საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

სახელმწიფოს წარმატების რამდენიმე პირობა
გაიოზ მამალაძე

საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წარმატებაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, გარდა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური ფაქტორებისა, საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვნებას.

 სახელმწიფო იქმნება მაშინ, თუ ეს უნდა ხალხს. გეოპოლიტიკოსები მოსახლეობის ერთსულოვნებას უდიდეს მნიშვლელობას ანიჭებენ. გეოპოლიტიკაში (გეოსტრატეგიაში) უდიდესი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, მოსახლეობის მრავალრიცხოვნობას, ტერიტორიის სიდიდეს, ბუნებრივ რესურსებს, ინტელექტუალურ მონაცემებს მოცემული ხალხისა, უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ტექნოლოგიები და ა. შ.

ძლიერი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად ჩვენ თითქმის არც ერთი ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი არ გვიწყობს ხელს. საქართველო გეოგრაფიულად ისეთ რეგიონშია, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს მსოფლიოს ერთ-ერთი ბირთვული სახელმწიფო. ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ ევროპის დასავლეთში ან შუაგულში, ახლა ვიქნებოდით ერთ-ერთი მსოფლიო აქტორის – ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და, მაშასადამე, ძლიერი სახელმწიფოც, რომლის სახელმწიფოებრიობას, ეროვნულ ინტერესებს და ა. შ. ვერავინ გაუბედავდა შელახვას. ამ საკითხში ჩვენ არ გაგვიმართლა.

 ტერიტორიულად საქართველო ძალიან მცირეა, იმისთვის რომ დიდი სივრცე ერქვას. ჩვენი ტერიტორია, ისტორიულად, რადგან მცირე იყო, იმიტომაც უადვილდებოდა მტერს მისი ადვილად დაპყრობაც (სხვა ფაქტორებთან ერთად). შემოვიდოდა თუ არა მტერი ქვეყანაში, ადვილად აღწევდა ხოლმე დედაქალაქს. შევადაროთ ნაპოლეონის სვლა მოსკოვისკენ, რა დროსაც არაქათი გამოელია მის არმიას და ზამთარმაც მოუსწრო, ან ჰიტლერის “ბარბაროსული” მარში მოსკოვისკენ.

 მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო საქართველო ექცია საკმაოდ დიდ სივრცედ, იმდროინდელი მასშტაბებით. დავით აღმაშენებლისა და თამარის საქართველო თავისი თანამეგობრობით საკმაო სივრცეს მოიცავდა, რაც მთავარია, ადამიანური რესურსებიც საკმაო ჰქონდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ადამიანური რესურსების მართვის უნარი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო მაშინ იყო არა მარტო რეგიონის ლიდერი, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ზესახელმწიფოც.

 მაშინდელ ქვეყანათა შორის ზესახელმწიფოები შეიძლება ეწოდოს ბიზანტიას, საფრანგეთს, გერმანიას, ეგვიპტეს, რუმს, ხორეზმს. თავისი ძალით საქართველო, არა თუ ჩამოუვარდებოდა, არამედ აჭარბებდა კიდეც ბიზანტიის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის სამხედრო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს. ხორეზმი, ეგვიპტე, აიუბიდების სახელმწიფო და რუმის სასულთნო საქართველოსთან შებმას უფრთხოდნენ (რუმმა სცადა და სასტიკად დამარცხდა) და დიპლომატიითა და საჩუქრებით ცდილობდნენ ჩვენს დაწყნარებას.

 ისტორიული ძნელბედობისა და ხასიათის გამო, დღეს საქართველო არც რეგიონის ლიდერია, არც ზესახელმწიფო, არც დიდი სივრცის მფლობელი. გარკვეულწილად, ეს ჩვენი რეგიონის ადგილმდებარეობის გამოცაა ასე და სხვა ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორების გამო.

 ბუნებრივი რესურსები საქართველოსი არც თუ დიდია, რომ მან ზესახელმწიფოს როლი იკისროს. არ არის საკმარისი დიდი სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის სიძლიერის მოსაპოვებლად.  არც მოსახლეობაა მრავალრიცხოვანი იმისთვის, რომ საქართველო ზესახელმწიფოდ იქცეს.

 რაც მთავარია, და ამას გეოპოლიტიკოსები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ, საქართველოს მოსახლეობა არ არის დემოგრაფიულად ერთფეროვანი, რაც ფაქტიურად გადამწყვეტი ფაქტორია, ზესახელმწიფოსა თუ ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად.

საქართველო არც ტექნოლოგიებითაა გამორჩეული და არც არმიის შეიარაღება აქვს განსაკუთრებულად თანამედროვე. სამწუხაროდ არც ბირთვული იარაღი გვაქვს (შეიარაღება უნდა განვაგრძოთ, მაინც გვჭირდება).

 მაგრამ, არის რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც საქართველოს აძლევს საშუალებას გახდეს რეგიონის (კავკასიის) ლიდერი და შესაბამისად, პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო შექმნას. ამგვარად, გახდეს მნიშვნელოვანი აქტორიც კი (ამაზე უფრო დაწვრილებით სხვა დროს).

 პირველი: კავკასიის ყველა ქვეყანა თუ ხალხი ესაზღვრება საქართველოს*. საქართველო არის კავკასიის ცენტრი. კავკასიის ყველა ქვეყანამ თუ სახელმწიფომ საქართველოზე

უნდა გაატაროს თავისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური გზები .

მსოფლიოს გეოპოლიტიკაში და გეოეკონომიკაში კავკასიის როლი სულ უფრო და უფრო იზრდება. ბუნებრივი რესურსების მთავარი დამკვეთები და მომხმარებლები დასავლეთში არიან. დასავლეთისკენ გასვლა კი ყველა კავკასიურ სახელმწიფოს საქართველოს გავლით უწევს. ჩრდილო კავკასიური ხალხებიც კი ამ თვალსაზრისით მობმულნი არიან ჩვენზე (მომავალში უფრო მეტად გაიზრდება საქართველოს მნიშვნელობა მათთვის (კარგი გაგებით). ეს ფაქტორი უნდა განვითარდეს.

 აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესია აზერბაიჯანი და საქართველო. ამას სხვადასხვა პროექტი ამტკიცებს.

 დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულების კომუნიკაციაშიც, საიდანაც კავკასიისა და აზიის მიმართულებით მოემართება მზა პროდუქცია, ტექნოლოგიები თუ დემოკრატია, საქართველოს, როგორც კავკასიის ცენტრს, უკავია უმნიშვნელოვანესი როლი.

 ჩრდილოეთისა და სამხრეთის კომუნიკაციაშიც საქართველოს როლი მნიშვნელოვანია და უფრო მნიშვნელოვანი გახდება მომავალშიც.

 მოკლედ, კავკასიის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, იზრდება საქართველოს როლიც გეოპოლიტიკაში. მეტიც, საქართველოს როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში ჯერ კიდევ არ არის სრულიად გამოვლენილი, ვინაიდან არ არის ჩრდილო კავკასიის მნიშვნელობა მთლიანად შეფასებული ჯეროვნად, როგორც არ იყო საქართველოს როლი შეფასებული ჯეროვნად მამა ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში. ეს ფაქტორი მაქსიმალურად კარგად უნდა გამოვიყენოთ.

მეორე: საქართველოს აქვს ისეთი რესურსი, რომელიც შეაძლებინებს მას ქვეყნის მოსახლეობის არაერთფეროვნობა, მრავალეთნიკურობა თავის სასარგებლოდ ჩააბას თავისი სახელმწიფოს სამსახურში და ამგვარად მიაღწიოს ძლიერი სახელმწიფოსათვის აუცილებენ პირობას, მოსახლეობის ერთსულოვნებას. ეს რესურსი არის ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული და ფსიქოლოგიური ტოლერანტობა.

 ქართველი ხალხი, სწორად ორგანიზების შემთხვევაში შეძლებს საქართველოში მცხოვრები სათვისტომოები დაარწმუნოს, რომ ყველა მოქალაქის სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სხვა ინტერებში შედის ძლიერი სახელმწიფოს შექმნა. თუმცა ამას, აუცილებლად სჭირდება შესაბამისი პოლიტიკის გატარება, რაც მთავარია - იდეოლოგია. ეს თუ კარგად დაიგეგმა და განხორციელდა, ჩვენ შესაბამისად პოლიტიკურ ლობს შევიძენთ რამდენიმე ქვეყანაში (ამაზე დაწვრილებით სხვა დროს).

 მესამე: ქართველი ხალხი ინტელექტუალურად საკმაოდ განვითარებულია, და რაც მთავარია, ნიჭიერია. ამიტომ მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში დიდი წარმატებაა შესაძლებელი თუ ყველაფერი კარგად დაიგეგმება (ამაზე დაწვრილებით სხვა დროს).

მეოთხე, აუცილებელია სოციალური პროექტების განხორციელება და ისეთი ეკონომიკური და საგანმანათლებლო და სამეცნიერო რეფორმები, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს მისცემენ საშუალებას გამოავლინონ თავისი საკმაოდ მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობანი (ამაზე სხვა დროს).

 მეხუთე, მთავარი, როგორც ვთქვით, არის ერთსულოვნება, რომელიც შეიძლება მიიღწეს მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმებით, პირველ რიგში, პოლიტიკურ ელიტაში. ან თვითონ ხალხმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა.

 საქართველოს გერბს აწერია დევიზი: “ძალა ერთობაშია”. სინამდვილეში, უმთავრესი ძალა ღმერთის ნებაა, მაგრამ, ერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ყველაფერს სჭირდება კარგი იდეოლოგია, სადაც განმარტებული იქნება ყველაფერი. იდეოლოგიით შეგვიძლია ერთმანეთთან შეთანხმება ქართველებს, იდეოლოგიით შეგვიძლია განუმარტოთ ჩვენს არაქართველ მოქალაქეებს, რომ სხვა სასიცოცხლო სივრცე არ გაგვაჩნია და ამიტომ უნდა გაუწიონ ანგარიში ჩვენს ეროვნულ ინტერესებს...

 სხვა პირობებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

----

 * - არ ესაზღვრება მხოლოდ ადიღე. ეს ხელოვნურადაა მოწყობილი. ადიღეები დაყვეს სამ ნაწილად. ერთი ნაწილი მოათავსეს კრასნოდარის მხარეში და შეუქმნეს პატარა ადიღეს ოლქი, მეორე ნაწილი, ჩერქეზები ყარაჩაელებთან, მესამე ნაწილი, ყაბარდოელები კი ბალყარელებთან ერთად შეიყვანეს სხვადასხვა ავტონომიურ წარმონაქმნებში (ამაზე სხვა დროს)

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq