საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

აბუსერიძენი
ვალერიან ხიმშიაშვილი ლევან ბერაია

                                                                                                                                                                                                 

       აბუსერიძენი-XI-XIV საუკუნეების დიდ  საგვარეულოს  წარმოადგენდა. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის ერისთავი იოანე აბუსერიძე ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ   წლებში იხსენიება,  რამდენიმე  საუკუნის  მანძილზე აჭარის ერისთავ-აბუსერისძეთა სარეზიდენციო ადგილი ხირხათის ციხე იყო. აბუსერიძენი თავიანთი ძლიერების ხანაში  ფლობდნენ შავშეთ-კლარჯეთსა და იყვნენ სამცხის ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები. დროთა განმავლობაში  XI-საუკუნის მეორე ნახევარში აბუსერიძეები  თანდათან  კარგავენ თავის  სამფლობელოების  მნიშვნელოვან ნაწილს. მათ  დაკარგეს ჯერ არტანუჯი, შემდეგ ციხისჯვარი დ

ვალერიან ხიმშიაშვილი
ა აწყური. XII-XIII  საუკუნეებში  შეინარჩუნეს  მხოლოდ აჭარა  და იყვნენ ხიხათა ერისთავები.  XIII  საუკუნეების  60-იან  წლებში კი მათ  სამცხეში  გაძლიერებული  ჯაყელები   აჭარასაც ართმევენ ხელიდან.                                                                                                               

          XIV საუკუნეში ცნობილია ამირსპასალარი ივანე აბუსარიძე (გ. 1355). უკანასკნელად აბუ-სერიძეები იხსენიებიან XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგოს დიდებულთა სიაში.აბუსერ აბუსერიძე-XI საუკუნის  შუა  წლების  საქართველოს  პოლიტიკური  მოღვაწე,ძე იოანე აბუსერიძისა, არტანუჯისა და ხიხათა  (აჭარის)  ერისთავი,  აწყურისა  და  ციხისჯვრის                     ციხეთა გამგებელი.                                &n

ლევან ბერაია
bsp;                                                            

          1045 წელს მარიამ დედოფალმა აბუსერიძეს საგამგებლოდ  ჩააბარა ქ. ანისი. აბუსერიძე აქტიურად ეხმარებოდა ბაგრატIV-ს ლიპარიტ ბაღვაშთან შინაომში. აბუსერიძე და სხვა დიდებულები ლიპარიტ ბაღვაშმა ანისიდან გამოიტყუა და შეიპყრო, შემდეგ გაცვალა თავის შვილ ივანეზე, რომელიც ბაგრატ IV-ჰყავდა  დატყვევებული. ცოტა ხნის შემდეგ, სასირეთის ჭალაში (შიდა ქართლი) მეფესა და  ლიპარიტს  შორის  მომხდარი  შეტაკებისას, აბუსერიძე კვლავ დაუტყვევებია ლიპარიტს, რის შემდეგ ისტორიულ წყაროებში აღარ იხსენიება.                                                             

          გრიგოლ აბუსერიძე-XI საუკუნის შუა წლების  საქართველოს  პოლიტიკური  მოღვაწე,  ძე აბუსე აბუსერიძისა, არტანუჯისა და ხიხათა (აჭარის) ერისთავერისთავი. 1046 წ. მონაწილეობდა  ღრტილის  აღებაში.  იყო ბაგრატ IV-ის მოკავშირე ლიპარიტ ბაღვაშთან&nbs

p; ბრძოლაში. სამცხეში არყის ციხესთან მომხდარ შეტაკებაში ტყვედ ჩაიგდო ლიპარიტმა და  არტანუჯი  ჩამოართვა. ამის შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე აღარ ჩანს ტბელი  აბუსერიძე  (დ. დაახლოებით 1190 წ.-გ. 1240 წ.)- ქართველი  პროზაიკოსი, ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი და ასტრონომი. ხიხათის (აჭარის) ერისთავერისთავის ივანეს  შვილი და ძმა ქართული კულტურის მეცენატებისა-ვარდან და აბუსერ აბუსერიძეებისა. კანონიზირებულია ქართული მარლთმადიდებელი ეკლესიის მიერ და მოიხსენიება 17/30 აგვისტოს. ავტორია რელიგიურ-ისტორიული თხზულებისა: „ქორონიკონი სრული მისითა საუწყებლითა და განგებითა“.„სასწაულნი წმინდა მთავარმოწამისა გიორგისნი“. „გალობანი სამთა იოანეთა: ნათლისცემლისა, მახარებლისა და ოქროპირისა“.რელიგიურ-ისტორიული  თხზულება   აღწერს  აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის,ბოლოკ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყელში. შეიცავს აბუსერიძეთა  საგვარეულო  მატიანეს, აგრეთვე იმ დროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ხასიათის  მონაცემებითც. ქრონოლოგიურ-ასტრონომიული ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო  ცნობარია,  რომელშიც განხილულია წელთაღრიცხვის სახვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი დამოცემულია  საეკლესიო დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.                                                                       &nbs
p;                                                                                                                                                                                                                              ვალერიან ხიმშიაშვილი                           ლევან ბერაია                          

მამული, ენა, სარწმუნოება

25 აპრილი - ხსენება ღირსი ათანასია იღუმენიისა (+860)
ღირსი ათანასია კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.
25 აპრილი - ხსენება ღირსი ისააკ ასურისა (+550)
ღირსი ისააკ ასური VI საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. ის სირიიდან ჩავიდა იტალიის ქალაქ სპოლეტოში. ღირსმა მამამ მნათეებს სთხოვა, ნება დაერთოთ ტაძარში დარჩენილიყო სალოცავად და ორდღენახევარი ლოცულობდა.
gaq