როდესაც ქრისტეს ჰკითხეს, თუ რა იყო პირველი ცნება ცნებათა შორის ღმერთკაცმა მიუგო: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან”
(მათ.
22,35-40)
ადამიანის სულიერი განვითარება თავიდან ბოლომდე ამ ორი ცნების გააზრებასა და განხორციელებაზე არის დამოკიდებული.
იციან
რა
ეს
დღევანდელმა
კოსმოპოლიტური
იდეების
მქადაგებლებმა
გაუთავებლად
საუბრობენ
კაცობრიობის
სიყვარულზე,
საკუთარი
ერისა
და
სამშობლოს
გარეშე.
მათი
მსჯელობა
არსს
მოკლებულია,
ეს
არის
ფარისევლობა
უმეტესად,
ფეხის
ხმას
აყოლილი
ტენდენციურობა
ან
და
ზედაპირული
დამოკიდებულება
უბრალოდ
საკითხისადმი.
სულთმოფენობას დედა ღვთისამ და წმინდა მოციქულებმა სხვა და სხვა ნიჭი მიიღეს, მათ შორის იმ ენების ცოდნა, რა ერის მოქცევაც ეკისრებოდა თიითოეულს.
ქართულ ენაზე ამეტყველდა დედა ღვთისა, წმინდა მოციქულები – ანდრია პირველწოდებული,
სვიმონ
კანანელი
და
მატათა.
ქართლის ცხოვრება გვასწავლის: : “და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რა ჟამს წილ იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთის მშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსა” (“ქართლის ცხოვრება”,
რედაქტორ-გამომცემელი
ს.
ყაუხჩიშვილი,
I, გვ.
37).
მეუფე იობმა ერთხელ ბრძანა: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ნათესავები,
ბაგრატიონები
გამოაგზავნა
საქართველოშიო”.
არც ისაა შემთხვევითი რომ ღვთისმშობლის კვართმაც საბოლოოდ
საქართველოში
დაიდო
ბინა.
პირველი საუკუნიდან ახალ იერუსალიმად წოდებულ მცხეთაში ჩვენ გვაქვს ქრისტეს კვართი – რაც ქართულ ცნობიერებაში ეროვნულისა და ქრისტიანულის
დამკავშირებელ
განსაკუთრებულ
სიწმინდეს
წარმოადგენდა.
წინარექრისტიანული იბერიული მოდგმა ფლობდა ძალიან დიდ წარმართულ სიბრძნეს, სწორედ ეს ქართველთა წარმართული ცოდნა და კულტურა გახდა საფუძველი საქართველოში ჭეშმარიტი სჯულის
მისაღებად.
ქართველთა უზარმაზარმა კულტურამ შეამზადა ნიადაგი ქრისტეს მისაღებად.
წმინდა ნინოს მიერ ვაზის ჯვრით ქრისტეს მიღებაც სწორედ წარმართულ საფუძველზე მიღებული ჭეშმარირიტი სარწმუნოების სიმბოლოა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წარმართ იბერთა პანთეონი მატრიარქალური იყო.
საქართველო სულიერად ემზადებოდა ღვთის სჯულის მისაღებად.
ქართველი ადამიანისთვის საქართველო წარმოადგენდა იმ არეალს,
იმგარემოს,
სამშობლოს,
სადაც
მოყვასისათვის
სულის
დადება
და
ჭეშმარიტი
სჯულისთვის
თავგანწირვა
იყო
ცხოვრების
წესი.
წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძი: ‘ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის’ – იყო ქართველი
კაცის
ეროვნული
საზრისი
გამოხატული
მართლმადიდებლობაში.
ქრისტესთვის
თავდადება.
შუა საუკუნეებში ქართველთა ცნობიერებაში: „ქართლად ფრიად
ქვეყანაი
აღირიცხების,
რომელსაცა
შინა
ქართულითა
ენითა
ჟამი
შეიწირვის
და
ლოცვაი
ყოველი
აღესრულების.”
ქართული
ენა
და
მართლმადიდებლობა,
ეროვნული
და
სარწმუნოებრივი
ეს
სინთეზი
იყო
ფუნდამენტი
ქართველთა
განვითარებისა.
ქართული კულტურა, ქართული ხასიათი, ქართული ყოფა ჩვენმა ერმა ააგო და დააკავშირა ქრისტიანულ ღირებულებებზე, ყოველივე სადიდებლად
ღვთისა
აღესრულებოდა.
მამა გიორგი მთაწმინდელის მოღვაწობა განსაკუთრებულია ქართული ეროვნული
იდენტობის
განსაზღვრებაში.
ჰაგიოგრაფი აღნიშნავს ანტიოქიის პატრიარქის მრჩევლების მიერ ქედმაღლურად დამცირებას მამა გიორგისთან ჩვენი ერის: ”დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, სხჳთა კულა ყოვლითა სწავლულებითა სრულიად ბერძენი
ხარ.”
და წმინდა მამის დადებით დახასიათებას ასეთივე ქედმაღლობით პატრიარქის მიერ:
”დაღაცათუ ნათესავით ქართველი ხარ, ხოლო სწავლულებითა და მეცნიერებითაჩუენივე
სწორი
ხარ”.
წმინდა მამის პასუხს პატრიარქის მიმართ ასე გვაჩვენებს ჰაგიოგრაფი: ”ხოლო ნეტარმან
ამან
დაწყნარებით
და
ნელიად
ჰრქუა
პატრიარქსა,
ვითარმედ:’
ჵ,
წმიდაო
მეუფეო,
რაჲსათჳს-მე ესრეთ
ადვილად
ჴელ-ჰყავ დიდისა
ამისა
და
მაღლისა
საქმისა
მოგონებად
და
აღსრულებად,
და
ვინ-მე არიან
უგუნურნი
იგი
მომზრახნი
შენნი,
ანუ
რად
ესრეთ
უგუნურად
შეგირაცხიეს
ნათესავი
ქართველთაჲ
წრფელი
და
უმანკოჲ?
აჰა
ესერა
ვარ
მე
უნარჩევესი
და
უმდაბლესი
ყოველთა
ძმათა
ჩემთაჲ.
მე
მოგცე
მათ
ყოველთა
წილ
პასუხი.
მოღებად-ეც წიგნი
მიმოსლვისაჲ
ანდრია
მოციქულისაჲ
და
მუნით
გეუწყოს
საძიებელი
თქუენი”
და აგრეთვე: ”წმიდაო მეუფეო, რომელნი-ეგე ჩუენ უმეცრად და სუბუქად გუხედავთ და თავნი თქუენნი ბრძენ და მძიმე გიყოფან. იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობაჲ არაჲ იპოებოდა
და
იოვანე
გუთელი
ეპისკოპოსი
მცხეთას
იკურთხა”
შესაბამისად ვხედავთ, რომ მამა გიორგი ამტკიცებს ქართველთა გამორჩეულ სიმტკიცეს მართლმადიდებლობის დაცვაში.
ჩვენ ვიცით იოანე-ზოსიმეს და წინასწარმეტყველურ-მესიანისტური ხელნაწერი “ქებაჲ
და
დიდებაჲ
ქართულისა
ენისაჲ”
სადაც
ვკითხულობთ:
"დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა".
"და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული – მოელის დღესა
მას
მეორედ
მოსვლასა
უფლისასა".
ქართული მესიანური იდეა გადმოცემულია სხვა ქართველ
და
არაქართველ
მამებთან.
(სერაფიმ
საროველი,
კირილე
ლავრიოტისი
და
სხვა…
)
ქართველი ადამიანისთვის ღვთისმშობლის წილხვდომლობა, კვართის
მფლობელობა
თუ
სხვა
არის
არა
ამპარტავნების
არამედ
პასუხისმგებლობის
გამაღვიძებელი,
ცხოვრებისეული
საზრისის
განმსაზღვრელი.
ქართველი ერის მისია, როგორც მართლმადიდებლობის დამცველის, კაცობრიობის სულიერი წინამძღოლის, ბოროტებასთან მებრძოლის,
მსოფლიო
სულიერი
ცენტრის
ფუნქცია
და
მისია
საუკუნეები
ქართველთა
ბრძოლისა
და
წინსვლის
მამოძრავებელი
მოტივაციაა.
დავით აღმაშენებლის ბრძოლის წინა სიტყვა დიდგორის ველზე იწყება ასე: "ეჰეი მეომარნო ქრისტიანენო, თუ ღვთის
სჯულის
დასაცავად
თავდადებით
ვიბრძოლებთ…"
სწორედ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ბრძოლა, ჯვარცმა ქრისტესთვის, ქრისტესთვის სიკვდილის
ძიება
იყო
ქართველთა
ეროვნულ
– სარწმუნოებრივი
საზრისი.
ეს არის წინაპართა გზა, რომლის მემკვიდრენიც ვართ დღეს ასე გათითოკაცებული
და
თავ
გზა
აბნეული
ქართველი
ხალხი.
ქართველი ადამიანი საქართველოს მსახურებით ემსახურება ქართველი ერის ღვთივ დადგენილ მისიას, რითაც თავის ფუნქციას ასრულებს როგორც კაცობრიობის წინაშე.
ქართველი ადამიანისთვის მოყვასის სიყვარულის ცნება საქართველოს მსახურებაში სრულდება, რადგან ეს მსახურება საქართველოს სულიერი გაბრწყინებისკენაა მიმართული , რაც თავის
მხრივ
კაცობრიობის
სულიერ
გადარჩენას
და
მსოფლიოში
ღვთიური
სამართლის
დამკვიდრებას
ემსახურება.
აქედან გამომდინარე ქართველი, რომელიც თავის ცხოვრებისეულ მრწამსსა და მსოფმხედველობას
დააფუძნებს
ღვთისა
და
სამშობლოს
ცნებზე,
ღრმად
და
მტკიცედ
გაისისხლხორცებს
ეროვნულ
– მართლმადიდებლურ
საზრისს,
მიმართული
იქნება
სამყაროსადმი
ვერტიკალურ
მდგომარეობაში,
რადგან
აღასრულებს
ორ
უპირველეს
ცნებნას:
სიყვარულს
ღვთისას
და
მის
ტოლფასს
სიყვარულს
მოყვასისას.
მისი
გზა
იქნება
გზა
ზეციური
სასუფევლისკენ.
ეროვნულ-სარწმუნოებრივი საზრისი არის საზრისი, რომელიც ჭეშმარიტებას ემსახურება! |