საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ეთნოსი და ზნე-ჩვეულებანი

ექვსასი ქართველი ლეგიონერი, ანუ “ყოველდღიური რუტინის მონა არ უნდა გახდეთ“!
თეონა გოგნიაშვილი
განათლებული და პატრიოტი ადამიანი, რომელმაც ყველაზე რთულ დროს 600 ქართველი ლეგიონერის სახით ამდენივე კარგი და წესიერი პიროვნება აღზარდა და ცხოვრების გზაზე დააყენა. ,,პერსონაში“ თეიმურაზ თუმანიშვილს გავიცნობთ.


- ბატონო თეიმურაზ, საუბარი თქვენ მიერ დაარსებული ორგანიზაციით დავიწყოთ, ალბათ ეს იყო საქმე, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?…

- დიახ ასეა, 12 წლის წინ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა და მეგობრებმა ერთი ორგანიზაცია “სპა – საქართველოს ლეგიონი“ შევქმენით. ამ ლეგიონის მიზანი მოზარდების აღზრდა იყო. ამ ბოლო დროს ბევრი ისეთი შემთხვევა მქონდა, როცა ქუჩაში წვერულვაშიანი კაცები და მანდილოსნები მაჩერებდნენ, ისინი, ვინც ადრე ჩემი ლეგიონის აღსაზრდელები იყვნენ და დღეს ოფიცრები არიან. გუშინაც დამირეკეს და მომიკითხეს. ამ ურთიერთობების წრე შეიქმნა, სადაც არაფორმალური დამოკიდებულებებია, რადგან მათთან სულიერი კავშირი გვაქვს. ამ ლეგიონში ყველაფერი ბრძანებების ძალით კი არ სრულდებოდა, არამედ სულ სხვა მისაწრაფებები იყო. აი ასეთ მომენტებში მე საკუთარი თავით კმაყოფილი და ამაყი ვარ.

- რას წარმოადგენდა თქვენ მიერ დაარსებული ორგანიზაცია “სპა-ლეგიონი“ ?

- ეს სკაუტური ტიპის ორგანიზაცია იყო, რომელიც 2002 წელს ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ დავდიოთ სკოლებში და ბავშვებს ვეხმარებოდით. განსაკუთრებული აქცენტი ინტერნეტისა და ბავშვთა სახლის ბავშვე
დავით ბაგრატიონ-მუხრანატონთან ერთად
ბზე ავიღეთ. მათ ვასწავლიდით, ლაშქრობებზე დაგვყავდა… მახსოვს, ბევრი პედაგოგი გვთხოვდა, რომ ლეგიონში მათი ბავშვებიც მიგვეღო. თავდაცვის სამინისტროდან ძალიან გვეხმარებოდნენ ბატონები: კორენი სალია, ვახტანგ კაპანაძე და სხვები. გვინდოდა, რომ ეს ბავშვები პატრიოტებად გაგვეზარდა. ჩვენი გუნდი ესტონეთშიც ჩავიდა და სხვადასხვა ქვეყანასთან დღემდე გვაქვს კავშირები. ეს ყველაფერი დაფინანსების გარეშე ხდებოდა, ამას გარდა, ჩვენ ვმონაწილეობდით უშიშროების საბჭოს კომისიებში. ამ ბავშვებმა ჩვენთან ცხოვრების მკაცრი სკოლა გაიარეს. იქ იყო გარკვეული პროგრამები, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო სტრუქტურებთან ვთანამშრომლობდით.


- ჩვენს რუბრიკას “პერსონა“ ჰქვია. რა შემთხვევაში შეიძლება, ადამიანი პიროვნებად ჩაითვალოს?


- საინტერესო კითხვაა. აქ ორი მხარეა: შეიძლება იყოს საზოგადოების მიერ ცნობილი ინდივიდი, რომელსაც გარკვეული დამსახურება აქვს და მეორე – რაიმე სფეროში წარმატებული ადამიანი.

- მაგრამ მარტო ცნობადობა პიროვნების ხარისხს არ განსაზღვრავს…

- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, როგორც ვხვდები, ბოლო წლებში, სამწუხაროდ, მსოფლიოს მედიის მიერ მხოლოდ გახმაურებული პიროვნებები წარმოჩინდებიან.

- შესაძლებელია, ყველა ადამიანი პიროვნებად აღიზარდოს თუ თანდაყოლილი თვისებებიც უნდა გააჩნდეს მას, ანუ გენეტიკური ბაზაც უნდა დავახვედროთ?

- ყველაზე კ
არგი სიმბიოზია, ანუ როცა გენეტიკისა და აღზრდის თანხვედრა ხდება. გენი შესაძლოა, გარკვეულ დროს მიძინებულიც იყოს. პატრიოტიზმის სწავლა კი, ვფიქრობ, შეუძლებელია,- ის უნდა გამოაღვიძო. გენეტიკური კოდი ყველა ქართველში არსებობს. მაგრამ გარკვეული დროით შეიძლება, რომ უბრალოდ მიძინებული იყოს.

- შედგება თუ არა მასა პიროვნებებისაგან თუ გარკვეულ პერსონათა ჯგუფი მაინც მასისგან დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს?  - გააჩნია, მასას რას ვეძახით?… – მასას ამ სიტყვის შეულამაზებელი, პირდაპირი გაგებით და არა ერს… რაღაც კონფუცისეულად წარიმართა ჩვენი საუბარი…

- მეც ასე ვატყობ… ეს ხუმრობით, მაგრამ თუ კონფუცის მივამართავთ, მე ებრაულად გიპასუხებთ კითხვით კითხვაზე: თანამედროვე ცნობილი მომღერალი, ხელოვანი ჩინელი გინახავთ? ვერ იხსენებთ, არა? დროთა განმავლობაში ის პიროვნებები, რომლებიც რაღაცას ქმნიდნენ,- მიდიან და ჩვენ ,,ხელში“ მასა გვრჩება… ერიც ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც პიროვნება და მისი განვითარების გზაზეც არის ჩავარდნები.

ქართველებს, მაგალითად, ასეთი ჩავარდნა გარკვეულ სფეროებში 1801 წლიდან ჰქონდა და მეოცე საუკუნეს ასე გადავაბიჯეთ. პილოტების ენაზე თუ ვიტყვით, თვითმფრინავი როდესაც ქვედა წერტილშია,- იქიდან ამოსვლა ყველაზე რთულია, აი, ახლა ამ პოზიციაში ვართ და აქედან ყველაზე მეტად რთულია ამოსვლა.

- რა არის საჭირო, რომ ადამიანმა საკუთარ თავში პიროვნება გადაარჩი
ნოს?

- საამისოდ მან რაღაც ბარიერები უნდა გადალახოს საკუთარ თავში. მე ცხოვრებაში სწავლა და მუშაობა საბჭოთა კავშირის დროს მომიწია და იმ თაობას წარმოვადგენ, რომელიც ყველაფერ მოძველებულს სარკასტული ნიჰილიზმით ამსხვრევდა. მერე ამას ფასეულობებისა და სტერეოტიპების მსხვრევაც მოჰყვა, ამის გამო ოჯახებიც კი დაინგრა. ახალი თაობა მოვიდა, რომელთა წინაშეც დღეს უკვე სხვა სირთულეებია. მთავარია, უკაცრავად ბანალურობისთვის და საკუთარი თავი არ დაკარგოთ, წვრილმანებსა და დეტალებში არ გაიფანტოთ. იმას კი არ ვამბობ, რომ ასტრალში უნდა გადახვიდეთ და იქ დაიკარგოთ, უბრალოდ ყოველდღიური რუტინის მონა არ უნდა გახდეთ.

- დღეს თუ გაქვთ ლეგიონერის მსგავსი პროექტების მომზადების სურვილი?

- სურვილი, რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ სახელმწიფოსგან დაინტერესება ვერ დავინახეთ… დღეს ჩვენ 15 ქვეყანასთან გვაქვს კავშირები და დიდია სურვილი, რომ მოზარდებს ისევ დავეხმაროთ. ძალიან რთული ცხოვრება გავიარეთ და დღეს შემიძლია იმის თქმა, რომ ალბათ ადამიანმა, სანამ წახვალ ამ ქვეყნიდან, რაღაც უნდა დატოვო, თუნდაც ერთი ხე დარგო…

- და ერთი შვილი?

- რატომ ერთი? ექვსასზე მეტი…

- რამდენადაც ვიცი, ძალიან საამაყო ნათესაური კავშირები გაქვთ და იშვიათ გარემოში გაიზარდეთ…

- მართლაც, კარგი ნათესავები მყავდა. ბავშვობაში ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა დედაჩემის მხრი

დან ბიძამ,-კოლორიოტულმა ადამიანმა ნოდარ ღოღობერიძემ, ის ჩემთვის სამაგალითო პიროვნება იყო. მერე იყვნენ სხვა ბიძებიც: რეჟისორი მიშა თუმანიშვილი და მისი ძმა, რომელსაც სახლში ოჯახური მარიონეტული თეატრი ჰქონდა…

ჩვენი ოჯახი 1921 წლამდე სამხედროების ოჯახი იყო, ბაბუჩემი და მისი ძმები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ერთ მათგანს რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი უნდა მოენათლა, მაგრამ ვერ მოესწრო. მე მახსოვს ბიძა, რომელიც ორ რადიომიმღებს ერთად უსმენდა, ერთში “ამერიკის ხმას“, მეორეში,- რადიო “თავისუფლებას“. მე ვიყავი შვიდი წლის წინ პოლონეთში და მისი საფლავი მოვინახულე. მეორე ბიძა სიმონ კობიაშვილი 44 – 45 წლებში ქართულ ლეგიონს ხელმძღვანელობდა, ამიტომაც, აქედან გამომდინარე, მე რომ კონკრეტულად მხოლოდ ერთ მათგანზე ვისაუბრო, ეს სწორი არ იქნება, თითოეულმა მათგანმა რაღაც ნათელი დატოვა ჩემს ხსოვნაში…


 http://kvira.ge/?p=38885
საძმოში

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq