საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ვინ ცხოვრობს საქართველოში და როგორი წარსულის ხალხია ქართველები?
georoyal.ge

მოკლე ანოტაცია  საქართველოთი  დაინტერესებული უცხოელებისთვის

როდესაც ევრაზიის კონტინენტს დახედავთ, ევროპისა და აზიის შესაყარზე – ორ ზღვას შუა, შავსა და კასპიის შორის, ამოიკითხავთ ქვეყნის დასახელებას, რომელსაც„Georgia“ ეწოდება.

რას ნიშნავს „Georgia“? ერთის მხრივ, ძველი ბერძნების სახელდებით, ეს არის მიწის მუშაკთა, „გეორგიანთა“ ქვეყანა, ხოლო, მეორეს მხრივ – ქრისტიანობის გავრცელების დროიდან, ეს არის „წმიდა გიორგის სამწყსო“! წმიდა გიორგი საქართველოს მფარველი წმინდანია – მის საპატივცემულოდ საქართველოში ყველაზე ხშირად ვაჟებს სწორედ გიორგის არქმევენ.

 ქართველები ამ მიწა–წყალზე უხსოვარი დროიდან სახლობენ, ხოლო დასახლების ისტორიას შთამბეჭდავი ლეგენდით ჰყვებიან: როდესაც ღმერთი დედამიწის მცხოვრებლებს მიწას ურიგდება, ქართველებს დაჰგვიანებიათ. ღმერთს მკაცრად გამოუკითხავს მიზეზი და ქართველებს უპასუხნიათ, იმიტომ დაგვაგვიანდა, რომ შენს საღღეგრძელოს ვსვამდითო. ღმერთს სიმკაცრე ლმობიერებით შეუცვლია და უთქვამს, მიწები უკვე დავარიგე, მაგრამ რაკი აგრეა, იმ მიწაზე დაგასახლებთ, რომელიც ჩემთვის მქონდაო გადანახული. მას შემდეგ ქართველები მიწიერ ედემში ცხოვრობენ და ღმერთს მადლობას სწირავენ.

მიუხედავად ასეთი „ზეციური პრივილეგიებისა“, დღეისათვის ქართველების ვინაობა, თავიანთი ადრინდელი პოლიტიკური დაქვემდებარებულობის გამო – სიუზერენის სლავურ წარმომავლობაში, ხოლო სახელწოდების მიხედვით – ამერიკულ შტატში ერევათ ხოლმე. სინამდვილეში ქართველები სრულიად გამორჩეულ ეთნოკულტურულ ფენომენს წარმოადგენენ:

 საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მკვიდრობენ ცალკეული ქართული ტომები,რომლებსაც აერთიანებს ზოგად ქართული ეროვნული ნიშან–თვისებები, სალიტერატურო ქართული ენა, მართლმადიდებლური სარწმუნოება; თუმცა ერთმანეთისაგან განირჩევიან კიდეც – ხასიათობრივი თავისებურებებით, ენობრივი დიალექტითა თუ, რიგ შემთხვევაში, კონფესიური სხვაობით. ეს კუთხეებია: აღმოსავლეთის ბარში კახეთიდა ქართლი, მთაში – თუშეთი, ფშავ–ხევსურეთი, მთიულეთი და ხევი; დასავლეთის ბარში – იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, გურია–აჭარა, ხოლო მთაში – სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი. სამხრეთ საქართველოში – მესხეთი და ჯავახეთი.

 მაგრამ საქართველოში მარტო ქართველები როდი ცხოვრობენ – ეს ქვეყანა მრავალი სხვა თესლ–ტომის სამშობლოც არის და საქართველო ყველა ერისათვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელი სამშობლოა. იგი ცნობილია თავისი სარწმუნოებრივი და ეროვნული ტოლერანტულობით – აქ ძველი წელთაღრიცხვის მე–6 საუკუნიდან ცხოვრობენ ებრაელები და საქართველოში არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმის თუნდაც უმნიშვნელო გამოვლინება, მკვიდრობენ გარეშე ქრისტიანული აღმსარებლობის ხალხები, მაგრამ არ აბრიალებულა ინკვიზიციის კოცონები –ქსენოფობია უცხოა ქართველთათვის. ამიტომაც სახლობენ აქ იმ ეროვნებების წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად ყოფილ სიუზერენთაგან დევნილნი, საქართველოში აღმოჩენილან და აქ უპოვიათ თავშესაფარი: სომხები და აზერბაიჯანლები, ბერძნები და ქისტები, უკრაინელები და პოლონელები, ესტონელები და ასურელები, ოსები და ქურთები და მრავალი სხვა.

 საქართველოს ამჟამად სუვერენული ქვეყანაა და ასეთსავე დამოუკიდებელ ქვეყნებს ესაზღვრება – მისი მეზობლები არიან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან – რუსეთის პირიქითა კავკასიის რეგიონები.

 ვიდრეკრებითი სახელწოდები

თ, „Georgia”,გაიცნობდნენ, ძველი მსოფლიოსათვისქართველები ცნობილი იყვნენ ორი სახელწოდებით: აღმოსავლეთის მკვიდრნი – „იბერიელებად“, ხოლო დასავლეთისანი – „კოლხებად“. საყოველთაოდ ცნობილი მითები პრომეთე–ამირანისა და მედეასა და არგონავტებისშესახებ, იბერიისა და კოლხეთის მიწიდან იღებენ სათავეს. სწორედ საქართველოს ნაპირებს მოადგა იაზონი ოქროს საწმისის მოსატაცებლად და სწორედ ქართულ მთის მასივს – კავკასიონს მიაჯაჭვა ზევსმა პრომეთე–ამირანი ადამიანთათვის ცეცხლის გადაცემის გამო!

 რაც შეეხება პირველ სავსებით დამოუკიდებელ ქართულ სამეფოს, მას დასაბამი მიეცა ქრისტეს დაბადებამდე მე–3 საუკუნიდან – მეფე ფარნავაზის ზეობის ხანაში, რომელმაც მტკიცე საზღვრები დაუსაზღვრა ქვეყანას, სათავე დაუდო მწიგნობრობას მშობელი ხალხისათვის და, ამასთანავე, „... განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“.

მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი ფურცელია ჩაწერილი საქართველოს საისტორიო მატიანეში, რომელთაგან სულ რამოდენიმე ფრაგმენტს მოვიხმობთ:

ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, მეფე არტაგის დროს,საქართველოში ილაშქრა სახელმოხვეჭილმა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა. რომაელებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს იბერიელებმა. საბოლოოდ არტაგი და პომპეუსი დაზავდნენ; იბერია გამოცხადდა „რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად“.

 საქართველოსთან კეთილგანწყობილების ნიშნად, ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნეში, რომის იმპერატორმა ანტონინე პიუსმა ქართველი მეფე – ფარსმან II ქველი წარჩინებულთა ამალით მიიწვია დარბაზობაზე. ქართველთა პატივსაცემად გამართულ საცხენოსნო ასპარეზობისას, ქართულმა მხედრობამ იმდენად ისახელა თავი, რომ იმპერატორ ანტონინე პიუსის ბრძანებით, ქართველი მეფის, ფარსმან ქველის ძეგლი დაიდგა რომის ცენტრში, ბელონას ტაძარში.

მე–5 საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა შექმნა უძლიერესი სამეფო – ჩრდილოეთით მტკიცედ გაამაგრა კავკასიონი უცხო ტომების შემოჭრისაგან თავდასაცავად, ბიზანტიასა და სპარსეთს საქართველოს ძალმოსილება აღიარებინა, ქართულ ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია და ახლად აღორძინებული ქვეყნისათვისახალი დედაქალაქი – თბილისი ააგო.

 საქართველოს XII ასწლეულში დაუდგა ოქროს საუკუნე – თავისი ღვაწლით გამორჩეული ქართველი მეფის, დავით აღმაშენებელის მეფობის დროს (1089–1125) დიდი შრომითა და ბრძოლით შეიქმნა ძლევამოსილი ქართული სახელმწიფო, რომელმაც უთანასწორო ომში (60 000 600 000–ის წინააღმდეგ) დაამარცხა დამპყრობელთა კოალიციური ლაშქარი და საქართველოს განუმტკიცა უძლეველი ქვეყნის სახელი მთელს წინა აზიაში; ხოლო მეფე–ქალის, თამარის დროს, სახელმწიფოს პოლიტიკურმა წონამ და ეკონომიკურმა შესაძლებლობებმა იმჟამინდელი დაწინაურებული ევროპული ქვეყნების დონეს მიაღწია.

 თვით ძნელბედობის ხანაში, XVIII საუკუნეში, უკანასკნელ მეფეს –ერეკლე მეორეს, საქვეყნოდ ისეთი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, რომ პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი ამბობდა მასზე: „ევროპაში მე ვარ და აზიაში – ქართველი მეფე ერეკლეო!“ მაგრამ ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობლის მოიმედეობამ საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინა, სამოკავშირეო ფიცის დადებით, რომელსაც მოკავშირეებმა პირუმტკიცობით უღალატეს –რუსულმა იმპერიამ სამეფო ტახტიც წაართვა ქართველებს და ეკლესიის ავტოკეფალიაც და ორი საუკუნით დააკარგვინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq