საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

აბდუშელიშვილები
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი ოჯახთან ერთად.

                                                                                      

 

            აბდუშელიშვილი ეპონიმური გვარსახელია. გვარის ფუძემდებლად ითვლება „აბდიშური“, რომელიც იყო ზედამდეგი ედისისა ქალაქისა და მოხელე  წელსა 33. და ამათნი გვარნი  მოვიდნენ  დროსა  თურქთა  დაპყრობისაა სომხითისა და იწოდებოდნენ  აზნაურ  აბდუშერისშვილებად (აბდუშელიშვილი).                                                     


  აბდუშელიშვილები იყვნენ იმერეთის აზნაურები. წერეთლის აზნაურები, მოგვიანებით სამეფო (სახასო) აზნაურები.საწერეთლოში&nb

დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი მეუღლესთან ეკატერინე ლოლუასთან ერთად.
sp; ეკავათ  საპატიო  თანამდებობები. 1784-1793წლებში ქაიხოსრო აბდუშელიშვილი იყო ციხის (მოდინახეს) მოურავი.სოლომონ პირველმა დავით წერეთელისა და ბუჟუკი ცქიტიშვილის სასიხლო გარჩევა დაავალა თავად ნიკოლოზ წერეთელსა და მოურავ გიორგი აბდუშელიშვილს.  აბდუშელიშვილები იყვნენ ყმა მრავალი აზნაურები.  აზნაურებს ბეჟანსა და მის ძმას გოგია აბდუშელიშვილებს (1800 წ.) 64 კომლი ყმა გლეხები ჰყავდათ. ჰქონდათ სასახლე და ზვარი.


ამჟამად საქართველოში 567 აბდუშელიშვილი ცხოვრობს. აბდუშელიშვილების გვარი გავცელებულია ჭიათურის, საჩხერის მინიციპალიტეტებში, ასევე ქუთაისში, აჭარაში ავტონომიურ რესპუბლიკაში და თბილისში. 


აბდუშელიშვილების გვარიდან მოდიან ისეთი წარჩინებული პიროვნებები, როგორც: ნიკოლოზ აბდუშელიშვილი; მომრიგებელი მოსამართლე 1867 წელი. ქ. ქუთაისი.ანდრია აბდუშელიშვილი; სასამართლო პრისტავი 1878 წელი. ქ. ქუთაისი.                   


    დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელისშვილი; დაიბადა 1847 წელს ქ. ქუთაისში  გარდაიცვალა 1919 წელს ქ. ქუთაისში.  პუბლიცისტი,  იურისტი,  ქართველთა  შორის  წერა  კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1873-1913), ქ. ქუთაისის, ქალაქის საბჭო

სოლომონ იოსების ძე აბდუშელიშვილი ვაჟთან ერთად.
ს ხმოვანთა წევრი (1981).                                                         

            დავით ანდრიას ძე აბდუშელიშვილი; დაიბადა 1852 წელს ქ. ქუთაისში. გარდაიცვალა 1919    წელს ქ. ქუთაისში.  პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მათემატიკოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე,      ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარვცელებელი საზოგადოების წევრი (1880-1886).დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ  სწავლობდა  პეტერბურგის უნივერსიტეტში იურდიულ  ფაკულტეტზე.  1880  წლიდან  თანამშრომლობდა  ჟურნალ იმედში“. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ხალხოსანი.სოლომონ იოსების ძე აბდუშელიშვილი; დაიბადა 1853 წელს  სოფ. ბჟინევში,  ქ. ჭიათურის რაიონში. როტმისტრი,  ქ. ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრი (1895-1900), ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1897-1898).დაამთავრა ქ. ქუთაისის გიმნაზია. შემდეგ  ქ. პეტერბურგის  წმ. მიხაი

ნიკოლოზ აბდუშელიშვილი
ლის სახელობის სამ-ხედრო სასწავლებელი. მსახურობდა ვოლონსკის მე-17 დრაგუნთა პოლკში-როტმისტრის ჩი-ნით.  ბათუმის  ცხენოსანთა პოლიციის ასეულის მეთაურად (1892-1900). იყო რუსეთ-თურქეთის ომის მონაწილე 1877-1878 წლბში.                                                          

დაჯილდოებული იყო:  წმ. სტანისლავის 3-ე ხარისხის  ორდენით ხმლითა და ბაბთით;  წმ.  ანას 3-ე ხარისხის ორდენით;  წმ. სტანისლავის 2-ე ხარისხის  ორდენით;  წმ. ვლადიმირის 4-ე ხარისხის ორდენით.  გარდაცვალების თარიღი უცნობია.  სიცოცხლე დაასრულა  ქ. ქუთაისის მიუსაფართა თავშესაფარში. დასაფლავებულია უპატრონოთა და მიუსაფართა თავშესაფართა სასაფლაოზე. საფლავი უცნობია.                        


მალხაზ გიორგის ძე აბდუშელიშვილი; დაიბადა 1926 წლის 28 ნოემბერს, ქ. თბილისში. გარდაიცვალა  1998 წლის 23 თებერვალს.  ანთროპოლოგი, ისტორიის  მეცნიერებათა დოქტორი  (1964), პროფესორ

ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილი.
ი (1965), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993), მეცნირებათა დამსახურებული მოღვაწე (1879).         

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.  1948 წელს დაიწყო მუშაობა  საქართველოს  მეცნიერებათა  აკადემიის  ისტორიის ანთროპოლოგიის განყოფილებაში.  1959  წლიდან ამავე განყოფილების გამგეა.  მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა კავკასიის ძველი და თანამედროვე მოსახლეობის (1950), აგრეთვე ინდოეთის სუბკონტინენტის ენდოგრამიული პოპულაციების ანთროპოლოგიური კვლევა (1971). მის სახელთან არის  დაკავშირებული ქართველი ხალხის ანთროპოლოგიური შესწავლა;  კავკასიის და ინდოეთის მოსახლეობის ანთროპოლოგიური კლასიფიკაცია. ძირითადი ანთროპოლოგიური ტიპების ადგილის განსაზღვრა და სხვ. ხელმძღვანელობდა სსრკ-ინდოეთის ერთობლივ ანთროპოლოგიურ ექსპედიციებს  (1971, 1974-1975, 1978-1979, 1983).  მალხაზ აბდუშელიშვილი  ქართული  ანთროპოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელია.  1973 წლიდან  იყო  ევროპის  ანთროპოლოგიის ასოციაციის წევრი.  სრულიად  ინდოეთის  ადამიანის გენეტიკოსთა  საზოგადოების საპატიო წევრი (1979). იუნესკოს ექსპერტი (1964). ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილი; დაიბადა 1887 წლის 30 აპრილს სოფ. შალაურში.  გარდაიცვალ

გივი ვალერიანის ძე აბდუშელიშვილი
ა 1948 წლის 15 იანვარს  ქ. თბილისში.  პედაგოგი,  მეთოდისტი,  მთარმგნელი  და     საზოგადო  მოღვაწე,  დამსახურებული  მასწავლებელი (1939). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი (1916).       


რუსუდან გრიგოლის ასული აბდუშელიშვილი; დაიბადა 1927 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისში. გარდაიცვალა 1992 წლის 12 მარტს ქ. თბილისში. ექიმი;  საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1987); პროფესორი (1985).             


გივი ვალერიანის ძე აბდუშელიშვილი;  დაიბადა 1921  წლის 2 მაისს  ქ. თბილისში.  ექიმი;          ჰიგიენის მეცნიერებათა დოქტორი (1986); პროფესორი (1987).                        


ტარიელ ვასილის ძე აბდუშელიშვილი 33 წლის, ყოფილი აზნაური, უპარტიო. მცხ. ქ. ჭიათურაში. 1924 წლის აჯანყების მონაწილე. 1924 წელს დახვრიტეს, სოფ. შორაპანში.

 

                                 

მალხაზ გრიგოლის ძე აბდუშელიშვილი
                                      


                      ლევან ბერაია                ვალერიან ხიმშიაშვილი

 

მამული, ენა, სარწმუნოება

იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი
30 (12.02) იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპისა და მის თანა წამებულთა კენსორინესი, საბინესი, ქრისია ქალწულისა და სხვათა ოცთა მოწამეთა (III)
ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
gaq