზიკაშვილი დაიბადა 1866 წელს ჩარგალში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. დაამთავრა 1885 წელს. მერე მასწავლებლობდა ვეჯინში, 1890 წლიდან კი ბარისახოში, ხევსურეთის პირველ სკოლაში. შემდეგ მაღაროსკარის, ჩარგლის, დუშეთის, სიღნაღისა და ბოდბის სკოლებში. საბოლოოდ დამკვიდრდა ქვემო ქედში. ბაჩანას გარდაცვალების დღის აღსანიშნავად გავიხსენოთ მისი ლექსი „სიყვარულის სამეფოში“, სადაც პოეტი ნამდვილ სიყვარულზე საუბრობს. სიყვარულის სამეფოში 1 შენი ჭირიმე, მთვარეო, გულში ღრმად ჩემეპარეო, ნუ დახვალ გარე-გარეო, ყოფნა ნუ გამიმწარეო, მოდი, მაკოცე მალეო, სხივები მომაყარეო! 2 ქალი ვნახე ჯვარობაში, ძველის საყდრის კარებზედა, ელდა მეცა, ორივ ხელი მივიფარე თვალებზედა. სიყვარულის წმინდა ნაშთი დაიხატა ცრემლებზედა. 3 ქალ ლამაზის მგულებარმა გავიარე კარისასა, ის არჩევდა სამურაბეს თეთრ-წითელი ვარდისასა. გადავძახე : „სამურაბედ რად იმეტებ მაგასაო? საიმისოდ ჟოლს არჩევენ, ან შვინდს, კაკლის კაწახსაო. ვარდი კი ყვავილი არის, საამური თვალისაო, დაეხსენი, შესაჭმელი ნურა გინდ
| სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge | ა მაგისაო“.4 დანიშნულმა მზითვის სია მომიტანა.. გუჯრით იყო: რა ფულ-საფენ, რა საცმელი, სამკაული მეტი იყო. ჩავყევ და ვაჰ; - იმაშია სიყვარული არსად იყო. სია მივეც... ვუთხარ „ესა მამაშენსვე მიუტანე, რაც შიგ არის, არრა მინდა... სიყვარული მომიტანე“. 5 ქალმა თაფლი შემთავაზა, თეთრი შოთი, გოლეული, მე თითები გავილოკე, გადავუდგი ტკბილეული. „რად არა ჰჭამ, არ გიამა?“ გაებუტა მზარეული. ვუპასუხე: „მადლობელი, ჰცხონდა შენი გამზრდელიო. სიმაძღრისთვის პურია, და თაფლი - ზოგვით საჭმელიო“. 6 შიშველი ქალი ხელში მჭერია, მე მის სიშიშვლე არ მინახნია. მე მარტო სახე დამინახნია, მასზე ლექსები დამიწერნია; და ტრფობა ჩემი ცად აზიდულა, დაბლა ერთხელაც არ დაცემულა, თუ ვინმე მეტყვის: „სულ ტყუილია“, მეც ვუპასუხებ: „სულ მართალია, და ტრფობა ასე უფრო ტკბილია“. 1915 წელი |