საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ნიკო ლორთქიფანიძის დაბადების დღე („გული“)
1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში, იმერეთში დაიბადა დიდი ქართველი პროზაიკოსი, ბრწყინვალე ნოველისტი ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე.

მისი პაპა, გიორგი ლორთქიფანიძე დიდი ხელმწიფის, სოლომონ II-ის „ფიცის კაცების" წინამძღოლი ყოფილა. კი არ ჰყიდდა ქართველებს მონებად, როგორც ზოგიერთი სხვა თავადი, ქართველების გამყიდველებს და თურქებს ებრძოდა.

დიდი მწერლის მამა, მერაბ ლორთქიფანიძეს საგლეხო რეფორმამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები. აი ასეთ ოჯახში გაიზარდა მომავალი დიდი მწერალი. ხუთი და და ორი ძმა ჰყავდა. წერა-კითხვა შინ ისწავლა...

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. მერე ვლადიკავკაზში. შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტში. მთელი ცხოვრება ფათერაკიანი ჰქონდა, გამორიცხეს უნივერსიტეტიდან სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო...

მერე ავსტრიაში გაემგზავრა სასწავლებლად, ლეობენის სამთო აკადემიაში. ღირსების დასაცავად დუელებშიც მონაწილეობდა...

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1902 წლიდან. მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვ.

სამშობლოში დაბრუნების მერე თბილისის გიმნაზიაში ასწავლიდა გერმანულს. მერე ქუთაისში ცხოვრობდა, მუშაობდა საადგილმამულო ბანკში. 1925 წლიდან ისევ თბილისში გადმოვიდა. პედაგოგად მუშაობდა ისევ, 1928-40 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-24 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე იყო.

რედაქტორობდა ჟურნალ „ცხოვრება და ლიტერატურას“ 1910-1911 წლებში. ეროვნულ-დემოკრატიული გაზეთის „სამშობლოს“ პასუხისმგებელი მდივანი იყო 1917 წლიდან. მერე იყო ალმანახ „კრებულის“ რედაქტორი.

დიდი მწერალი გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს. ესაა ძალიან მოკლე ბიოგრაფია დიდი ქართველი მწერლისა, რომლის ნაწარმოებებს მომავალში კიდევ უფრო დააფასებენ.

გავიხსენოთ მისი შესანიშნავი ნაწარმოები „გული“.

გული

მოკვდა.

დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.

- ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფერფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

- მე დავაჭკნე!

- მე დავწვი! – გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

1908 წელი

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსმოწამე ანდრია კრეტელი (+767)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება ღირსმოწამე ანდრია კრეტელის (+767) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი ოსე (+820 ქრისტეს შობამდე)
17 (30) ოქტომბერს აღინიშნება წინასწარმეტყველი ოსეს (+820 ქრისტეს შობამდე) ხსენების დღე.
gaq