| მღვდელი იროდიონ გიორგის ძე გურგენიძე (კახეთის თავადური შტო). | გურგენიძეები ზოგიერთი რჩეულთა გვარიშვილთა ნამოღვაწარი უძველეს მატიანეთა ფურცელზეა დაცული.
ქართლის ცხოვრების - საქართველოს ისტორიის ციხე-სიმაგრის მშენებლობაში თავისი წილი აგური თავად გურგენიძეთა ძირძველმა და სასახელო გვარმაც დადო.
წინაპრის საკუთარი სახელიდან მოუდით გვარსახელის ფუძე გურგენიძეთა გვარს. „გურგენი“- პირველსახელი (საკუთარი სახელი) ყოფილა - „გურგენ ბაგრატიონი“. ამრიგად გვარსახელი გურგენიძე ეპონიმური ტიპის მემკვიდრეობითი სახელთა რიგს მიეკუთვნება. ესე იგი მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის, გვარის ფუძემდებლის საკუთარი სახელი.
თავად გურგენიძეთა ერთი-ერთი ყველაზე ძირძველი და სახელოვანი საგვარეულო ჯავახეთიდან იღებს სათავეს, კერძოდ-გურგენ ბაგრატიონისაგან (გ. 1008), ბაგრატიონთა ტაოს შტოდან: „მეფეთ-მეფე 994-1008 და მაგისტროსი 1001 წ. ქართულ ისტორიულ წყაროებში ჯავახ თავად გურგენიძეთა გვარმოდენილობა XII-ე საუკუნიდან ჩანს. ამ პერიოდიდან, ჯავახეთს მოსახლე გურგენიძეთა ცსაგვარეულოს აღზევების ხანა იწ ყება.
XII-XIII საულუნეთე მიჯნაზე აგებული იყო წუნდის ეკლესია (ასპინძის რაიონი), რომლის საამშენებლო-ქტიტორიულ წარწერაში აღმაშენებელი იჩქით გურგენიძე იხსენიება. წარწერა ქარაგმების გახსნითა და მხედრული ტრანსლიტერაციით ასე იკითხება: „სახელითა ღმრთისაითა, მე, იჩქით გურგენისძემან აღვაშენე ეკლესია ესე მამული ჩუენი სახელსა ზედა წმინ- დისა ნათლის მცემლისასა. სალოცავად ჩემთვის და მშობელთა ჩემთათვის“. როგორც, ტექსტიდა ჩანს იმ ხანად ფეოდალ გურგენიძეთა სახლის მეთაური იჩქით გურგენიძე წუნდის ეკლესიას თავის მამულში აშენებს. იჩქით გურგენიძის შესახებ ქართულ ეპიგრაფიულ საბუთებში სხვა ცნობაცაა შემონახულ
| გიორგი ივანეს ძე გურგენიძე. (იმერეთის აზნაურული შტო). | ი. ვანის ქვაბების ერთ წარწერაში კვლავ ფიქსირდება იჩქით გურგენიძე.
იმავე ხანით XII-XIII-ე საუკუნეთა მიჯნით თარიღდება ვაჰანის მონასტერი (ასპინძის რაიონი), რომელსაც მიკუთვნება იჩქით გურგენიძის სამშენებლო წარწერა, რომელშიც ის თამარ მეფეს იხსენიებს. „იესო ქრისტევ, ადიდე ორთავე შინა სუფევდა მეფეთა-მეფე და დედოფალი თამარ, რომლისა ზე მე, იჩქით გურგენისძემან, ავაშენე კედელი ესე და დავასუენენ ხატი: მაცხოვრისი ღმრთის მშობლისი, ნათლისმცემლისი და ჯუარი წმინდისა სუიმეონისი. ვინცა ილოცვიდე მეცა მომიხსენიეთ“.
ვაჰანის მონასტერშივეა დაცული მეორე წარწერა, რომელშიც ვანის ქვაბები გურგენიძეთა საგვარეულოს სამკვიდრებლად იწოდება.
იჩქით გურგენიძე აგრეთვე იხსენიება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინასქარის აღაპებში (აღაპი-მიცვალებულის მოსახსენიებელე ტრაპეზი). როგორც ჯვრის მონასტერის სვინაქსარული აღაპებიდან ირკვევა, ყოველი წლის ნოემბრის 23 რიცხვს, უხვი შემოწირულობის გამო გამო დაუდგენიათ იჩქით გურგენიძის აღაპი, რომელიც ნუსხა-ხუცურითაა ჩაწერილი და XIII-ე საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
აღაპი ქარაგმების გახსნითა და მხედრული ტრანსლიტერატურაციით ასე იკითხება: „ თუ ერსა ნოემბერსა კ.გ. (23).
ამასავე დღესა აღაპი იჩქითისა გურგენის ძისა, შეუნდვნენ ღმერთმან“.
ზემოთ მოყვანილი მასალა გვაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ თამარის მეფობის პერიოდი, გურგენიძეთა ამ გვარმოდენილობის აღზევებიის ხანაა. წუნდა - მათი საგვარეულო ეკლესიაა, ხოლო ვანის ქვაბები-საგვარეულო სამარხი მონასტერი. იმ ხანად ფეოდალ გურგენიძეთა გვარის უფროსს, იჩქით გურგენიძეს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისადმი ეგზომ დიდი შესაწირი უბოძებია,
| გიორგი ივანეს ძე გურგენიძე დედასთან, ელენე ლევანის ასულ გურგენიძესთან ერთად. (იმერეთის აზნაურული შტო). | რის გამოც მის სახელზე მოსახსენებელი-აღაპიც დაუდგენიათ.
XIII-საუკუნის პირველ ნახევარში ჯავახეთის მოსახლე ფეოდალ გურგენიძეთა სახლი იშლება. ფეოდალ გურგენიძეთა მთავარი შტო კახეთში, შილდაში (სოფელი ყვარლის რაიონში) გადადის საცხოვრებლად. მეორე შტო გურიაში და იქიდან ცოტა მოგვიანებით იმერეთში. კახეთში მცხოვრები გურგენიძეები აზნაურობიდან-თავადები გახდნენ, ხოლო გურიაში და იმერეთში მცხოვრები გურგენიძეები აზნაურები იყვნენ.
რაც შეეხება რაჭაში მცხოვრებ გურგენიძეებს, ისინი გლეხები იყვნენ. ისინი არც სისხლით და არც სამართებლივად არ ენათესავებოდნენ, და არავათირი საერთ არ ჰქონდათ, არც აზნაურ და მითუმეტეს კახეთის თავად გურგენიძეებთან. როგორც ცნობილია სახელი გურგენი გავრცელებული სახელი იყო რაჭაში. რაჭველი გურგენიძეები, გურგენიშვილები, გურგენაშვილები სახელი გურგენიდან მოდის. ისინი არავითარ კავშირში არ არიან ჯავახეთს მცხოვრებ ფეოდალ და მათ განაყოფ გურიაში და იმერეთში მცხოვრებ აზნაურ და კახეთში, სოფ. შილდაში მცხოვრებ თავად გურგენიძეებთან. შეცდომაა მათი რაიმე კუთხით მიკუთვნება, აზნაურ და თავად გურგენიძეებთან.
1740 წელს დაწერილია იმ ხანად კახეთის მეფის თეიმურაზ მეორისა და უფლისწულ ირაკლის (შემდგომში - ერეკლე მეორე) მიერ გურგენიძეთადამი ბოძებული წყალობის სიგელი. შემდგომში ბარამ გურგენიძეს თეიმურაზ მეორე უწყალობებს სოფ. მარტყოფს, მისი მიმდებარე ტერიტორიბით.
1740 წლის წყალობის წიგნში გურგენიძეები აზნაურად იხსენიებიან. 1744 წელს ერეკლე პირველს ინდოეთში სალაშქროდ გაჰყვა სოლომონ ბეჟანის ძე გურგენიძე, სადაც დაიღუპა კიდეც. ამ „დამსახ
| ელენე ლევანის ასული გურგენიძე, ივანე პაატას ძე გურგენიძის მეუღლე. (იმერეთის აზნაურული შტო). | ურების“ გამო მეფემ მის შვილებს თავადობა უბოძა და ჩაიწერნენ კახეთის თავადთა სიაში.
თავად გურგენიძეებს სამეფო კარზე ეკავათ: მეფის მოურავების, ეშიკაღაბაში, მოურავის-ტარუღა, მორდიალის - მეფის ბეჭდის შემნახველის და მეფის ლაშქრის უფროსის თანამდებობები.
1783 წლის 24 ივლისის გეორგიევსკში ხელმოწერილ ტრაქტატის, თავად აზნაურთა სიაში, თავადი გურგენიძეები შეყვანილნი არიან კახეთის თავადთა სიაში. ასევე თავადი გურგენიძეები შეყვანილნი არიან 1850 წელს პეტერბურგში გამოცემულ „ხავერდოვან წიგნში“.
ამჯამად თავადი გურგენიძეების გვარი გაწყვეტილია, არ არსებობენ, აღარ ცხოვრობენ. უკანასკნელი გვარის წარმომადგენლები იყვნენ იროდიონ გიორგის ძე გურგენიძე, რომელიც იყო მღვდელი და ოჯახი არ ყავდა.
ასევე პოლკოვნიკი კონსტანტინე ბეჟანის ძე გურგენის ძე, რომელსაც ჰყავდა ორი ქალიშვილი ნინო და ეკატერინე. ეკატერინე იყო გათხოვილი აზნაურ მაჭავარიანზე. ის გარდაიცვალა 1902 წელს. ნინო გათხოვილი იყო თავად ალექსანდრე ზაალის ძე ხიმშიაშვილზე. ნინო კონსტანტინეს ასული გურგენიძე გარდაიცვალა 1910 წელს. ის თავად გურგენიძეთა ბოლო წარმომადგენელი იყო. 1910 წელს, მისი სიმკვდილის შემდეგ შეწყდა გურგენიძეების თავადური შტოს არსებობა.
გურული აზნაური გურგენიძეები იყვნენ მეჭურჭლეთუხუცესები და სხვა. როგორც გურული, ასევე იმერელი აზნაური გურგენიძეები მსახურობდნენ მეფის არმიის რიგებში და სხ
| ვერა ივანეს ასული და გიორგი ივანეს ძე გურგენიძეები (იმერეთის აზნაურული შტო). 9. სალომე ბეჟანის ძე გურგენიძე (იმერეთის აზნაურული შტო). | ვადასხვა სამოხელეო სამსახურში. ამჟამად აზნაური გურგენიძეების შთამომავლები ცხოვრობენ გურიაში, ჩოხატაურის რაიონში და იმერეთში.
სოლომონ ბეჟანის ძე გურგენიძე (1744)- ეშიკაღაბაში (მანდატურუხუცესი), მარტყოფის მოურავი. 1744 წელს ერეკლე პირველს გაჰყვა ლაშქრობაში ინდოეთში, სადაც დაიღუპა.
გიორგი (გოგია) სოლომონის ძე გურგენიძე (?-1795)-მორდიალი (მეფის ბეჭედის მცველი). დაიღუპა აღა-მახმად-ხანის საქართველოში შემოსევის დროს.
ბარამ სოლომონის ძე გურგენიძე-მეფის ნაზირი დიდუბეში. თეიმურაზ მეორემ უწყალობა სოფ. მარტყოფი. სიმონ გიორგის ძე გურგენიძე-მეფის ლაშქრის უფროსი. იროდიონ გიორგის ძე გურგენიძე (1777-?)-მორდიალი (მების ბეჭდის მცველი), თელავის მოურავი.
ივანე სიმონის ძე გურგენიძე-ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII, მორდიალი (მეფის ბეჭდის მცველი). 1801 წელს დაინიშნა თელავის პოლიციის უფროსად.
სოლომონ იროდიონის ძე გურგენიძე (1811-?)-კოლეგიის რეგისტრატორი 1850 წელს. &nb sp; გიორგი იროდიონის ძე გურგენიძე (1813-?)-14 კლასის სახელმწიფო ჩინოვნიკი. დიმიტრი იროდიონის ძე გურგენიძე (1819-?)- პრაპორშჩიკი 1850 წელი. კონსტანტინე ბეჟანის ძე გურგენიძე (1811-?)-პოლკოვნიკი. იროდიონ გიორგის ძე გურგენიძე (1856-1903)-მღვდელი, დეკანოზი. ეს არის თავად გურგენიძეების გვარის სია, რომელნიც მეფის და სახელმწიფო სამსახურში იყვნენ. გურიის და იმერეთის აზნაურ გურგენიძეების წარმომადგენლები.
ვლადიმერ სპირიდონის ძე გურგენიძე -სამხედრო მოსამსახუ რე, პიველი მსოფლიო ომის მონაწილე. ივანე პაატას ძე გურგენიძე (1841-?)- რუსეთის საიმპერატორო ჯარის ოფიცერი, მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-16 მსროლელთა პოლკში. დაჯილდოებულია: წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით; წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი ხმლით; წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენი ხმლით.
გიორგი ივანეს ძე გურგენიძე-რუსეთის საიმპერატორო ჯარის ოფიცერი, შყაბს კაპიტანი, მსახურობდა ბაქოს 153-ე ფეხოსანთა პოლკში. დაჯილდოებულია: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით; წმ. ანას მე-4 ხარისხის ორდენი სიმამაცისთვის; წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით და სხვა. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, პირველ მსოფლიო ომში. კონსტანტინე ივანის ძე გურგენიძე-რუსეთის საიმპერატორო ჯარის ოფიცერი, პორუჩიკი. მსახურობდა 146 ცარიცინის ფეხოსანთა პოლკში (მოსკოვი). მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. პირველ მსოფლიო ომში. დაჯილდოეულია: მედალი რუსეთ-იაპონიის ომში მონაწილეობისათვის; წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი ხმლითა და ბაბთით; წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით.
სალომე ბეჟანის ასული გურგენიძე-ქველმოქმედი. ქართული გიმნაზიის ეკლესიის დასამთავრებლად შესწირა 2000 მანეთი, ღარიმ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოებას კი 10.000 მანეთი. მამულებს ფლობდა შორაპნის მაზრაში.
მღვდელი დავით გურგენიძე -თბილისის სასულიერი სემინარიის პედაგოგი.
|