საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ლიტერატურა

ვალერიან გუნიასადმი მიძღვნილი მაიაკოვსკის ქართულ-რუსული ლექსი-ექსპრომტი
News.ge

მაიაკოვსკის დაბადების 120 წლისთავთან დაკავშირებით პოეტის შემოქმედების  ნაკლებად ცნობილ ფურცელს შევეხებით, რომელიც მის რუსულ-ქართულ ექსპრომტულ პოეტურ ნაღვაწს წარმოგვიდგენს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბაღდათში დაბადებულმა და გაზრდილმა მაიაკოვსკიმ სრულყოფილად იცოდა ქართული ენა. თუმცა მის მიერ დაწერილ ლექსს, ალბათ სწორედ ქართული ჩანართების გამო,  დღემდე სათუოდ ხდიან რუსი ლიტერატურათმცოდნეები, იმისდა მიუხედავად, რომ ექსპრომტი დაწერილია პოეტისათვის დამახასიათებელი ტეხილი რითმით. თანაც, ლექსი დაბეჭდილია  „სალიტერატურო გაზეთში“ 1933 წელს (31. 10), სათაურით: „ვლადიმერ მაიაკოვსკის გამოუქვეყნებელი ლექსი“  და ამ წლებში, მოგეხსენებათ, ვერცერთი იდეოლოგიური  მუშაკი ვერ გაბედავდა ეთნოკულტურულ სფეროში სიყალბის ოფიციალური ორგანოთი ტირაჟირებას.

ლექსს ახლდა შემდეგი სახის განმარტება: „ეს ექსპრომტი, რომელიც პირველად იბეჭდება, წარმოთქმულია ავტორის მიერ ბაქოში, 1927 წელს თებერვალში ქართული დრამატიული დასის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე, რომელზედაც მოწვეული ყოფილა ვლ. მაიაკოვსკი. როგორც თვით ექსპრომტის ტექსტიდან ჩანს, ლექსი წარმოადგენს პასუხს ვალერიან გუნიას სიტყვაზე“.

ქვემოთ გთავაზობთ ამ ვრცელ ლექს-სადღეგრძელოს (გაზეთის სტილი და ორთოგრაფია დაცულია):

 

Ответ В. Маяковского на тост В. Гуния

 

Вы – толумбаш,

Вы – тамада, -

Вы – наш!

Вы – мастер слова.

Как жаль,

       что никогда

       Вас снова

       я не увижу

Ни здесь

         в огненном

              Баку

и ни в тифлисе,

и ни в родном

    нам

  Кутаисе...

Наш путь

       тяжел

     и тернист.

Вы ведь

     артист

     и старый, -

не комсомол

по преистории.

Ваш упрек

    о футуризме

мне урок,

    но в социализме

      Вы новичек,

       а я

       знаток...

       «Блажен

       кто с молоду

       был молод»

И перебесился

    Кто на ошибки

    былых времен

    не скулил

    и не сердился...

А сами Вы?

    Вы

    Родом гун

из дикарей

И надо думать

что мингрел

Вас пригрел –

     ассимилировал

бунтарей.

Ай гиди, ай.

Эри  - Хаа!

   Давным давно

Север с югом

Породнились

  И попривыкли

     И пообжилиь...

     И напрасно

     Вы,

наш милый гун,

божились,

что мы

хорошему

у вас

учились.

Не время

счеты подводить...

И вкривь

    и вкось

судить – рядить...

Вы меня

     не убедили

А только

раны

разбередили.

Да

я русский

რუსი გახლავარ

я великорос,

хоть в Грузии рос

но в России

вырос

во весь рост.

Потому силен

и прост!..

Я Маяковский

не Макашвили,

Вопроса мы

не разрешили.

Хоть были

           тренья,

но дружно

      жили

      и любили

И пили...пили

Да! много пили

    И теперь,

    Вдали

    от Вас –

ვისურვებდი

ვყოფილიყავ

თქვენთან

ერთად

Как  с братом

      брат.

хотелось

вновь

и в глаз

и в бровь

делить

и ласку

и любовь

и посмеяться

и побалагурить –

კვლავ მოგველხინა

ღვინით და პურით

მაღლარი გვესვა

ყანწით და ჭურით

                    ВЛ. МАЯКОВСКИЙ

მამული, ენა, სარწმუნოება

წამებული ქრისტეს სასძლოები – კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი, პალესტინის კესარიაში წამებულნი (IV)
20 ივნისს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: კალერიასი, კვირიაკიასი და მარიამისა, რომელნიც პალესტინის კესარიაში ეწამნენ. წმიდა მოწამენი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს.
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სხვა იუსტინე და მათ თანა: ხარიტონი, ეველპიტე, იერაქსე, პეონი, ვალერიანე, იუსტი და ხარიტა (+166) - ხსენება 14 ივნისს
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი წარმართი ბერძნის ოჯახში დაიბადა. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განაბრძნო უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველთვის რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა და, ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა ის.
gaq