|
ივანე ფარეში (სიხარულიძე) ნატო გიორგაძე
ყოველი ქართული გვარი კეთილშობილია!
გვინდა გიამბოთ სიხარულიძეთა საგვარეულოს ერთ-ერთი ღირსეული წინაპრის, ივანე სიხარულიძის (ფარეშის) შესახებ, რომელიც თავგანწირვით იცავდა სამშობლოს, იბრძოდა სამართლიანობისათვის, უბრალო ქართველების დასაცავად. მასალა გადმობეჭდილია ისტორიკოს იური სიხარულიძის შესანიშნავი წიგნიდან: „სახალხო გმირები“ (1995). მადლობას ვუხდით ღვაწლმოსილ ადამიანს და ღირსეულ მამულიშვილს, რომელიც სიხარულით დაგვთანხმდა გამოგვექვეყნებინა მისი წერილები აღნიშნული წიგნიდან.
იური სიხარულიძე
ივანე ფარეში
მე იმ გვარისა ვარ, ცივ რკინას რომ ჭედდნენ, მე იმ ქალისა ვარ, ჯაჭვს რომ პერანგად ცვეთდნენ.
ხალხური
ბევრი ფარეში (შინა მოსამსახურე - საბა) ჰყავდა გურიის სამთავროს უკანასკნელ სარდალ-მოურავს და მდივანბეგს გიგო ერისთავს, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთის - ივანეს სახელი შემორჩა ხალხის ცოდნას.
ერთ ხალხურ ლექსში, ჩვენამდე რომ მოაღწია, ფარეშის პირითვეა აღწერილი მისი ცხოვრება და ბრძოლა:
საქართველოს მთებს და ველებს დახვეოდა ნისლის ბადე, მეთვრამეტე საუკუნის შავბნელ დროში დავიბადე. აქეთ ოსმალო გვარბევდა, იქიტ ბატონი მტარვალი, ცალ ხელში თოფი გვეჭირა, ცალშიც - თოხი თუ ნამგალი.
შემდეგ ფარეში თავის ვინაობას გვიმხელს და ეპოქის სიმუხთლესაც შთამბეჭდავად გადმოგვცემს:
ჟამთა სიავის მნახველი, მე ვარ ერისთვის ფარეში, გოგოლეთელი ყმის შვილი, გაზრდილი სიმწუხარეში. მრავალი დედა მინახავს, წარტყვევნილ შვილზე მტირალი, ყოველ დილას თუ საღამოს სდევდა ზარი და გრიგალი.
ივანე ფარეში ადრე ჩამდგარა ადამიანთა ტაცებისა და სყიდვის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში და მალე მიუპყრია სახალხო გმირის, ბუღარა მამალაძის ყურადღებაც.
ბუღარას დაუახლოვებია ახალგაზრდა ფარეში და თავის რაზმში ჩაურიცხავს:
შემიტკბო ალალ შვილივით, მაცოლა ნაზი ასული, ვიმ მოსთვლის ერთად რამდენი გაგვიჟლეტია ავსული. სად არ ვიქნევდით ხმალ-ხანჯალს, ლომისციხეს თუ ასკანას, ცეცხლს ყრიდა ბუნჯგალ-ბუნჯგალად ჩაქალოზი და ნალფარა.
ფარეშმა დიდხანს იცოცხლა და ბატონყმობის გაუქმებასა და ტყვეთა ტაცების მოსპობასაც მოესწრო (გარდაიცვალა 1884 წელს, „აღდგომას“).
ას წელს ვიცოცხლე, ბატონის თვალის დავსებას მოვესწარ, ოსმალოც გადაიკარგა, გზა გადუკეტეს გარეწარს.
ამ წარმატებებით აღფრთოვანებული სახალხო გმირი იმედის თვალით შესცქეროდა მომავალს:
შევნატრი ძეს და მომავალს, მზის ახალ შემონათებას, ჟამს - ქვეყნის განახლებისას, ერის აღდგომას, მატებას. ჩვენი დრო მძიმე იყო და ბევრიც ვიტანჯეთ მამებმა, თქვენ გაიხარეთ, შვილებო, გფარავდეთ წმინდა სამება!
ხალხის წიარიდან გამოსულ მამაც გოგოლესუბნელ (ჩოხატაურის რ-ნი) ფარეშზე (ივანე ივანეს ძე სიხარულიძე) (თეთრუაშვილთა გვარტომობიდან) ჩვენს დროში ხალხური ლექსიც გამოვლინდა და რამდენიმე სტატიაც დაიბეჭდა (აბელ სურგულაძის, იური სიხარულიძის).
|
|
|
29 აპრილს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა - ქარიესისა, ნიკისა, გალინასი, კალისასი, ნუნეხიასი, ვასილისასი, თეოდორასი, ირინესი და სხვათა, რომლებიც აღესრულნენ კორინთოში 258 წელს. | წმიდა ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ. |
| | | |
|